როდის უჩნდება ადამიანს პლატონური სიყვარულის სურვილი და რა პერიოდში გავდივართ ამა თუ იმ ცხოველის ასაკს
ადამიანი, იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, სიცოცხლის განმავლობაში გამოიმუშავებს თორმეტ პროგრამულ ასაკს, ანუ, განსაზღვრული დროის განმავლობაში მან უნდა იცხოვროს ზოდიაქოს თორმეტი ცხოველის დამახასიათებელი ნიშნით. ამასთანავე, ის იძენს ყველა ცხოველის თვისებას.
მართალია, ასაკის მატებასთან ერთად, ეს თვისებები თანდათან ქრება, მაგრამ, შეძენილი გამოცდილება რჩება და სწორედ ამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედნიერი ცხოვრება. ამ ყოველივეს კი სიყვარულის 5 ასაკი განსაზღვრავს:
12-18 წელი – „ხარის ოცნება” – ეს არის კარდინალური ცვლილებების პერიოდი. ამ დროს ხდება პიროვნების სოციალურად ჩამოყალიბება. ოჯახი, სახლი, სკოლა – დიდ როლს თამაშობს, მაგრამ პირადულს იპყრობს სხვა ორიენტირები. „ხარის” ასაკი ამბიციის დონის მიღწევით იწყება და, რაც უფრო დიდია ის, მით მაღალია სასიცოცხლო პოტენციალი. ბიჭი თავს სუპერმენად უნდა მიიჩნევდეს. მისთვის ყველაფერი დასაშვებია. აღელვებს ყველაფერი, უჩნდება კითხვები სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით. მას აინტერესებს ყველაფერი, რაც ამ საკითხს შეეხება.
სამაგიეროდ, „ხარის” პერიოდი ძალიან ნაყოფიერია გოგონებისთვის – მათი მიზანია სიყვარულის დამტკიცება. მთავარია, ეს სიყვარული იყოს წმინდა, სუფთა, პლატონური. სწორედ სიყვარულის გრძნობის ცოდნა ამზადებს მათ მომავლისთვის. ბიჭებს კი ამ დროს ამ თემაზე უხეში, საპირისპირო აზრი გააჩნიათ.
19-24 წელი – „ვირთხის დონჟუანობა“ – ბიჭი ამ დროს უფრო გულგახსნილია. მას თან სდევს იმის შეგრძნება, რომ სამყარო სწორედ მისთვისაა შექმნილი და ყველაფრის დატევა სურს სიყვარულით სავსე გულში. „ხარი სუპერმენი” კარგავს მიმზიდველობას, სამაგიეროდ, ადგილს იკავებს „ვირთხა-დონჟუანი” – ქალის დაპყრობის ინტუიცია. ამ ასაკში ყალიბდება ქალისადმი პატივისცემა და მისი გაგება. თუ ის ამ წლებში არ მიეჩვევა ქალისადმი პატივისცემას, მერე ვერაფერს ისწავლის და შემდეგ ვერასდროს განიცდის ამ გრძნობას. 19 წლის გოგონები ამ დროს ბრწყინვალედ გამოიყურებიან, დარწმუნებულნი არიან თავიანთ სიყვარულში, აქვთ სურვილი, ჭკუიდან შეშალონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.
25-32 წელი – „ტახის ცოლქმრობა“ – ზუსტად 25 წლის ასაკში ხდება უმეტესწილად ქორწინება, მაგრამ, ქალიც და მამაკაციც ამ ყველაფერს, ჩვეულებრივ, სიყვარულს მიაწერენ. ამ პერიოდში მამაკაცი წყნარდება, ხანდახან ცხოვრების მიზანი უქრება, ცივდება ქალის მიმართ. ადვილია მისი დაყოლიება თუ ჭკუით მივუდგებით მის გრძნობებს. მას ჯერ არ გაუთვალისწინებია მამისა და ქმრის ვალდებულებები. ეს პერიოდი გრძელდება „ძაღლის” ასაკამდე. გოგონა ამ ასაკში გარდაიქმნება ქალად – ამაზე მეტყველებს მისი საქციელი, პატივისცემა მამაკაცების მიმართ. ის იბრძვის მიზნის მისაღწევად. ქალის შეცვლა ამ პერიოდში დამოკიდებულია მამაკაცის ყურადღებაზე.
33-42 წელი – „ძაღლის ერთგულება” – ეს არის ასაკი, როდესაც მამაკაცისთვის გართობის და „ფლირტაობის” დრო მთავრდება. საზოგადოებრივი მოღვაწეობა და თავისუფლება სჭირდება მას კარიერის შესაქმნელად. წინა ეტაპები, რაც ავსებს გამოცდილებას და გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს საპირისპირო სქესისადმი, უნდა „გადმოღვაროს” ოჯახში – ასეთია განვითარების კოსმიური კანონი. „ძაღლის” ასაკში ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ხდება ოჯახის, ქმრის, შვილების მთავარი ღერძი. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ეს სწორედ 42 წლამდე ასაკში ხდება. ამ პერიოდის კრიზისი ძალიან რთულად მიმდინარეობს მამაკაცებში.
43-50 წელი – „გველის ასაკი“ – ეს პერიოდი ადამიანში ამცირებს ენერგეტიკულ პოტენციალს: ჩნდება სისუსტე, აწუხებს ყველაფრის დაკარგვის შიში. ამ კრიზისის დროს უნდა დაეხმაროთ მამაკაცს, რათა დააძლევინოთ პრობლემები. რაც შეეხება ქალს, მას სწორედ ორმოცი წლის ასაკის შემდეგ ეწყება სექსუალური აქტიურობის აფეთქების პერიოდი, ეძებს ძლიერ პარტნიორს.
რასაკვირველია, სიყვარული ყველა ასაკში არსებობს. ეს ის გრძნობაა, რომლის ადგილიც გულშია და, თუ ადამიანმა მას ცოტა გონებაც დააყოლა, შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან პრობლემებს ადვილად დააღწიოს თავი.
ზემოთ მოყვანილი დამახასიათებელი თვისებები პირობითია და ინდივიდუალური.