კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაიცავი თავი!

ქალის ეჭვიანობაზე უკვე ვილაპარაკეთ. მაგრამ, ეჭვიანები მამაკაცებიც არიან და ძალიან ხშირად მათი ეჭვიანობა განსაკუთრებით მძიმე ფორმებს იღებს. შექსპირს არაფერი შეშლია. როცა კაცი ეჭვიანობს, ამასთან შეგუება ძალიან ძნელია და, აუცილებელია, წინ აღუდგე. თუ მიუშვებთ, შედეგი, შესაძლოა, სავალალოც აღმოჩნდეს – სიტუაცია გამწვავდეს, გაორმაგდეს და ყველაფერი კატასტროფით დასრულდეს.

ღალატში გდებენ ბრალს? ორგულობას გწამებენ? – აუცილებლად დაიცავით თავი. დაიწყეთ იმით, რომ „მოიმარაგეთ” საფუძვლიანი არგუმენტები, რომლებიც მისი ეჭვების აბსურდულობას დაამტკიცებს. ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ პრინციპით: საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა! ეს ზუსტია და გამართლებული, მით უმეტეს ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. გააკრიტიკეთ მისი ახირებული ეჭვიანობა. შეგიძლიათ, მსუბუქი ირონიაც გამოურიოთ, ანუ, დასცინოთ. ასევე, უთხარით, რომ არ გჭირდებათ კონტროლი, რადგან კარგად გაქვთ გაცნობიერებული თქვენი მოვალეობები და არც პასუხისმგებლობა გაკლიათ.

იყავით მოსიყვარულე. გამოხატეთ თქვენი მისადმი დამოკიდებულება. ხშირად მოეფერეთ და უთხარით, რომ ის თქვენთვის ერთადერთია. იზრუნეთ მასზე, მოუმზადეთ საყვარელი კერძი, ოღონდ, ეს ყველაფერი მაშინ გააკეთეთ, როცა უსაფუძვლო ბრალდებებს შეწყვეტს. დაიცავით თქვენი პირადი თავისუფლების საზღვრები, თქვენი სივრცე – ის, თქვენია და არ მისცეთ საშუალება, სისტემატურად შეავიწროვოს ის. მთავარია, თქვენ იყოთ საკუთარ თავთან მართალი. ყველაფერი გააკეთეთ, რომ სიტუაცია კონფლიქტამდე არ მივიდეს და, რაც ყველაზე მთავარია, მასში გარეშე პირები არ ჩართოთ.


скачать dle 11.3