კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან გააფორმეს კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ძმებმა გულაშვილებმა და როგორ იქცნენ ისინი ჰოლივუდში მაგარ ბიჭებად

რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანზე ორი პატარა ბიჭი გამოჩნდა, რომლებიც მაია ბარათაშვილთან ერთად ჯაზს მღეროდნენ. ისინი ქართველმა მაყურებელმა ძმებ გულაშვილებად გაიცნო. მას შემდეგ ბიჭებმა კიდევ ერთი ვიდეოკლიპი გადაიღეს და ცოტა ხანში, სადღაც გაუჩინარდნენ. დღეს თორნიკე უკვე 21 წლის არის, ირაკლი კი – 19-ის. მართალია, ქართულ შოუ-ბიზნესში ძმები გულაშვილები დიდი ხანია არ გამოჩენილან, მაგრამ ისინი ქვეყნის გარეთ უკვე გაიცნეს. რამდენიმე წლის წინ ძმებმა ჰოლივუდში, მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა და დაიმარჯვეს კიდეც. ამით კი პროდიუსერი შელი სონდჰეიმი დააინტერესეს, რომელიც „სიესემ ვორდს ენდ მიუსიკის” წარმომადგენელია. ამის შემდეგ ძმები გულაშვილები მსოფლიოს მასშტაბით გაიცვნეს როგორც ორკაციანი ბენდი, სახელწოდებით „თუ ქულ.” სულ ცოტა ხანში, ისინი ქართულ შოუ-ბიზნესში საკუთარი სიტყვის თქმას აპირებენ და პაუზის შემდეგ საკმაოდ განსხვავებული იმიჯით წარდგებიან მაყურებლის წინაშე.

– ბავშვობაში ძმები გულაშვილები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული შოუ-ბიზნესში, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ სადღაც გაუჩინარდნენ და კარგა ხანს არ ჩანდნენ. მაინტერესებს სად იყავით დაკარგულები ამდენი ხანი?

თორნიკე: ეს ის პერიოდი იყო, როცა ვთქვით, მზად ვართ ეკრანზე გამოსაჩენადო და გაგვიმართლა, გამოგვივიდა. მერე გარდატეხის პერიოდი დაგვეწყო და სიმღერა შევწყვიტეთ. მიუხედავად ამისა, მე და ირაკლის დრო არ დაგვიკარგავს და ინსტრუმენტების შესწავლა დავიწყეთ. გივი გაჩეჩილაძის ბიგ-ბენდთან ერთად ჯაზ-ფესტივალით შემოვიარეთ საქართველო. ასევე, რომა რცხილაძის ბენდის – „სპილოს” სოლისტები ვიყავით, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში და ასე შემდეგ.

ირაკლი: ახლა უკვე დროა, ვთქვათ, რომ ახალი ეტაპისთვის მზად ვართ.

– ანუ, მეორე „დიხანია” გაგეხსნათ?

– კი, ნამდვილად ასეა.

– რა და რა ინსტრუმენტები შეისწავლეთ?

– მე დასარტყამ ინსტრუმენტებსა და გიტარაზე ვუკრავ, ხოლო თორნიკე კლავიშზე და ასევე, კომპიუტერში აკეთებს არანჟირებებს.

თორნიკე: მშობლების ხელშეწყობა რომ არ გვქონოდა, ვერაფერს გავაკეთებდით. გვინდოდა, ყველაფერი გვცოდნოდა ამ სფეროში, რომ შემდეგ ჩვენი პროდუქტი ჩვენვე შეგვექმნა. მუსიკალურ სამყაროში რამდენი ინსტრუმენტიც იცი, იმდენი კაცი ხარ.

– თქვენს ბენდს რა ჰქვია?

ირაკლი: საქართველოში „ძმები გულაშვილები” ვართ, მსოფლიოს მასშტაბით კი გვიცნობენ როგორც „თუ ქულ.” ეს სახელი პროდიუსერთან თათბირის შემდეგ შევარჩიეთ.

– პროდიუსერი ვინ არის?

– ჩვენი პროდიუსერია შელი სონდჰეიმი, „სიესემ ვორდს ენდ მიუსიკის” წარმომადგენელია. მას ბერკლი აქვს დამთავრებული, პროფესიონალი „სონგვრაითერი” და გიტარისტია.

თორნიკე: ჩვენმა პროდიუსერმა აღმოგვაჩინა 2004 წელს ჰოლივუდში, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის ჟიურის წევრიც იყო.

ირაკლი: იქ მე და თორნიკე ჯაზში და პოპში ოქროს მედლის მფლობელები გავხდით, გავიმარჯვეთ და საქართველო ვასახელეთ. ჟიურიში იყო ჩვენი მომავალი პროდიუსერი, რომელმაც შემდეგ შეხვედრა დაგვინიშნა. სამი შემოთავაზება გვქონდა – ჩიკაგოდან, ნიუ-იორკიდან და ჰოლივუდიდან. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, შელისთან, „სიესემ ვორდს ენდ მიუსიკთან” გაგვეფორმებინა კონტრაქტი. 2005 წლიდან ვთანამშრომლობთ მათთან. ჩვენს პროდიუსერთან აბსოლუტურად ყველაფერს ვათანხმებთ, ყოველდღიური მიწერ-მოწერა გვაქვს. ის იქიდან გვაძლევს მითითებებს და რჩევებს თუ როგორი სტილით წავიდეთ, რა დავხვეწოთ...

თორნიკე: ჩვენს იმიჯზეც ის ზრუნავს.

– ანუ, მის რჩევებს გარეგნობისა და იმიჯის თაობაზეც იზიარებთ.

ირაკლი: კი. ნანახი გექნებათ ჩვენი ძველი კლიპი, სადაც ცოტა ფერხორციანები ვიყავით. თორნიკე თავისთავად გახდა, მე კი დიეტის დაცვა მომიწია. სცენაზე თუ დგახარ, კარგადაც უნდა გამოიყურებოდე. ჩვენი პროდიუსერის რჩევით ბევრი რამ ვისწავლეთ და უფრო პროფესიონალურ დონეზე ვეკიდებით ყველაფერს. ჯერ საქმე, შემდეგ კი გართობა და მეგობრები.

– როცა უცხოელი პროდიუსერები ინტერესდებიან თქვენით, ხოლო საქართველოში ისე მოხდა, რომ „ჯეოსტარის” შესარჩევ ტურზე ირაკლის არ გაუმართლა და პროექტში ვერ მოხვდა. ამის მიზეზი რა არის, თქვენი აზრით?

– როგორ გითხრათ, მათ, ალბათ, ჩემნაირი ტიპაჟი არ აწყობდათ.

– რატომ?

– მართლა არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ ხალხს მოვეწონე და ბევრს გულიც დაწყდა „ჯეოსტარზე” რომ ვერ მნახეს.

თორნიკე: გეტყვით, რა განსხვავებაა იმ და ამ კონკურსს შორის. კონკურსანტი სრულიად სხვადასხვა კრიტერიუმებით ირჩევა, მაგალითად, იქ ინდივიდუალიზმი უფრო ფასდება. სანამ მე და ირაკლი გავიდოდით, ზანგი გოგონები გავიდნენ. მათი ხმა რომ გავიგეთ, ვიფიქრე დროა, აქედან გავიპაროთ და ჩვენი სახელები ამოვშალოთ, ამათ როგორ შევედრებით-მეთქი. მაგრამ, ისინი სამეულშიც ვერ მოხვდნენ, ჩვენ კი გავიმარჯვეთ. ჩვენ რომ აპლოდისმენტები მივიღეთ, მათ არც ჰქონიათ იმდენი.

ირაკლი: იქ ჩვენი განსხვავებული ვოკალი და განსხვავებული ცეკვა მოეწონათ. მათ ის მოეწონათ, რომ ინდივიდუალიზმი შევთავაზეთ.

თორნიკე: იქ სცენაზე გვნახეს და ყველაფერი შეაფასეს, აქ კი სამი კაცის წინაშე გამოდიხარ, რომლებიც სიმღერის დროს გაჩერებენ, ახლა სხვა იმღერეო და ასე შემდეგ.

– თორნიკე, შენ რატომ არ მოინდომე „ჯეოსტარზე” გასვლა?

– რომ გითხრათ, „ჯეოსტარი” ძალიან ბევრ რამეს მომცემდა, მოგატყუებთ. საკმაო გამოცდილება მაქვს, ბოლოს და ბოლოს ჰოლივუდში მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც 48 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ჩვენ გავიმარჯვეთ.

ირაკლი: „ჯეოსტარი” კარგი საშუალებაა იმის, რომ ტელევიზორში გამოჩნდე, ფართო აუდიტორიამ გიყუროს და 10-დან 10-მა კაცმა გიცნოს. ეს იყო იმის მიზეზი, რის გამოც გავედი. თან, მეგობრების დაჟინებულმა თხოვნამაც გადამაწყვეტინა.

თორნიკე: მართალია, დიდი ხანია ვაცხადებდით – „კონკურსებს არა!” მაგრამ ირაკლიმ ეს დაარღვია.

– ამჟამად რა გეგმები გაქვთ?

ირაკლი: ჩვენ საქართველოშიც გვაქვს გეგმები. დაჩი დარჩიამ გადაგვიღო ვიდეოკლიპი, შვეიცარიაში ჩავწერეთ ალბომი, რომელიც „სანო სტუდიაში” დაიბეჭდა. მასში 9 უცხოური და 2 ქართული სიმღერაა შესული. ქართული სიმღერები „პეკემ” დაგვიწერა. ასევე გავხსენით ჩვენი ოფიციალური საიტი, რომლის პრეზენტაციას ახლო მომავალში ვგეგმავთ. კლიპი ერთ-ერთ ჩვენს სიმღერაზე გადავიღეთ, რომელიც ჩვენმა პროდიუსერმა დაგვიწერა.

– აღნიშნეთ, რომ თქვენს იმიჯზე პროდიუსერი ზრუნავს. ირაკლი, ტატუ, რომელიც კისერზე გაქვს, ესეც მისი რჩევით გაიკეთე?

– პროდიუსერს შევუთანხმე, რომელმაც მითხრა, შენი ნებაა, შენი სხეულიაო. ამას გარდა, სხვა ტატუებიც მაქვს მკლავებზე. შეიძლება ეს იმიჯსაც ეხმარება, მაგრამ, ალბათ, უფრო ჩემი პირადული მომენტია.

– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

– თორნიკე „დასტოინი” და ძალიან ერთგული ადამიანია. ძალიან ნიჭიერია, კლავიშთან რომ ჯდება, ხალხი გიჟდება. სუფრასთან რომ ვართ, ჩემი ძმის ხელების სადღეგრძელოს სვამენ. ჯერ ერთი, ძალიან ლამაზი თითები აქვს და მეორეც – ამ ხელებს რისი დაკვრა არ შეუძლიათ. კაცი მუსიკაა.

თორნიკე: არ ვიცი, ბევრი რამ შემიძლია ვთქვა – ირაკლი არის „ფეშო,” „სარკე,” „ათლეტი” და „ლეტო.” ამით ყველაფერი ნათქვამია.

– კამათობთ ხოლმე?

– ძალიან ხშირად ვკამათობთ ჩაცმის გამო.

ირაკლი: ამის რაღაცეების ჩაცმა მიყვარს. დღესაც თორნიკეს ჯემპრი მაცვია და რომ შემოვედი, ისეთი თვალებით შემომხედა (იცინის)...

თორნიკე: სანამ ერთი კომპიუტერი გვქონდა, ამის გამოც ვკამათობდით. ახლა ეს პრობლემა აღარ გვაქვს და მარტო სამოსი დაგვრჩა სადავო.

– მავნე ბავშვები იყავით?

ირაკლი: არაა. 3 წლისას რომ სათამაშოები გვქონდა, დღემდე ცინცხალია. ძალიან ვუფრთხილდებოდით.

– აბა, რით ერთობოდით?

– ბავშვობის ასაკში დაკავებული ვიყავით, მაგრამ სასიამოვნოდ. მშობლებმა საშუალება მოგვცეს, ის გაგვეკეთებინა, რაც გვინდოდა. ამის გამო, მათი მართლა ძალიან მადლობლები ვართ. კალათბურთი მოგვინდა – შეგვიყვანეს. უცბად გიტარა მოგვინდა – საუკეთესო გიტარა გვიყიდეს. ცურვა მოგვინდა – შეგვიყვანეს.

თორნიკე: კარატეზეც კი დავდიოდით.

ირაკლი: მოკლედ, სადაც მოგვინდა ყველგან შეგვიყვანეს. შეიძლება, ბევრი ფული ტყუილადაც გადაყარეს, რადგან იცოდნენ, მაქსიმუმ, ერთ თვეში შევეშვებოდით, მაგრამ მათ საშუალება მოგვცეს, ყველაფერი გვეცადა. საბოლოოდ კი, თავისუფლად მოგვეცა არჩევნის გაკეთების საშუალება და ეს მუსიკაა. ძალიან ბავშვური ბავშვები ვიყავით – ქუჩაში ჩვენ არ ვმდგარვართ, თუმცა ენაც გვაქვს, მუშტიც და საკადრისი პასუხი ყოველთვის გაგვიცია. ერთმანეთი სხვისთვის არასდროს დაგვიჩაგვრინებია. იყო ისეთი მომენტი, როცა სკოლაში პრობლემა შემექმნა – მე და მთელი ჩემი კლასის ბიჭები ერთმანეთის წინააღმდეგ. ოფიციალურად გადამთელავდნენ. ჩემს ძმას დავურეკე, ამოვიდა და კიბეზე რომ დავდექით, 30 კაცს ორნი ვურტყამდით მთელი ძალით. ისეთი შემართება გვქონდა, რომ არაფერი გვტკიოდა.

– კარატეზე რამდენი ხანი დადიოდით?

თორნიკე: კარატეზე – დაახლოვებით, ნახევარი წელიწადი. „სტროგი” მასწავლებელი გვყავდა და არ მოგვეწონა. გვცემა. ერთი ვიგრძენი, რომ დავბნელდი და მერე გავიღვიძე. მას შემდეგ აღარც მოგვდომებია იქ მისვლა.


скачать dle 11.3