კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1989 წლის 25 თებერვალს. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატებების მომტანი და გაუმართლებს თუ არა უცხო ქვეყანაში? ასევე, რომელი ქვეყნებია მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა, ანუ, არც კარგი და არც ცუდი. ამიტომ, ყველაფერი, რაც უკავშირდება იქ გამგზავრებას, არ არის გამორიცხული, ბარიერებს უქმნიდეს. პროფესიებიდან კარგია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, საქველმოქმედო საქმე, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, საკურორტო ინდუსტრია, საიუველირო ბიზნესი ან შემოქმედება, დეკორატიული მებაღეობა, საარქივო-სამუზეუმო, ასევე, საბიბლიოთეკო საქმე, არქიტექტურა, დიზაინი, მშენებლობა, საბანკო, ეკონომიკური; კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა: უცხოეთის ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია უკრაინა, ბელორუსია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ისრაელი, ბულგარეთი, კუნძული შრი-ლანკა, ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 16 ნოემბერს, ღამის 2 საათზე, ჩემი რჩეული კი – 1977 წლის 28 თებერვალს. მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა გვექნება მომავალში და შევეწყობით თუ არა ერთმანეთს ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში?

პასუხი: თქვენ შორის ურთიერთობა შეიძლება იყოს კარგი, რადგან ინტუიცია, მგრძნობელობა, ტრადიციების მიმართ დამოკიდებულება საერთო გაქვთ. ეს კი თქვენს მომავალ ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობას განაპირობებს.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1976 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით შუადღეს. რომელი პროფესიაა ასტროლოგიური კუთხით მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამოძიებო სფერო, მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, მაკონტროლებელი ორგანოები, კერძოდ, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური საქმიანობა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, მთარგმნელობითი საქმე, ტურისტული ორგანიზაციები, პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 18 მაისს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, ის ნეიტრალურია. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი, ამერიკის – კალიფორნიის შტატი, ავსტრია, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი მხარე, კუნძულები – კორსიკა და სიცილია; ასევე, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი ნაწილი, ლიტვა, საბერძნეთი, ბელორუსია და კუნძული კრეტა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1986 წლის 15 აპრილს, დილის საათებში. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ელის სასურველი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენი შვილისთვის მისაღებია ოჯახური ურთიერთობა: ლომის, მერწყულის, ტყუპების, კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. უფრთხილდეს თხის რქასა და მშვილდოსანს.


скачать dle 11.3