კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აპირებს ნიკა არაბიძე ვანო ჯავახიშვილის მეზობლობას და რის გამო გადის ის საძინებელში სამზარეულოს გავლით

იუმორისტი ნიკა არაბიძე ნამდვილად იღბლიანი ადამიანია – მას როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში ძალიან გაუმართლა. ქუთაისიდან დედაქალაქში ჩამოსულმა სამსახურიც ადვილად იშოვა, აქაურ წესებზეც მარტივად გადმოეწყო და ოჯახური იდილიითაც ტკბება. როგორც თავად ამბობს, მის დანახვაზე ბევრს ეცინება და ეს სულაც არ სწყინს, რადგან, მიაჩნია რომ, საქმე მაშინ იქნება ცუდად, როცა მისი დანახვისას ხალხს აღარ გაეცინება.

ნიკა არაბიძე: იღბალი ნამდვილად მწყალობს და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, იღბლიანი ადამიანი ვარ-მეთქი. მართალია, ლატარიაში არაფერი მომიგია, პირიქით იქით წამიგია, მაგრამ, ამით ხომ არ განისაზღვრება ჩემი ბედ-იღბალი?! (იცინის). ერთხელ მოვიგე 25 მანეთი სპრინტში, ეგ იყო და ეგ, მას მერე არაფერი მომიგია. სამაგიეროდ, ცხოვრებაში მიმართლებს. ერთი სიტყვით, ოჯახში, მეგობრებში, სამსახურში ნამდვილად გამიმართლა.

– მახსოვს, როცა ქუთაისიდან დედაქალაქში ჩამოხვედი, ამბობდი, ცოტა მიჭირს აქ ცხოვრებაო. ახლა მიეჩვიე?

– მართალია, ცოტა მიჭირდა, დედაქალაქში რომ ჩამოვედი, მაგრამ, მეგობრები დამიდგნენ გვერდში, სამსახურშიც დიდ დროს ვატარებდი და, შესაბამისად, ეს ბარიერი გადავლახე. სხვა გზა არ მქონდა და... (იცინის). თან, ისე თბილად მიმიღო ამ ქალაქმა, რომ არ დავრჩენილიყავი, სირცხვილიც იყო. მაგალითად, პარიზიც კარგი ქალაქია, მაგრამ, რომ წახვიდე და ვინმემ წიხლქვეშ გაგიფინოს, იმ ქალაქში მეორედ დადგამ კაცი ფეხს?! ამიტომ არ მივდივარ იქ. ფრანგებს მოვაკვლევინებ ახლა თავს, მეტი დარდი არ მაქვს! 29 წლის ასაკში ჩამოვედი თბილისში და, რამე რომ შემშლოდა, სირცხვილიც იყო. გამოცდა ჩავაბარე და ახლაც, მგონი არავის არაფერს ვუშავებ. რა ვიცი, მე ასე მგონია და... ისე, თბილისურ კილოზე ვერ გადმოვეწყვე, ისევ იმერულ კილოზე „ვუბერავ”. არც სარკეში მივარჯიშია „სვეცკური” საუბრის „დამუღამება” და, თან, ჩემს იუმორს, მგონი, უხდება „მოვიდას“ მაგივრად „მევიდას” თქმა.

– სადაც დაგინახავენ, მაგალითად, ქუჩაში, მაღაზიაში, რესტორანსა თუ აფთიაქში, ყველგან იცინიან. ეს ცოტა შეურაცხმყოფელი ხომ არ არის? ამის გამო იპოლიტე ხვიჩია პანაშვიდებზეც ვერ დადიოდა. შენც ასე ხომ არ ხარ?

– გენიოს იპოლიტე ხვიჩიას მთლად ვერ შევადრი თავს, მაგრამ, რომ იცინიან ჩემს დანახვაზე, ფაქტია. თუმცა, არ მწყინს, რომ არ გაეცინებათ, მაშინ იქნება ცუდად საქმე. თუ ეცინებათ, ესე იგი, მიყურებენ და მოსწონთ, რასაც ვაკეთებ.

– დამეთანხმები, ძნელია, ადამიანს ვინმეში შეეშალო. თან, ისეთი პოპულარული სახე ხარ, იმედია, ყველა პატივს გცემს.

– გეთანხმებით, ძნელია, ჩემი ჰაბიტუსით ვინმეში ავერიო ადამიანს, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთს ხანდახან ვეშლები. ის კი არა, ერთხელ ქურდობაც კი დამაბრალეს. არ დამავიწყდება, ავტობუსით მივდიოდი ქუთაისში. თურმე, გოგონას მოჰპარეს მობილური და, მას რომ ახლდა ბიჭი, ჩემზე მოიტანა ეჭვი. რიკოთამდე ითმინა და ბოლოს მითხრა, შენი წაღებულია, ძმაო, ის ტელეფონი და გირჩევნია, დააბრუნოო. მშვიდად ვუთხარი, თქვენ ახლა შეურაცხყოფას მაყენებთ და ძალიან გთხოვთ, დაფიქრდით, რას ამბობთ-მეთქი. თან, არ დაგავიწყდეთ, ავტობუსში ვიდეო იყო ჩართული და გადიოდა „იუმორინა” ჩემი მონაწილეობით. ვუთხარი, მსახიობი ვარ, კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ძმაო-მეთქი. მეორე ბიჭმა გაჰკრა ხელი და გადაუჩურჩულა: მეც არა ვთქვი, საიდან მეცნობა ეს კაცი, დაანებე, ბიჭო, თავი, ეს ის არისო – და ხელი მონიტორისკენ გაიშვირა. ასე რომ, რომ არა ცნობილობა, ხომ „ამარჭობდნენ” „კაკ მინიმუმ” ხუთ წელს და მახეხინებდნენ ციხის კედლებს (იცინის). რამდენჯერმე დამიძახეს – ვა, ნიკა ქავთარაძეო. ერთხელ, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჩავედი. ქუდი მეხურა და მაღაზიაში შევედი. გამყიდველი დამაკვირდა და გამიღიმა. ვიფიქრე, მიცნო-მეთქი, იმან კი მითხრა, როგორ ჰგავხარ ნიკა არაბიძესო. მეც გავუცინე და ვუპასუხე: გეთანხმებით, ქალბატონო, ყველა ამას მეუბნება-მეთქი. ჩამეძია, ხომ არაფერი ხარ მისიო. მეც ვუთხარი, კი, შორეული ნათესავები ვართ-მეთქი. ზოგი მეუბნება, ისე ჰგავხარ, ეტყობა, ძმა ხარო. მეც ვეუბნები, კი ნიკა ჩემი ძმაა-მეთქი... და ვარ ასეთ ამბებში (იცინის).

– ნიკა, ისე კარგად გამოგდის ტირილის სცენა, ალბათ, ეს შენი შვილისგან ისწავლე.

– ვერ გამოიცანით. ტირილი ჩემმა შვილმა ისწავლა ჩემგან. აბა, მე მანამდე ვტიროდი, სანამ ის დაიბადებოდა და... ისე, როცა ტირის, ამბობენ: უი, ნამდვილი მამაა. ზედ გამოჭრილიო (იცინის). ტირილში მამას დაემსგავსა და, რომ გაიზრდება, ვნახოთ, რა გამოვა.

– სანამ ცოლს მოიყვანდი, ამბობდი, სამსახურიდან მისულს ცოლი სამზარეულოში უნდა დამხვდეს, რესტორნიდან მისულს კი – საძინებელშიო. თუ ასრულებს შენი მეუღლე ამ პირობებს?

– (იცინის) მთლად ასე არ არის საქმე. როცა სამსახურიდან მივდივარ სახლში დაღლილი, მშიერი და გამგელებული, რასაკვირველია, პირველად სამზარეულოში შევრბივარ და ცოლიც იქ უნდა დამხვდეს, მაგრამ, თუ რესტორნიდან მივდივარ, მაინც სამზარეულოს გავლით მიწევს საძინებელში შესვლა და შესაბამისად, ცოლიც ჯერ სამზარეულოში მხვდება. რა ვქნა, ჩემთვის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის და, შესაბამისად, საძინებლამდე სასადილო ოთახში „ვკრუგავ” ხოლმე (იცინის). თან, ჩემს გაბარიტებს თუ დააკვირდებით, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ჭამა მიყვარს. ასე რომ, სამსახურიდან მივალ სახლში თუ რესტორნიდან, მაინც სამზარეულოში უნდა შევიარო და ცოლიც, შესაბამისად, იქ უნდა დამხვდეს. რესტორნიდან მისული კი ვიქნები ნაჭამი, მაგრამ, ხომ უნდა შევამოწმო, ვაიდა, სამსახურიდან მივსულიყავი მშიერი, რა დამხვდებოდა სახლში?

– სახლში მისულს რომ ცოლი არც სამზარეულოში დაგხვდეს და არც საძინებელში?

– უი, ეგეთი შემთხვევა ჯერ არ მქონია (იცინის). ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია და, თურმე იმდენი წელი უნდა ისწავლოს... თუმცა, მე ყველაფერი გავთვალე. აწი, ისეთ ასაკში ვარ, ექიმი ქე დამჭირდება და საკუთარ ცოლს ბოლომდე ვენდობი. კარიერის აწყობაში ნამდვილად შევუწყობ ჩემს ცოლს ხელს. თუ პროფესორობა უნდა, რა პრობლემაა? დაჯდეს და იმეცადინოს. იმას არ ვეტყვი, დაანებე თავი დისერტაციის წერას და სასწრაფოდ საჭმელი გამიკეთე-მეთქი.

– ანუ, თუ დაგჭირდა, თავადაც ტრიალებ სამზარეულოში?

– სამზარეულოში, ძირითადად, ტყუილად ვტრიალებ (იცინის). ჩემი ძირითადი ფუნქცია კერძების დაგემოვნებაა და რომელ კერძს რა ინგრედიენტი აკლია, ამას „ხუთიანზე“ ვხვდები.

– ბოლო დროს საგრძნობლად გახდი. ესე იგი, სავარაუდოდ, შენი ცოლი დისერტაციაზე მუშაობს?

– (იცინის) არა, ჯერ არ დაუწყია დისერტაციაზე მუშაობა, მაგრამ, როცა ჩამოვდნები და ცარიელი ძვალი და ტყავი დავრჩები, ჩათვალეთ, რომ ჩემი ცოლი დისერტაციაზე მუშაობს.

– გავიგე, ვანო ჯავახიშვილის მეზობლად გადადიხარ საცხოვრებლად. ახლა სად ცხოვრობ?

– ახლა სიდედრ-სიმამრთან ვცხოვრობ, ანუ, „დროებით ჩასიძებულის“ სტატუსი მაქვს. არ დაიჯერებთ და, ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, სულაც არ მჭირდება დედიკონა-დედასთან რეკვა და ტირილი – მოდი, წამიყვანე-მეთქი (იცინის). არც მე და ჩემი მეუღლე ვჩხუბობთ – შენი დედა, ჩემი დედაო. ასე რომ, ჩვენს დედებს მშვიდად და წყნარად სძინავთ. (იცინის). მალე გადავალ ჩემს პატარა ბინაში და მერე იქ დაგპატიჟებთ. რაც შეეხება ვანო ჯავახიშვილის მეზობლობას, ისიც იმ სახლში იშენებს ბინას, სადაც მე. ასე რომ, ცოტა ხანში დიღმელები „გავიჩითებით”.

– ცოლი მოფერებით „თეთრ ზვიგენს“ არ გეძახის?

– არა, ცოლი „თეთრ ზვიგენს“ ვერ მეძახის, რადგან თავადაც თეთრია. მოფერებით „ჩიტოვიჩს” თუ დამიძახებს, თორემ, აბა, სხვა რა უნდა დამიძახოს? (იცინის).


скачать dle 11.3