კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი და ვინ ეძებს მამას რუსეთიდან საქართველოში

25 წლის გენადი იგორის ძე კლიმოვი ეძებს 54 წლის გენადი კაჭარავას.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 54 წლის გენადი კაჭარავას. ვიცი, რომ მამაჩემი დაიბადა ქალაქ სოხუმში, 1957 წელს. დაახლოებით 1983-1986 წლებში ის მუშაობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი 1983 წელს გაიცნეს. მე მამაჩემი არასდროს მინახავს, რადგან 1986 წელს დედაჩემი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და მეც რუსეთში, ქალაქ კრასნოდარში დავიბადე. ამჟამად უკვე 25 წლის ვარ, ძალიან მინდა მამის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არ ვიცნობ, მე ის მაინც ძალიან მიყვარს.

– გვიამბე შენი ისტორია, რა მიზეზით დაშორდნენ ერთმანეთს შენი მშობლები და რამდენი ხანია, მამას ეძებ?

– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი სოხუმში გაიცნეს, სადაც იმ დროისთვის ორივე ცხოვრობდა, მათი გაცნობა 1983 წელს მოხდა. რამდენადაც ვიცი, მათ შეუყვარდათ ერთმანეთი. მამაჩემი მუშაობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ბავშვთა მიმღებ-გამანაწილებელ განყოფილებაში. მე ბევრჯერ მიკითხავს დედაჩემისთვის, ირინა ჯურაის ასულ კლიმოვასთვის, რა იყო მისი და მამაჩემის დაშორების მიზეზი, მაგრამ ის ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს მცემდა – რომ მათ, უბრალოდ, ვერ გაუგეს ერთმანეთს, რაც, ჩემი აზრით, სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება. ფაქტი ის არის, რომ მათ მართლაც უყვარდათ ერთმანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაჩემი მის სახელს არ დამარქმევდა. მე დღემდე დედის გვარზე ვარ. მართალია, შეიძლება, გაგიკვირდეთ, რატომ უნდა ვეძებდე მამას, რომელიც არასდროს მინახავს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მან არც კი იცის ჩემი არსებობის შესახებ. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, როდესაც მამა გაიგებს, რომ მას ეძებს შვილი, აუცილებლად გამომეხმაურება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას უკვე დიდი ხანია, სხვა ოჯახი აქვს (და მე ვფიქრობ, რომ ასეც არის), მინდა, რომ ჩემმა ნახევარდებმა თუ ძმებმა მიმიღონ და მომცენ მათი გაცნობის უფლება. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, მე გამზარდა მამინაცვალმა იგორმა, მაგრამ მის გვარზე არ გადავსულვარ. ბუნებრივია, მადლობელი ვარ ჩემი გაზრდისთვის და მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, ბიოლოგიური მამის პოვნა მაინც ძალიან მინდა. იმედი მაქვს, რომ ეს რეალურია და ოდესმე მას ვიპოვი.

– კიდევ რა იცი მამაშენის შესახებ, ტერიტორიულად სად შეიძლება ის იმყოფებოდეს? შეიძლება თუ არა, რომ ისიც, დედაშენის მსგავსად, საცხოვრებლად სხვაგან წასულიყო? მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, 1990-იან წლებში აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას.

– მე ამაზე ბევრი მიფიქრია და შეიძლება, ამის გამოც გამიგრძელდა მამის ძებნა. თავიდან სიმართლე გითხრათ, გამბედაობაც მაკლდა, გულში, ვშიშობდი კიდეც, როგორ მიმიღებს, ან, როგორი იქნება მისი რეაქცია, როდესაც გაიგებს, რომ შვილი ეძებს-მეთქი. მაგრამ, შემდგომ, მისი პოვნის სურვილმა იმდენად მძლია, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭე და, თანახმა ვარ, ყველაზე მწარე სიმართლეც კი გავიგო, ოღონდ, მამა ვიპოვო. ვიცი, რომ 1990-იან წლებში აფხაზეთში იყო საომარი მოქმედებები და ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ, რატომღაც, მაინც არ მგონია, რომ მამა საცხოვრებლად უცხოეთში წასულიყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის საქართველოში იქნება. აფხაზეთის „ჟდი მენიას” ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა მე თქვენი კოორდინატები მომცეს, რადგან აფხაზეთში მათ მამაჩემი ვერ იპოვეს.

– დედაშენმა თუ იცის, რომ მამას ეძებ და რა რეაქცია აქვს მას ამ საკითხთან დაკავშირებით?

– დედამ იცის, რომ მე მამას აქტიურად ვეძებ და სხვადასხვა სამძებრო საიტს მივმართავ. ბუნებრივია, ის ამ საკითხში მე ვერ მეწინააღმდეგება, რადგან, სრული უფლება მაქვს, ვიცნობდე მამას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო, ან, თუნდაც, ტელეფონით ვესაუბრო. მინდა, აღვნიშნო, რომ მე მისგან არაფერი მინდა. იმის გარდა, რომ გავიცნო და ვნახო. შეძლებისდაგვარად, ან ის ჩამოვიდოდა, ან მე ჩავიდოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ მამა ცოცხალია და კარგად არის.


скачать dle 11.3