კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მყავს „რიჟა“ პუდელი, რომელზეც ყველა მეუბნება, რომ სუფთა ჯიშის არ უნდა იყოს თავისი შეფერილობის გამო. გთხოვთ, მითხრათ, თუ შეესაბამება ეს სიმართლეს?

პასუხი: თუ მხოლოდ ფერის გამო გეუბნებიან და, თან – არასპეციალისტები, სანერვიულო არაფერი გაქვთ. სტანდარტის მიხედვით, პუდელი შეფერილობით შეიძლება იყოს: თეთრი, ყავისფერი, შავი, რუხი; ასევე, დასაშვებია შავ-წითური, შავ-თეთრი და წითური. ასე რომ, თუ თქვენი პუდელი წითურია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის ნაჯვარია.

კითხვა: სტანდარტის მიხედვით, რამდენი უნდა იყოს სიმაღლეში ქართული მთის ძაღლი?

პასუხი: ქართული მთის ძაღლის სიმაღლე მინდაოში ხვადებში არის არანაკლებ 65, ხოლო ძუებში – არანაკლებ 60 სანტიმეტრისა. გაითვალისწინეთ, რომ, სტანდარტული სიმაღლიდან ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში, ძაღლი უნდა რჩებოდეს პროპორციული და ჰარმონიულად აწყობილი.

კითხვა: რისთვის გამოიყენება მალამუტის ჯიშის ძაღლი?

პასუხი: დღესდღეობით ალასკის მალამუტებს ძირითადად ზამთრის სპორტის მოყვარულები იყენებენ: ძაღლებს მარხილში აბამენ და ერთმანეთთან აჯიბრებენ. ასევე, ეს არაჩვეულებრივი ძაღლი საკმაოდ ხშირად გვხვდება ოჯახებში კომპანიონის ფუნქციით. მალამუტს, ასევე, როგორც სხვა ჯიშის წარმომადგენლებს, აქვთ როგორც დადებითი თვისებები, ასევე, თავისებურებები. მაგალითად, მის დადებით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მალამუტი თვითდაჯერებული, ძლიერი, კეთილგანწყობილი და საუკეთესო ძაღლია მარხილში შესაბმელად. რაც შეეხება თავისებურებებს, ის რთულად ეგუება ცხელ კლიმატს, სჭირდება დიდი საცხოვრებელი ტერიტორია, მისთვის აუცილებელია ხანგრძლივი, რეგულარული სეირნობა და არ გამოირჩევა ოჯახის დაცვის უნარით.

კითხვა: რამდენ ხანს უნდა ვავარჯიშო კავკასიური ნაგაზის ლეკვი, ანუ, უნდა დავტვირთო ის თუ არა?

პასუხი: კავკასიური ნაგაზი აუცილებლად უნდა ატაროთ, მაგრამ ლეკვობაში ზედმეტად არ უნდა დატვირთოთ და ბევრი არ უნდა არბენინოთ. რამდენსაც თვითონ მოინდომებს, იმდენი უნდა ირბინოს, განსაკუთრებით – 1 წლამდე. რომ ჩააბამენ მანქანას და მიარბენინებენ, არაფრით არ შეიძლება.


скачать dle 11.3