კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადაეცა

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე. გასულ წელს კომპანიამ მთელ საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ათობით ავტოგასამართი სადგური გახსნა. „სოკარი” ზრუნავს საწვავის ხარისხსა და ჩასხმის სიზუსტეზე, რაც ყველა მძღოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” მომსახურების ცენტრებსა თუ ავტოგასამართ სადგურებზე პრიორიტეტულია მაღალი დონის მომსახურება და ოპერატიულობა.

2010 წლის ოქტომბერში კომპანია SGS-ის მიერ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში” აუდიტი ჩატარდა და მისი საქმიანობა დაწვრილებით იქნა შესწავლილი.

აუდიტის მიერ შემოწმება ხდებოდა არა მარტო „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” სათავო ოფისში, არამედ, ნავთობბაზებში, ავტოგასამართ სადგურებსა და მომსახურების ცენტრებში.

SGS-მა კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” საქმიანობა დადებითად შეაფასა. SGS-ის ხელმძღვანელობის თქმით, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” საქმიანობა, ზემოთ აღნიშნული ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად შეესაბამება ISO 9001:2008-ის სტანდარტებს.

ISO 9001:2008 ხარისხის სერტიფიკატის მიღება არა მარტო კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. მისი გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის SGS-ის კასპიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ვოზნიუკი ჩამოვიდა.

მაირ მამედოვი (კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი): ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩვენი შვილობილი კომპანია ხარისხის მართვის უმაღლესი სერტიფიკატით ჯილდოვდება. ეს სერტიფიკატი კარგი მენეჯმენტის, ხარისხიანი მომსახურების, ნავთობბაზებისა და ბენზინგასამართი სადგურების ინფრასტრუქტურისთვის გადმოგვეცა, რითაც ჩვენი შვილობილი კომპანია, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”, გამოირჩევა ადგილობრივ ბაზარზე. ამ აუდიტის ფარგლებშიც, კომპანია SGS-სმა დიდი სამუშაო გასწია და მრავალმხრივ შეისწავლა კომპანიის მუშაობა. სერტიფიკატის მინიჭება ძალიან გვახარებს, მაგრამ, ამავე დროს, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების წინაშე.

ალექსანდრ ვოზნიუკი (კომპანია „SGS”-ის კასპიის რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი): თანამედროვე საქმიანი სამყარო მსოფლიო ბაზრებს მნიშვნელოვან მოთხოვნებს უყენებს. დღეს კომპანიის მართვაში ხარისხიანი მენეჯმენტის დამკვიდრება მეტად მნიშვნელოვანია. კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა” სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი მენეჯმენტი და მომსახურების ხარისხი სრულ შესაბამისობაში ყოფილიყო თანამედროვე სტანდარტებთან. ჩვენც რამდენიმე მიმართულებით ვაწარმოეთ კომპანიის აუდიტი და დავადგინეთ, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” სრულ შესაბამისობაში მოდის ISO 9001:2008-ის სტანდარტებთან. ამიტომ, მოხარული ვართ, გადავცეთ კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” შვილობილ კომპანიას ხარისხის მართვის ეს სერტიფიკატი და მომავალშიც წარმატებები ვუსურვოთ.

დავით ზუბიტაშვილი (კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” დირექტორი): ამ სერტიფიკატის მინიჭება ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოში არის კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობენ. ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟია და, რაც უფრო მეტი კომპანია იქნება ასეთი ნდობით წარმოდგენილი, რაც უფრო მეტ კომპანიას მიენიჭება ეს ჯილდო, მით უფრო ამაყები ვიქნებით. „SGS”-ის კვლევა კომპანიის მართვის ყველა რგოლზე მიმდინარეობდა, მათ შორის, შემოწმდა საწვავის ხარისხი, ინფრასტრუქტურა, მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა.

თუმცა, რაც უფრო მეტად სასიამოვნოა ამ სერტიფიკატის მიღება, მით უფრო მეტი ვალდებულება გვეკისრება, ვიყოთ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე. ხარისხის მართვის უმაღლესი სერტიფიკატის ფლობა იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე მუდმივად ასეთი მაღალი ნიშა უნდა გვეკავოს და კიდევ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რომ ეს სტანდარტი მუდმივად შევინარჩუნოთ.


скачать dle 11.3