კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააყენეს თელაველებმა ცოცხალ ჯაჭვში ცალხელა კაცი და როგორ ცნობენ ხაშლამის ნაჭერს კახელები ამორტყმული პანღურით

ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ ბესო ბერულაშვილს ჯიგარ კახელებზე სასაუბროდ სამსახურში ვესტუმრეთ. კახური იუმორის მოსასმენად და სამხიარულოდ ისეთი წინაღობები გადავლახეთ, ისეთი ხარაჩოების ქვეშ გავძვერით, ვერ აგიწერთ. იმას კი, რატომ არის კახელი ყველაზე კულტურული და წინ წასული, ინტერვიუდან გაიგებთ.

– ბატონო ბესო, წარმოშობით საიდან ხართ, რომელი სოფლიდან? მითხრეს, დედით მოხევეა, ყაზბეგიდანო...

– მართალია, დედით მოხევე ვარ. მამაჩემი დაიბადა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, მერე დაობლდა – მამა მოუკვდა და ახაშენში გადავიდნენ – ბებიაჩემი იყო იქიდან. მე დავიბადე 1972 წლის 26 სექტემბერს თბილისში. აქ გავიზარდე, მაგრამ, ჩემთვის ვის ეცალა, ქვეყნისთვის დიდი დღე იყო – შევარდნაძე მოვიდა სათავეში! ჰოდა, ჩემი დაბადებაც ვიწრო წრეში აღნიშნეს (იცინის). იმის მერე შევარდნაძე მომყვა და მომყვა, აღარ დამანება თავი (იცინის). 30 წლის რომ გავხდი, გენაცვალე – ეხლა მარტოკამ გააგრძელე გზაო, მე ვეღარ გამოგყვებიო. აგრე იყო, რა... მაგარი ჭირიანი ბალღი ვიყავი, პატარა რამე რომ შემეყრებოდა, ეგრევე „აბრატნის“ მაძლევდა ხოლმე. ეხლა კიდე აღარაფერი აღარ მწყენს. დედაჩემი ამბობდა: „ჩემი უჭმელიო“, იმდენი იძახა, იმდენი იძახა, სანამ ყველაფერი არ გადავჭამე. ახლა კიდე, ნეკრესივითა ვარ, ნეკრესი ხომ იცი, სალოცავი?!

– როგორ არ ვიცი?!

– ჰოდა, გენაცვალე, ნეკრესივითა ვარ: ყველაფერს ვღებულობ (იცინის), რაც რამე კარგი და ხარისხიანია, სუყველაფერს.

– კახელებს არტისტები არ უყვართო, გამიგია. მართალია?

– ეხლა მარტივად გეტყვი: ტელევიზორშიც ვთქვი. მთელი ქვეყანა მეფერება, სამეგრელოში ჩავალ და – „ხოხ, რა არტისტია, დედა, რა გარდასახვაა, გენაცვალე (მეგრული ლ-თი), ხორავაა ეს, ხორავა!..“ გურიაში ვარ და – ა, აი ვასაძეა, ვასაძეო. იმერეთში სერგო ზაქარიაძე ვარ. „ეგი ვინაა, სიმონ, ბიჯო, ამისთანა არტისტი არ გვინახავს და რამე“. კახეთში რომ ჩავალ, მიყურებენ ხოლმე ღიმილით, თვალმოჭუტულები: „ჯო, რასა შვრები, კიდე მაიმუნობ?!“ არა, რა, ისეთ ხასიათზე დაგაყენებენ, შენც კახელი უნდა გახდე!..

– კახეთში გასტროლები გაქვთ ხოლმე?

– კახეთში, როგორც ასეთი, ბრენდი „იუმორინას“ სახელით არ გამოვსულვართ, თუმცა, თითქმის ყველა რაიონში გვქონდა კონცერტები. მაგრამ, პირდაპირ ვიტყვი და ნურავის ეწყინება – ყველაზე საპასუხისმგებლო კახეთში გამოსვლაა. თელავში ძალიან კარგი მაყურებელია, კარგად მოგყვება; გურჯაანში ცოტა უფრო მძიმეა: სხედან ცალთვალმოჭუტულები, ცერად გიყურებენ, აი, როგორც გაეროს დამკვირვებლები – ერთი რას აკეთებსო (იცინის). პროფესიონალები არიან, გაიგე?

ერთი ბეწოა კახეთი და თელავი და გურჯაანი იგრე არიან, როგორც ძაღლი და კატა. ძალიან ბევრი თელაველი ძმაკაცი მყავს, მაგრამ რაც ბოლოს მაგათ გააკეთეს, თელაველებმა, რა, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. გახსოვს, ომის დროს ცოცხალი ჯაჭვი რომ შეკრა მთელმა საქართველომ? აკურა – არის ეგეთი სოფელი გურჯაანისა და თელავის გასაყარზე. თელაველები ადგნენ და ცალხელა კაცი დააყენეს გურჯაანელების მხარეს. თელაველების გულის გასახეთქად უნდა ვთქვა, რომ ყველა თანამდებობის პირი გურჯაანელია, მათ შორის კახეთის გუბერნატორიც. გურჯაანელები უფრო წარმოსადეგი და გამოსაჩენი ხალხია (იცინის). ერთხელ სიტყვით გამოვედი თელავში: რა არის-მეთქი, კაცო, რათა სჭამთ ერთმანეთს, ძმები არა ვართ-მეთქი? იქ ერთი პაპა კაცი იჯდა, რა და მეკითხება: სადაური ხარო? არ მოეწონა, ეტყობა, ჩემი ნათქვამი. მე ვუთხარი, გურჯაანელი ვარ, ჩუმლაყელი-მეთქი. ხოდა, ჩუმი და ლაყე რომ ხარ, სულ ეგეთად დარჩებიო. სად მნახა, კაცო! მე თუ ჩუმი და ლაყე ვარ (იცინის)...

ჩუმლაყში ხშირად ჩავდივარ ხოლმე, რა, მიყვარს იქ ქეიფი. ბიძაჩემია, დარბაისელი კაცი, ვანო ბერულაშვილი, „ყოჩაღ ვანოს“ ეძახიან, ხოდა, რომ შემოგვხედავ ამ ბერულაშვილებს, ყველა ქერაა და ცისფერთვალება. ოღონდ, ეგ, ვისაც თმა შერჩა. დაიწყებენ ხოლმე: შაჰ-აბასი შემოვიდა, აღარ გავიდა, გადაუარა და რამე ეგეთები. ვამბობ, ბერულაშვილებს შემოგვხედეთ, აქ რომ შემოვიდნენ ყიზილბაშები, ჩაიქროლეს-მეთქი. ერთი ჩემი ძმაკაცია, სახელსა და გვარს არ დავასახელებ, შავია, როგორც ტარაკანა. აი, მაგასთან კიდე, ღამე გაათიეს-მეთქი თათრებმა (იცინის).

– გამოიზამთრეს, ეტყობა. როგორი თამადა ხართ? ვიცი, რომ როსტომაშვილია ძალიან მაგარი.

– როსტიკა მაგარი თამადაა, მართლა. ხან ის არის თამადა და მე მოადგილე, ხან პირიქით და ერთმანეთს „პასებს“ ვაძლევთ ხოლმე, აბა, როგორ, კაცო... ერთხელ, მოვხვდი სუფრაზე. იმ პერიოდში ჟვანიას ვახმოვანებდი და ძაან მაგარ პატივში ვიყავი, ყველას უნდა, ჩემთან სურათი გადაიღოს. ჰოდა, ერთხელ სუფრაზე ვიყავი, თამადაა ვიღაცა გაფხორილი, დაიბოღმა, მიყურებს – არ მოეწონა, ყურადღებას რომ მაქცევენ. ავტომატი არ „დააძროს“, ემანდ, არ დამცხრილოს-მეთქი, ვიფიქრე. მოკლედ, მაგარი სვანია, უხეშობს, აქეთ მოიხედეო – ბუინობს, არის ერთ ამბავში. ბოლოს სვანური კილოთი მეუბნება: ვიღაცას ვაფრთხილებ – თუ არ გაჩერდება, ორნი გავალთ და მარტო შემოვალო. ავდექი. ჩამშხამდა ქეიფი, წამოსვლას ვაპირებ. ზის ეს სვანი, მიყურებს და – „მიწა-წყალოო“ – მეძახის. ეგრე გავიცანი როსტიკა (იცინის). კახელი ხარ, შენი... შე ვირო, შენა, გული გამიხეთქე-მეთქი.

კახელები რომ ყველაზე წინა ვართ კულტურით, იუმორით, განვითარებით, მაგაზე ორი აზრი არ არსებობს. „იუმორინას“ ძირითადი ბირთვი კახელები ვართ: მამა-შვილი ბაღაშვილი, მე, როსტომაშვილი, მამუკა ონაშვილი, ბატონი გივი ბერიკაშვილი... კახელი არასდროს არ გიყვება ამბავს იმისთვის, რომ შენ გაიცინო და, ძალიანაც უკვირს, რომ ცრემლებამდე მისული სიცილით ძირს ხოხავ.

გასვენება არის ხოლმე მაგარი ხოხმა კიდევ. დასავლეთში ხომ ტირილი იციან მაგარი, აქეთ კი საოცარ რაღაცეებს აკეთებენ, მიდის „ღადაობა“. ვერტიკალურად მოასვენებენ ხოლმე მიცვალებულს, ფუი, ჯვარი აქაურობას! მიხო მოასვენებს თავის სიდედრს ეგრე. რასა შვრები, მიხა, დააწვინე, არ გადმოვარდესო. რას ამბობ, კაცო, რასაო, რო დავაწვენ, ხვრინვას იწყებსო (იცინის) – ცოცხლად მარხავდა სიდედრს.

მეგრელები არიან კახეთში ქელეხში. ხედავენ, აუარებელი ხაშლამა ყრია სუფრაზე. დასავლეთში ხომ არ იციან იმდენად ხორციანი კერძები, ხოდა, ეს მეგრელები მიეძალნენ და მიეძალნენ. გახედა ერთმა მეგრელმა მეორეს და ეუბნება: „ა, წიე, ხომ ხედავ, სად უნდა იხოცებოდეს ხალხი“.



მიხამ გახსნა ცეხი და დააწერა: „ვისაც ბალღი არ გიჩნდებათ, ჩემთან მოდით“. მივიდა მარო. აბა, დედაკაცო, ბიჭი გინდა თუ გოგოო. მარომ – ბიჭიო. შეურია მიხომ რაღაც-რაღაცეები და ჭიქაში გახსნა. მაღალი თუ დაბალიო? არც მაღალი არც დაბალი, მაიტა, საშუალო იყოსო. აბა, როგორი იყოსო, მარომ – ნურც თავი მურთხ მამას დაემგვანება, ნურც მეო, ენდე, ბელმონდოი გავდესო. ვაა, ეგ სად მოვნახოო, შეურია ბოლოს მიხამ რაღაცა და – აჰა, მარო, დალიეო. დალია ქალმა, მიესვენა გულწასული. მიხო შარვლის ღილებს იხსნის და ბურტყუნებს: „მამინდომა აქა ბელმონდოო“. თურმე, რა ცეხი ჰქონია (იცინის)!

– ხაშლამა თქვენც გიყვართ?

– როგორ შეიძლება, ხაშლამა არ გიყვარდეს? სხვათა შორის, ხაშლამას თავისი წესები აქვს. იცი, როგორ უნდა გაიგო, საუკეთესო ნაჭერი რომელია? მაგიდას ფეხს გაჰკრავდნენ ხოლმე, ე ხორცი ათიმთიმდებოდა და რომელი ნაჭერიც ბოლოს გაჩერდებოდა, ის იყო საუკეთესო. მაგრამ, ეს ყველამ ისწავლა და ყველა ერთად ისე ურტყამს მაგიდა ყირავდება. კახელები რა, ახალს ვერ მოიფიქრებდნენ, თუ? რომ შემოაქვთ ხაშლამა, პირდაპირ ჩამომტარებელს ურტყამენ პანჩურს და იგრე იღებენ (იცინის). კახელები ამბობენ, ხაშლამაი რომ შამაიტანენ, არ შახედოო, იმიტომაო, რომაო, შენ რომელ ნაჭერსაც თვალ დაადგამ, სხვამ რო აიღოი, გული დაგწყდებაო. (იცინის). მეგრელები სულ იმას გვიკიჟინებენ: „უკულტურო ნაცია ხართ თქვენ, ბლიად, კახელებიო“. რა ქნას მიხომა, ალალია, უბოროტო. კახელი რამეს რომ ვერ გაიგებს, „ბატონოს“ კი არ ეუბნება – „როგორაა, ჯო“?

მიხო თავში პატარა ლურსმნებს იჭედებს – ჭიკარტებს ირჭობს, რა. გამოვარდება მარო გულგახეთქილი: ვაიმე, მიხავ, რასა შვრებიო. პარიკმახერ შაქრუაზე გაბრაზებული ვარ, მანქანა უნდა გავუფუჭო, მე მაგის კარგიო (იცინის).

– კახელები უფრო მაგრად „ჭედავენ“ თუ სვანები?

– რასაც ჩვენ თავზე „ვღადაობთ“ და ვმაიმუნობთ, მაგას რომელი იზამს? ჩვენ ბოროტი „გაჭედვა“ არ ვიცით. ერთხელ სვანეთში ვიყავით და, რაც სვანებზე ანეკდოტები ვიცოდით, სულ კახელებზე გადავაკეთეთ. მოეწონათ სვანებს, აროხროხდნენ. მერე ზუგდიდში ვუთხარით, ეგ ანეკდოტები სულ თქვენზე იყოო. გაეცინათ და გვიპასუხეს: კიდევ ჩამოხვალთ სვანეთშიო.

– ქუთაისური იუმორი თუ მოგწონთ, „სიმონ“?

– მამიდები ქუთაისში მყავდა გათხოვილი და იქ ვარ გაზრდილი. „ჩამეეთრევიან აქანა, სიმონ, სირისტიანი თბილისელები... რაია, ვერ გევიგე“... მაქაურ ქელეხზე უნდა მოვყვე კიდევ: დასავლეთში ხომ ჯერ ქელეხია, მერე – გასვენება. იშარაფებენ კარგად და მერე გაასვენებენ, თუ გაახსენდათ. გარდაიცვალა ერთი გამხდარი, პატარა ბებო. ორი ქმარი ჰყოლია იმ საწყალს, ორივე ორ-ორი ჭიქით უდღეგრძელეს. მაგარი გატიალდნენ და მიასვენებენ, რა. იმ დროს ვიღაც როხროხა უშანგას მოასვენებდნენ. შეხვდა ეს ორი ასაბია ერთმანეთს, ორივე მაგარი გალეწილი. ჩამოდგეს ძირს ეს მიცვალებული და აე, ატყდა პაჩი-პუჩი, ხვევნა – „დავაი, ახლა, სიმონ, აგენი მივასაფლავოთ უცებ და წევიდა შარაფი!..“ – დაახურეს თავსახურები და ერთი კუბო მეტრით გრძელი აღმოჩნდა. ამ ბებია ელპიტეს დაუპირეს მოხერხვა და მორბის უშანგას ჭირისუფალი – მეიცა, სიმონ, რას შვრებითო? თურმე, თავსახურები შეშლიათ (იცინის). მერე ღადაობდნენ – უშანგას ელპიტეს თავსახური ჟილეტივით ჰქონდაო.


скачать dle 11.3