კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველის სახელი შეიტანეს ოქროს ასოებით წიგნში „XXI საუკუნის ვარსკვლავები“ და რატომ ვერ აღიქვამს ის თავის წარმატებას

ცნობილია, რომ პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, ვალერიან შიუკაშვილი, ინტერვიუზე ძალიან რთულად დასათანხმებელია... მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიოგრაფია უამრავ ცნობარშია შესული, მისი სახელი კი ოქროს ასოებით არის შეტანილი წიგნში „XXI საუკუნის ვარსკვლავები”, მას წარმატებული ადამიანებისა და, საერთოდ, წარმატებების მიმართ თავისებური დამოკიდებულება აქვს.

– ბატონო ვალერიან, რომელი პიანისტი გახდა თქვენი შთაგონების წყარო?

– ვერ ვიხსენებ, ალბათ, უფრო თავად მუსიკამ მოახდინა დიდი გავლენა. პატარაობიდან მიყვარდა მუსიკა. რომ არ შევხვედროდი ჩემს პედაგოგებს, არ ვიცი, რა გამოვიდოდი, მაგრამ მუსიკა მაინც მეყვარებოდა.

– პირველი წარმატება როდის გქონდათ?

– პირველი წარმატება იყო, როდესაც 12 წლის ასაკში მოცარტის 23-ე კონცერტი დავუკარი კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ბოლო საკავშირო კონკურსის ლაურეატი ვარ. ძალიან ბევრს ვშრომობდი. საბედნიეროდ, პედაგოგების მხრივ ძალიან გამიმართლა: დოდო ცინცაძე, ნოდარ გაბუნია, ნანა ხუბუტია... მოსკოვშიც საქვეყნოდ ცნობილი პედაგოგები მყავდა: ნინა მაკაროვა, ევგენი მალინინი, ნაუმ შტარკმანი, ალექსანდრე ნასეტკინი... ამ ადამიანებს პირადი ურთიერთობები ჰქონდათ სვიატოსლავ რიხტერთან, ალექსანდრ გოლდენვეიზერთან, ჰენრიხ ნეიჰაუსთან და მუსიკის სხვა ტიტანებთან.

– რატომ დატოვეთ მოსკოვი?

– ოჯახის წევრებიდან მოსკოვი პირველმა მე დავტოვე ჯერ კიდევ 1997 წელს. მოსკოვური ცხოვრების სტილი არ მომწონდა. თავად ძალიან კომუნიკაბელური ვარ, რაც იქ არ გამოდიოდა. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე. შემდეგ მქონდა გასვლითი კონცერტები, მათ შორის – რუსეთშიც...

– ინტერვიუზე თქვენი დათანხმება ძალიან რთულია. რატომ, არ გიყვართ საკუთარ წარმატებებზე ლაპარაკი?

– რასაკვირველია, არ მიყვარს. საერთოდ, წარმატება ისეთი რამეა არც გემო აქვს არც სუნი. თან, როცა წარმატებას ეჩვევი, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ის არც არის. პატარა რომ ვიყავი, მაშინ კი მსიამოვნებდა... ახლა ჩემთვის მთავარი მუსიკაა და ამაზე უსასრულოდ შემიძლია, ვისაუბრო...

– ბევრი აღიარებული ხელოვანი ამბობს, რომ სამშობლოში გამოსვლა აუდიტორიის წინაშე ყველაზე რთულია, თქვენც ასე ფიქრობთ?

– ერთი მხრივ, ქვეყანაში, რომელმაც გაგზარდა, რასაკვირველია, რთულია გამოსვლა, რადგან სულ უფრო მეტს ელიან შენგან: აინტერესებთ, როგორ განვითარდი, რამდენად გაიზარდე; მეორეს მხრივ, რასაკვირველია, ბახისა და მოცარტის ქვეყანაში დაკვრა არ არის ადვილი.

– ამბობთ, რომ სულ მუსიკაზე ფიქრობთ. თუ დაგვისახელებთ კომპოზიტორებს, რომლებიც თქვენთვის გამორჩეულები არიან?

– ეს არასწორი შეკითხვაა და ვინც ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა, ის უკვე არასაინტერესოა. ჭეშმარიტ ხელოვნებაში როგორ უნდა თქვა ბახი ჯობია მოცარტს თუ შოპენი – შუმანს?! ამ შეკითხვაზე ვერასოდეს ვუპასუხებ... და, არც ვუპასუხებ.

– ქართველი ხელოვანების უმეტესობა დღეს უცხოეთში იმყოფება, როგორი გარემოა ამჟამად საქართველოში ხელოვანისთვის?

– ხელოვანებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენთვისაც ისეთი გარემოა, როგორც ყველასთვის. თუმცა, როცა ხელოვანი ხარ, ეს უკვე ძალიან დიდი ბედნიერებაა. დღეს, რატომღაც, მთავარი ფული გახდა. ვისაც აქვს საშუალება, ის იკეთებს რეკლამას და ხდება პოპულარული, ხარისხი კი ხშირად არ უწყობს ხელს. ეს რომ გამოსწორდება, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ნებისმიერი ქვეყნის სახე – კულტურაა. რით იწონებს თავს გერმანია? – კულტურით და აქვს კიდეც ამის საბაბი. ყველა ქვეყანა თავის კულტურას უსვამს ხაზს. უდიდესი ბედნიერებაა, საქართველოშიც რომ გვყავს ადამიანები, რომლებიც საუკეთესოები არიან თავის საქმეში. დავიწყოთ ნინო ანანიაშვილიდან, ლიანა ისაკაძე და, რომელი ერთი ჩამოვთვალო...

– თქვენი ჰობია თეატრი, ფოტოხელოვნება, კონკურსების, ფესტივალებისა და მოსმენების ორგანიზება და ამ ყველაფერს იტევს ხელოვნების აკადემია...

– ხელოვნების აკადემია ერთი წელია, რაც დაარსდა. იმ ტრადიციებს, რომლებიც საქართველოში იყო, აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაგრძელება. ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს მხოლოდ ხელოვნების აკადემია აკეთებს, მაგრამ, ჩვენ ხელს ვუწყობთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც შემდგომში საქართველოს სახელს მსოფლიოს მასშტაბით გაიტანენ. გვაქვს კლასიკური, სამხატვრო, საესტრადო, თეატრალური, ჟურნალისტიკისა და კინოს განყოფილებები. აქ ცნობილი პროფესიონალები ასწავლიან. განხორციელდა და გეგმაში გვაქვს არაერთი გასვლითი კონცერტები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, უცხოეთში. გვერდით გვიდგანან: ნანი ბრეგვაძე, ნინო ანანიაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ეთერ თათარაიძე. პირველ ყოვლისა კი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე... ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტებს ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მასტერ-კლასები უტარდებათ. მონაწილეობას იღებენ კომპანიის მიერ დაგეგმილ კონცერტებში, გამოფენებსა და ლიტერატურულ საღამოებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

– როგორც ვიცით, გასვლით კონცერტებზე ბოლო დროს უარი თქვით.

– ამ პერიოდში ყურადღება ყველაფერს მოვაკელი. 5-6 თვეა, უარი ვთქვი გასვლით კონცერტებზე ესპანეთში, იაპონიაში, ინგლისში... ახლა ვაპირებ, განვაახლო. საქართველოში ბევრი კონცერტი მქონდა საელჩოებში, პატრიარქის დაბადების დღეს დავუკარი კონსერვატორიის დიდ დარბაზში.



– თუ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, ვინ ზის დარბაზში თქვენს კონცერტზე?

– როგორც კი ხელოვანი ვინმესთვის იწყებს დაკვრას (მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდა იყოს), ის რაღაცას აკლებს მუსიკას. ჩემთვის ყველა მსმენელი ერთია, რადგან იგი მოსასმენადაა მოსული და კარგი მუსიკა უნდა მოისმინოს.

– როგორი პიროვნება ხართ, ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ხელოვანთან ერთად ცხოვრება რთულია?

– საერთოდ, ცხოვრებაა რთული, მით უმეტეს – ხელოვანთან. მე არ ვმალავ, რომ რთული ადამიანი ვარ, მაგრამ, არც ჩემი პროფესიაა ადვილი და როგორ უნდა ვიყო სხვანაირი?!

– კრიტიკას როგორ ხვდებით?

– კრიტიკას ისევე ვხვდები, როგორც ის მხვდება მე! მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში კრიტიკა, უმეტესწილად, არ იციან – აქ ან ლანძღავენ, ან – აქებენ და მეც არც ერთი მაკლია ცხოვრებაში და არც მეორე. ასე რომ, ამ კრიტიკის უკან ვინ დგას, ისაა საინტერესო და არა თავად კრიტიკა.

– რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

– არ მიყვარს სამომავლო გეგმებზე საუბარი...


скачать dle 11.3