კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცვლის მთლიანად მანქანის მანევრს დატენილი ამორტიზატორი

ამორტიზაცია – დეტალი, რომელიც გზის საფართან, რაც შეიძლება, რბილად შეხებას უზრუნველყოფს. ამორტიზატორებთან დაკავშირებით უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომელზეც ვრცლად მევლუდ მელაძე ისაუბრებს: დრო გადის, უამრავი რამ იცვლება და შესაბამისად, განსხვავებულია ავტომობილებისადმი მიდგომაც, დეტალების შეცვლასთან, აღდგენებთან დაკავშირებით. ავტომობილის დეტალების გაფუჭების ციკლი კი იგივე რჩება, მით უმეტეს, თუ სავალ ნაწილშია განთავსებული. ამ შემთხვევაში, ავიღოთ უშუალოდ ამორტიზატორი. ამორტიზატორი ეს არის საბურავის შემდეგ მნიშვნელობით პირველი ტიპი. საბურავი ეს არის რაც ეხება ზედაპირს, ხოლო ამორტიზატორი ზედაპირზე კარგ შეხებას უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში თუ ამორტიზატორი გამოსულია მწყობრიდან, ავტომობილი კარგავს მანევრს, მით უმეტეს, თუ გზის ზედაპირი არ არის იდეალური – კატასტროფა ხდება ცუდ ზედაპირზე. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იმდენი და იმდენნაირი ავტომობილი დადის ჩვენ ქვეყანაში, რომ კონკრეტულად მისი ამორტიზატორი ხშირად რთული საშოვნელია. ამ შემთხვევაში გვიწევს, ამორტიზატორის შესაცვლელად შეკვეთა ან „იბეი-დან” გამოწერა. თუ ოდნავ არაორდინარული, განსაკუთრებული მოდელი გყავთ, თუნდაც ძველი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამორტიზატორის შეცვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ხშირად ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, ყოველდღიური მოხმარებისთვის შეიძინეთ ისეთი ავტომობილი, რომელიც ყველაზე მეტია შემოსული და მისი ნაწილები იოლად ხელმისაწვდომია.

– და თუ ვერ ვიშოვეთ ახალი ამორტიზატორი, რა ვქნათ?

– მაშინ მისი აღდგენა მოგიწევთ. ნებისმიერი ტიპის ამორტიზატორის აღდგენაა შესაძლებელი, თუმცა ძალიან ცოტა ხელოსანს შეუძლია საქართველოში ამის კარგად გაკეთება. უამრავი ხელოსანი იბრალებს, რომ ამორტიზატორს ხარისხიანად აღადგენს, მაგრამ რეალურად, ასე არ არის, მით უფრო, რომ აღსადგენად ისეთ დეტალებს იყენებენ, რაც იოლად ხელმისაწვდომია და შეიძლება, თქვენს ამორტიზატორზე საერთოდ არც მიდიოდეს. თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი აღდგენილი ამორტიზატორი, ვერასდროს იმუშავებს ისე, როგორც ორიგინალი. კატასტროფაა თუ ერთი ამორტიზატორი აღდგენილია და მეორე – ორიგინალი, მათი შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია. დატენილი ამორტიზატორი, მით უმეტეს, თუ ჩქარა სიარული გვიყვარს, დამატებით საფრთხეს ქმნის. თუ მაინც გიწევთ ამორტიზატორის აღდგენა, მაშინ უმჯობესია, ორი წინა, ან ორი უკანა ერთდროულად მაინც აღადგინოთ. ვერც ისინი იქნება ერთნაირი, მაგრამ შედარებით უფრო უკეთ მოერგება ერთმანეთს, ვიდრე დატენილი და ორიგინალი. ამ დროს ავტომობილი უფრო კარგი სამართავია. არ გაგიკვირდეთ, თუ აღდგენილი ამორტიზატორის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ სხვანაირია – უფრო ხისტი ან შეიძლება უფრო რბილიც, სხვანაირად უხვევს. ეს პირდაპირ უკავშირდება ამორტიზატორებს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხელოსანი აღადგენს მას. ამიტომ, რისკის გაწევას, გირჩევნიათ, თუნდაც იაფიანი, დაბალი ხარისხის, მაგრამ ქარხნული ამორტიზატორი შეიძინოთ. ამ დეტალში, როგორც მინიმუმ, ის ქარხნული სტანდარტები მაინც იქნება გათვალისწინებული, რომელიც კონკრეტულად მოდელს სჭირდება. ძალიან ბევრი გათვლაა საჭირო, რომ ამორტიზატორი, ზუსტად მოერგოს ავტომობილს, ზამბარების, ავტომობილის სიმძიმისა და სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიდან გამომდინარე. მწარმოებელი დაიცავს ქარხულ პარამეტრებს, რასაც ვერც ერთი, ძალიან მაგარი ხელოსანიც კი, ვერ დაიცავს ამორტიზატორის დატენვისას.

– შეიძლება, ამორტიზატორის რამდენჯერმე დატენვა?

– შეიძლება, მაგრამ მისი რეგულირება უფრო და უფრო გართულდება. ძალიან ძნელი იქნება იმის მიღება, რაც საბოლოოდ, ავტომობილში გჭირდებათ. ნამდვილ სპორტულ ავტომობილში ასეთი რამ დასაშვებია, რადგან არც სერვისის მექანიკოსს და არც პილოტს არ ეზარება მისი რამდენჯერმე მოხსნა და სპორტსმენზე მორგება. მაგრამ, თუ მძღოლი გამოუცდელია ვერაფრით მიუთითებს, რა სჭირდება ამ ამორტიზატორს, დარბილება, გაუხეშება, ზიგზაგის სხვანაირად აღქმა... რომც მიუთითოთ, ძალიან ცოტა ხელოსანი შეძლებს ჩვენი „კაპრიზების” დაკმაყოფილებას. ერთი სიტყვით, ეცადეთ, რაც შეიძლება, ნაკლებად შეცვალოთ ამორტიზატორი. რაც შეეხება ნახმარი ამორტიზატორის შეძენას, ის საკმაოდ მარტივად ისინჯება – ჩაწიეთ ბოლომდე და შეეცადეთ ძალიან მკვეთრად ამოწიოთ უკანვე. ამოწევისას, ის უნდა შეფერხდეს. ანუ, ქვემოთ ჩაწევა გაცილებით იოლად უნდა ხერხდებოდეს, ვიდრე ზემოთ ამოწევა. თუ პირიქით ხდება, ან ერთნაირად ჩადის და ამოდის – ეს ნიშნავს, რომ ის არ ვარგა. თუ დაყენებისას სითხემ გამოჟონა, ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ ამორტიზატორი კარგია.


скачать dle 11.3