კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს უიღბლობასთან დაბადების თარიღს და არსებობენ თუ არა დედამიწაზე დაღდასმული ერები

ზოგ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევს ფატალური უიღბლობა. თანაც, ამის აშკარა მიზეზი თითქოს არც არსებობს. მეცნიერები უძველესი დროიდან სწავლობდნენ ამ ფენომენს და დღეს, ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ მისი ახსნა შესაძლებელია და მალე შესაბამის ფორმულებსაც გამოაქვეყნებენ. ვიდრე ისინი უიღბლობის „ვაქცინას” შემოგვთავაზებენ, ცხოვრება სულ ახალ-ახალ კატასტროფებს გვთავაზობს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ კომენტარი მეცნიერ-პარაფსიქოლოგს, ბატონ ვალერის. მან ისეთი ინფორმაცია მოგვაწოდა, ვფიქრობ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნამდვილად გამოგვადგება.

ვალერი: ჩვენს გარშემო უამრავი შემზარავი ფაქტი ხდება. ზოგის მიზეზი გასაგებია, ზოგის კი – ამოუხსნელ-ამოუცნობი. უბედურ შემთხვევათა სტატისტიკის გაანალიზებამ სპეციალისტები იმ აზრამდე მიიყვანა, რომ ცხოვრება „რულეტკას” ჰგავს და არასდროს იცი, როდის ამოგივა ავბედითი ნომერი. საოცარი კიდევ ის არის, რომ ჩემი დაკვირვებით, უიღბლო ადამიანი, რა ქონება და ავლა-დიდებაც არ უნდა მოიპოვოს, მაინც უიღბლოდ რჩება. უბედურება ადამიანს, რომ იტყვიან, შუბლზე აწერია და მას ვერაფრით გაექცევა.

– გამოდის, რომ გამოსავალი არ არსებობს?

– გამოსავალი როგორ არ არსებობს, მაგრამ ადამიანი თუ თავად არ დაეხმარა საკუთარ თავს და სიტუაცია არ გაანეიტრალა, რთულია პრობლემებს ასცდეს. ამიტომ, უნდა შეიმსუბუქოთ ცხოვრება და გაითვალისწინოთ ის, რასაც გამოცდილი ადამიანები გირჩევენ. მაგალითად, ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, როცა ცამეტი რიცხვი პარასკევს ემთხვევა. ამ დროს დიდია ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა და ამას სტატისტიკაც მოწმობს. მოდი და თქვი, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და სხვა არაფერი. ამიტომ, გირჩევთ, ასეთ დღეებში მოერიდოთ მგზავრობას, უცხო ხალხთან კონტაქტს, გადაადგილებებს, რომ დღე მშვიდად და კონფლიქტების გარეშე განვლოთ. სხვათა შორის, ასეთ დღეს დაბადებული ადამიანები ძალიან უიღბლოები არიან და მათ თითქმის ცხოვრების ყველა სფეროში ხელი ეცარებათ.

– გამიგია, რომ არსებობს უიღბლო ერები. ამ საკითხთან დაკავშირებით ხომ არაფერს გვეტყვით?

– რასაკვირველია, არსებობენ უიღბლო ერები ანუ როგორც მათ პარაფსიქოლოგები ვუწოდებთ – დაღდასმულები. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენები. მათ ისეთ ქვეყანაში მოუწიათ ცხოვრება, სადაც ყველაზე შხამიანი ქვეწარმავლები და ველური ძაღლი-დინგო ბინადრობს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნიანგებსა და ზვიგენებზე, რომლებითაც სავსეა იქაური წყლები, სანაპიროები და მდინარეები. ავსტრალიაში საშიშია მზეც, რომელიც კანის კიბოთი დაავადების ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი ხდება. ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ისინი დაწყევლილ ერთა სიაში პირველ ადგილზე არიან. მადლობა ღმერთს, ჩვენ, ქართველები უიღბლო ერების სიაში არ ვწერივართ. ჩვენი ქვეყანა ამიტომაც არ განიცდის დიდ კატაკლიზმებს და სტიქიური უბედურების მსხვერპლი არ ხდება. უიღბლო ერებში ზვავები, მეწყერები, მიწისძვრები, შენობების ნგრევაა. მართალია, ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და მსგავსი მოვლენები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ მე მასშტაბურ უბედურებებზე მაქვს საუბარი.

– ბატონო ვალერი, ბევრისგან მსმენია, არსებობს მინიშნებები, რომლებსაც ადამიანისთვის ბედნიერება მოაქვსო. ეს თუა სიმართლე და რომელ მინიშნებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

– ასეთი უამრავი მინიშნება არსებობს და ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად როგორ დაცდი მას. ბრიტანელმა მკვლევრებმა სცადეს დაედგინათ, სანდოა თუ არა ბედნიერების მომტანი ისეთი ნიშანი, მაგალითად, როცა ჩიტი თავზე დაგასკინტლავს, მაგრამ ერთიან აზრამდე დღემდე ვერ მივიდნენ. ზოგიერთისთვის, ამგვარ „საჩუქარს” მართლაც რაღაც პოზიტიური მოსდევს, ზოგისთვის კი პირიქით. ასე რომ, რაიმე ერთიანი პროგნოზის გაკეთება, რთულია. ამას უნდა დააკვირდეთ და თავად დასცადოთ, რა მოვლენა როგორ მოქმედებს თქვენზე; რას მოაქვს ბედნიერება თუ ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, ყველაზე უტყუარი ნივთების წინასწარმეტყველებაა და ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.

– ნივთებს წინასწარმეტყველების უნარი აქვს?

– რასაკვირველია. აბა, დააკვირდით, ზოგს მინის ჭურჭლის გატეხა კარგად აქვს დაცდილი. ადამიანს, რომელსაც ხელიდან უცვივა ჭურჭელი და ტყდება, ეს კი რამდენიმე დღე გრძელდება, ბედნიერების ნიშანია. მაგრამ, თუ თავისით ტყდება, მაშინ – ცუდის მომასწავებელი. ასევე, ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც საქმიან ადამიანებზეა გათვლილი და ეს ერთგვარი წარმატება-წარუმატებლობის მიმანიშნებელი რიტუალია. კერძოდ, თუ ადამიანს სერიოზულ საქმეზე უწევს წასვლა და წინასწარ სურს გაიგოს, მომგებიანი იქნება ეს მისთვის თუ არა, ამისთვის ერთ უტყუარ ხერხს უნდა მიმართოს. ალბათ, ბევრს არ სმენია ბრინჯით მკითხაობაზე, და არ იცის, რომ, ამას თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლია.

– სიმართლე გითხრათ, არაერთი ეზოთერიკოსი ამბობს, რომ ბრინჯით მკითხაობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და ეს იაპონიაში დღემდე პოპულარული რიტუალია. იქნებ გაგვიმხილოთ, ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?

– ახლავე მოგახსენებთ. ონკანიდან აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მოსვით სამი ყლუპი, მერე მარჯვენა ხელით აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, ჩაყარეთ წყლით სავსე ჭურჭელში, ნელა შეანჯღრიეთ და დააცადეთ ცოტა ხანი. წყალი რომ დადგება, დააკვირდით, როგორ განთავსდა ჭიქის ფსკერზე ბრინჯის მარცვლები. თუ ბრინჯმა წრე შეკრა, ეს კარგია, რადგან ამ დღეს, საქმეში ხელი მოგემართებათ და თქვენს ყველა იდეასა თუ წინადადებას მოიწონებენ საქმიანი პარტნიორები. თუ მარცვლები სამკუთხედად განლაგდა, თქვენი გეგმები სულ მალე რეალიზდება და დიდ გასამრჯელოსაც მიიღებთ. თუ ბრინჯმა ოთხკუთხედი შეკრა, მაშინ მშვიდად ჩაივლის ამ დღეს ყველანაირი მოლაპარაკება და ბევრ სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. მაგრამ, თუ ვარსკვლავის ფორმა მიიღო ან უაზროდ გაიბნა ბრინჯის მარცვლები ჭიქის ფსკერზე, მაშინ ეს დღე ცუდია და უმჯობესია ყველანაირი საქმიანი წინადადებებისა თუ ახალი წამოწყებისგან თავი შეიკავოთ. ვერც პარტნიორებთან გაიტანთ თქვენსას და საერთოდ, ვერც საყვარელ ადამიანებთან ასცდებით კამათსა და ჩხუბს. ასე რომ, თუ დილით საქმეზე მიმავალი, სულ მცირეოდენ დროს მოიტოვებთ და ბრინჯით გაიგებთ რა გელით, ადვილად მიხვდებით, რა დროს და ვისთან როგორ იმოქმედოთ, რომ იღბალმა გაგიღიმოთ. მგონი, ჯობია წინასწარ იცოდე, რას გპირდება კონკრეტული დღე და ამით პრობლემებსა და გაუგებრობებს ადვილად დააღწიო თავი. პირადად მე, ეს მეთოდი, ერთ-ერთმა იაპონელმა დიპლომატმა მასწავლა. მასთან ერთად მომიწია ექსპედიციაში წასვლა და რომ გამოიტანა დილაუთენია ბრინჯი და წყალი, ვიფიქრე, ეს კაცი სულ გადაირია-მეთქი (იცინის). მაგრამ, რომ ამიხსნა, რასაც აკეთებდა, მერე, დამიჯერეთ, ყოველ დილით აქეთ ვეხვეწებოდი, მიდი ერთი, მიწინასწარმეტყველე მაგ შენი ეროვნული ბურღულეულით, რა მელის, თუ კაცი ხარ-მეთქი (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, ზუსტად ისე ჩაივლიდა დღე, როგორც ის იტყოდა. ეს რომ სხვას ეთქვა, შესაძლოა, არც კი დამეჯერებინა. ხომ იცით, ასეა, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ისე სხვისი გამოცდილების დაჯერება გიჭირს.


скачать dle 11.3