კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სილამაზის გამოსხივების ხელოვნება

1. ზამთრის შემდეგ კანი გამომშრალია და შეიძლება, აიქერცლოს, რაც A და C ვიტამინების დეფიციტზე მიუთითებს. ამიტომ, შეიძინეთ მკვებავი (ან დაამზადებინეთ კოსმეტოლოგს), რომლის შემადგენლობაშიც იქნება ეს ვიტამინები.

გარდა ამისა, შეავსეთ თქვენი მენიუ ცოცხალი A და C ვიტამინებით სავსე პროდუქტებით – ხილითა და ბოსტნეულით.

2. იცხოვრეთ ნაოჭების გარეშე. გახსოვდეთ, რომ ყველაზე აქტიურად კანი აღდგება ღამით. ამიტომ, ღამის მკვებავში შეურიეთ ზეთი, რომელიც შეიცავს C და E ვიტამინებსა და ომეგა-3 ცხიმმჟავებს. ეს ნივთიერებები „აუთოებს” ნაოჭებს და აახალგაზრდავებს კანს. თუ პარალელურად, დღეში 1 ჩაის ჭიქა ქაცვის წვენსაც დალევთ, კარგა ხნით გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას.

3. გაზაფხულზე, როგორც წესი, დაქვეითებულია იმუნიტეტი, რომლის აღსადგენად დიდი ხარჯი და წვალება არ დაგჭირდებათ: 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და ჩააგდეთ იმბირის ფესვის პატარა ნაჭერი. ეს ორიგინალური ჩაი (თუ, რა თქმა უნდა, ყოველ საღამოს დალევთ), ძალიან მალე გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს.

4. ზამთარმა ხელებიც გაგიუხეშათ? ნუ შიშობთ, ადვილად ეშველება: 1,5 სადილის კოვზ დაფქულ „ჰერკულესს” დაასხით 1 სადილის კოვზი მდუღარე, ჩაამატეთ თითო ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და გლიცერინი, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ, წაისვით ხელებზე და 15 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით გლიცერინი, რომელშიც წინასწარ რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენს შეურევთ.

5. თუ გსურთ, რომ გახდომის შედეგად არ გაგიჩნდეთ სტრიები თეძოებზე, ყოველ საღამოს მთელი ტანი დაიზილეთ (განსაკუთრებით – პრობლემური ადგილები) ზეითუნის ზეთით, კრემით ან სკრაბით, რომლის შემადგენლობაში დიდი შემცველობით იქნება ვიტამინები A და E.

6. იდაყვები ადამიანის სხეულის ყველაზე უცხიმო მონაკვეთია, ამიტომ ყოველ საღამოს უნდა შეიზილოთ სახის ან ხელის კრემი, რომლის შემადგენლობაში იქნება კალენდულას ზეთი.

თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ და რეგულარულად ჩაიტარებთ ამ პროცედურებს, ძალიან მალე, ქუჩაში გასვლისას, მართლაც მზესავით გაანათებთ.


скачать dle 11.3