რამოსი სამსახურზე გაცვალეს
მადრიდის „რეალის” ფეხბურთელს, სერხიო რამოსს, რომელსაც ახლახან „იაღლიში“ მოუვიდა, როდესაც მოგებული ესპანეთის სამეფო თასი ხელიდან გაუვარდა და დაზიანდა ავტობუსის ბორბლების ქვეშ, პირადული პრობლემები გაუჩნდა. საქმე ისაა, რომ მისი მეგობარი გოგონა, მომხიბვლელი ჟურნალისტი ლარა ალვარესი, სერხიოს თხოვნის მიუხედავად, არ აპირებს სამსახურის მიტოვებას და მთლიანი დროის დათმობას სერხიოსთვის. „მე ძალიან მომწონს ჩემი საქმე და სულაც არ ვგეგმავ დავემსგავსო ჩვეულებრივ დიასახლისს, რომელიც 24 საათი სახლში ზის”, განუცხადა ჟურნალისტებს ლარამ, რომელსაც ტელეარხ „ლა სექსტაზე” სპორტული გადაცემა მიჰყავს. ლარა და სერხიო ერთი წელია, რაც ერთმანეთს ხვდებიან და გაცნობიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება.