აღმოსავლელი ქალების გრაციოზულობის საიდუმლო
მაინც, რაში მდგომარეობს ეს საიდუმლო? გაგიკვირდებათ, მაგრამ, ერთ აღმოსავლურ ანდაზაში: „შენ ხარ ის, რითაც იკვებები”. ყველაფერი დანარჩენი კი, რაც აღმოსავლეთში იციან – ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საიდუმლო, თითოეული მათგანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც არიან აქტიურები, შემართულები და სიცოცხლის მოყვარულები. ამ ყველაფერს კი ემსახურება „ტოპ-პროდუქტები”, რაც იმ ბრძნულ ანდაზას ამართლებს, დასაწყისში რომ მოგახსენეთ.
1. პარკოსნები – სასარგებლო მცენარეული ცილების წყარო;
2. ბადრიჯანი – ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
3. მწვანე ბარდა შეიცავს ცილებსა და ძალზე საჭირო, მნიშვნელოვან ამინომჟავებს;
4. კარი აქვეითებს მადას, შლის ცხიმოვან უჯრედებს, ხელს უწყობს წონის გაკონტროლებას;
5. გუნჯუთის, იგივე სესამის (მცენარეა) ზეთი – ხელს უწყობს გახდომას. ეხმარება ორგანიზმს საკვების ათვისებაში.
6. წიწაკა „ჩილი” – ნულამდე დაჰყავს კალორიები და აჩქარებს გახდომის პროცესს.
7. ლიმონის ფოთლები – კერძს აძლევს განუმეორებელ გემოს. მდიდარია C ვიტამინით და ორგანიზმზე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი.
8. ბაზილიკი – დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
9. ფრუქტოზა (ხილის შაქარი) – სასიამოვნო გემოს აძლევს ჩაისა და ყავას. აძლიერებს ორგანიზმს და ხელს უშლის წონის მატებას.
10. იმბირის ფესვი – აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს გახდომას.