კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი თბილისში მცხოვრებმა ნახევარძმამ და სანკტპეტერბურგელმა ნახევარდამ

33 წლის მერაბ თამარბეკის ძე ბიდჟამოვი ეძებდა 41 წლის ანა პარშინას (ქალიშვილობის გვარი – ბიდჟამოვი).

ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარდას (მამის მხრიდან), 41 წლის ანა პარშინას. ანა მამაჩემს პირველი მეუღლისგან ჰყავს. ვიცი, რომ ჩემი ნახევარდა თბილისში დაიბადა, მაგრამ ანას დედა, ალექსანდრა ლიპინა, სანკტ-პეტერბურგიდან იყო და, როდესაც მამაჩემი და ანას დედა დაშორდნენ ერთმანეთს, ანა დედასთან ერთად პეტერბურგში გაემგზავრა. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ ჩემი დაიკო, ვიცი, რომ ისიც მეძებდა.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა, ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა დაკარგული ანას სანკტ-პეტერბურგში ძებნაც, რაც სულ რამდენიმე დღეში წარმატებით დასრულდა. ანას მოძებნაში დამეხმარა ჩემი სანკტპეტერბურგელი კოლეგა, „ჟდი მენიას” ნებაყოფლობითი დამხმარე, ტატიანა მიშინა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ ძებნილი ანა პარშინა ამჟამად ქმრის გვარზეა და, შესაბამისად, ის სულ სხვა გვარით ვიპოვეთ. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი მერაბ ბიდჟამოვია, რომელიც თავად მოუყვება მკითხველს თავისი ემოციების შესახებ.

– მერაბ, შენ სულ რამდენიმე ხნის წინ მოგვმართე დახმარების თხოვნით. როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც გაცნობე, რომ შენი ნახევარდა ვიპოვეთ და ის შენს ზარს ელოდება?

– როგორც უკვე გითხარით, წინა ინტერვიუში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეპოვა ჩემი უფროსი ნახევარდა, რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს, მაგრამ, ყოველთვის ვიცოდი, რომ და მყავდა და მინდოდა მასთან შეხვედრა, ისევე, როგორც ეს ახლა უნდათ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის ჩემს პატარა გოგონას, რომელსაც სწორედ დის პატივსაცემად დავარქვით ანა. ანა არის მამაჩემის შვილი პირველი ქორწინებიდან. სამწუხაროდ, ანას დედა და მამაჩემი დაშორდნენ ერთმანეთს და მე ანა არასდროს მინახავს. ძალიან გამიხარდა, როდესაც მითხარით, რომ ის ნაპოვნია. სიტყვებით რთული გადმოსაცემია ჩემი ემოციები. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს სანკტპეტერბურგელ კოლეგას, რომელმაც დახმარება გაგვიწია მის პოვნაში. ამჟამად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მოკლე დროში ვნახო ჩემი დაიკო. მანამდე კი ჩვენ სატელეფონო კავშირითა და ინტერნეტით შემოვიფარგლებით. თქვენ მიერ გაწეული დახმარების გარეშე ჩვენ ვერ ვიპოვიდით ერთმანეთს, რადგან, აღმოჩნდა, რომ ანა ამჟამად სულ სხვა გვარზე იყო რეგისტრირებული და იმ გვარით, რომელიც ჩვენ ვიცოდით, მისი პოვნა შეუძლებელი იყო.

– როგორც წინა ინტერვიუში მითხარით, ანა ადრე გეძებდათ „ჟდი მენიას“ დახმარებით, მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, თქვენ მას მაშინ ვერ დაუკავშირდით. გაარკვიეთ, თუ არა, რატომ ვერ მოხერხდა თქვენი დაკავშირება 2001 წლიდან ამ დრომდე?

– პირველი, რაც მე ვკითხე ანას, როგორც კი მას დავუკავშირდი, სწორედ ის იყო, თუ რა მიზეზით ვერ დაგვაკავშირეს ერთმანეთს მაშინ. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ანას ბრალი, ანუ, მან „ჟდი მენიას” რედაქციაში მხოლოდ თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი დატოვა, რომელიც შემდგომ გამოცვალა და, ბუნებრივია, მას ვერც დავუკავშირდი და ვერც ის გაიგო, რომ მე ნაპოვნი ვარ, ამიტომ, მე აღარაფერი მრჩებოდა იმის გარდა, რომ დამეწყო მისი ძებნა, რაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, თქვენთვის მომემართა და თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში ნახევარდას ვიპოვიდი.

– როდის აპირებთ ერთმანეთის ნახვას და, თქვენი აზრით, სად მოხდება პირველი შეხვედრა?

– ჩვენ და მთელ ჩემს ოჯახს ძალიან გვინდა, რომ ჩემი ნახევარდა თბილისში მოვიპატიჟოთ, მინდა, რომ ჩვენი შეხვედრა სწორედ საქართველოში მოხდეს, რადგან აქ დაიბადა ანა. ჩემ გარდა ანას პოვნა ძალიან გაუხარდა ჩემს უმცროს ძმას, დედაჩემსაც უხარია, ის არასდროს ყოფილა იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონოდა.

– როგორი იყო თქვენი ნახევარდის რეაქცია, როდესაც პირველად ელაპარაკეთ?

– ბუნებრივია, გახარებული იყო, არ მოელოდა და ტიროდა კიდეც სიხარულისგან. მითხრა, რომ ძალიან დიდი ხანია, ოცნებობს ჩვენს პოვნაზე და არ უნდოდა თავისი ფესვების დაკარგვა. შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ახლო მომავალში ვნახავთ და არასდროს აღარ დავკარგავთ. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს შვილებსაც ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს, ერთი სისხლი გვაქვს და ერთი მამის შვილები ვართ. სამწუხაროდ, ანა ვერ ჩამოვიდა მამაჩვენის დასაფლავებაზე, მაგრამ, როდესაც ჩვენთან ჩამოვა, ყველა ერთად გავალთ მამის საფლავზე და მოვიგონებთ ჩვენს მშობელს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3