კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაგალითი მიბაძვისთვის

ისინი ყველა ქალისთვის მისაბაძნი არიან – ასე ფიქრობენ თურმე მათზე თავად ქალბატონები, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა და კანის ფერისა.

პრინცესა დაიანას – ხალხის გულების პრინცესას, საკმაოდ ბანალური გარეგნობა ჰქონდა: სუსტი და მუდამ მოღიმარი. მაღალი კი იყო. ერთი შეხედვით, თითქოს უბრალოდაც იცვამდა, მაგრამ მისი გარდერობი განსაკუთრებულად ძვირფასი იყო. დაიანა ვერ იტანდა შარვლებს. გამოიყურებოდა, როგორც ნამდვილი ლედი. მისი სტილი დღემდე მოდაშია და არ კარგავს ხიბლს.

გრეის კელი, „ნატურალური” ქერა ლამაზმანი, ყმაწვილქალობაში ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ მერე, ჰოლივუდში, სილამაზის ნამდვილ ეტალონად იქცა. მისი პროპორციებია – 88-60-89, სიმაღლე 176 სანტიმეტრი, დახვეწილი მანერები და კელი მონაკოს სამეფო ტახტზე აღმოჩნდა. მას ისედაც ეძახდნენ „ეკრანის პრინცესას”. გრეის კელი მხოლოდ მონაკოს კი არა, ძალიან ბევრი ქვეყნის ქალბატონებისთვის იქცა მისაბაძ მაგალითად და მოდასაც ჰკარნახობდა.

კოკო შანელი – თითქმის ბიჭის აღნაგობა, დიდი პირი... ერთი შეხედვით – არაფერი ქალური და მომხიბვლელი. ის არავის მიაჩნდა ლამაზ ქალად, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. ისეთი ხიბლი ჰქონდა, მზეთუნახავებს ჩრდილავდა. შანელმა მთელი ეპოქა შექმნა. მუქ წითლად იღებავდა ტუჩებს, არ იწვრილებდა წარბებს. იყო ეფექტური და ისეთი კაშკაშა... დაიწყო შლაპების კერვით და სხვებზე ადრე იგრძნო ახალი დროების არომატი – კოკო ყოველთვის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მას საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო იდეით.

სარა ჯესიკა პარკერი – პაწაწინა სარა ჯესიკა ხშირად ბრუნდებოდა სახლში ატირებული. ნამდვილი მახინჯი იხვის ჭუჭული იყო – გამხდარი, წვეტიანი მუხლებით და გრძელი ცხვირით, მაგრამ, აჯობა საკუთარ კომპლექსებს, არც ცხვირი დაუმოკლებია და არც წვეტიანი მუხლები დაუმალავს როდისმე. დღეს მისი სტილი და იმიჯი სამაგალითოა. ყოველი მესამე ამერიკელი ქალი თავგადაკლული ჰბაძავს მას.


скачать dle 11.3