მამაკაცების მიმზიდველობის საიდუმლო მათ ხელებშია
ზუსტად ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა მეცნიერებმა. თუმცა, მამაკაცების თითების სიგრძეზე პროპორციულადაა დამოკიდებული მათი ხასიათი და წარმატება ქალთა შორის.
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ფრანგ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, გამოარკვიეს, რომ ქალებთან წარმატების მეტი შანსი აქვთ იმ მამაკაცებს, რომელთა არათითი საჩვენებელზე გაცილებით გრძელია. თითების სიგრძეთა ასეთი პროპორციის მქონე ქალები კი მამაკაცური ხასიათითა და აგრესიულობით გამოირჩევიან. რამდენადაც მცირეა ეს შეფარდება, იმდენად, რბილია ადამიანის ხასიათი. მეცნიერთა აზრით, ამ მოვლენის მიზეზი ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე მთლიანად, კერძოდ კი – ხელის მტევნის ძვლების პროპორციაზე, სახის ნაკვთებსა და წყობაზე. სტირლინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კრეიგ რობერტის ხელმძღვანელობით, დაადგინეს, რომ არათითის სიგრძე წარმატებას „განაპირობებს” არა მარტო პირად ფრონტზე, არამედ კარიერულ პერსპექტივასა და სიმდიდრესაც კი. მოკლედ, ასეთი მამაკაცი ექსტრავერტია, გამოირჩევა მიზანმიმართულებით, ფიზიკური ძალით (მისი „ბრალია”, ასევე, მიდრეკილება ღალატისკენ), თუმცა, ისინი სხვებზე გაცილებით ხშირად ხვდებიან ციხეში, ხდებიან მკვლელების მსხვერპლი ან გადადიან ჭკუიდან.
გრძელი არათითის მქონე ქალებს კი მიდრეკილება აქვთ ლესბოსელობისკენ, თუმცა, გაცილებით წარმატებულები არიან კარიერაში.