შვეიცარიელი ჰოკეისტების „ნოუ-ჰაუ“
შვეიცარიული ჰოკეის კლუბ „დავოსის” ჰოკეისტებმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ოცდამეათედ მოიპოვეს და ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით გასახდელშივე მოაწყვეს წვეულება, რომლის დროსაც, ერთ-ერთ მოთამაშეს ხელიდან გაუვარდა ჯილდო და გატყდა. ჰოკეისტებმა ადგილზევე იპოვეს გამოსავალი: მოიძიეს წებოვანი სკოჩი და პრიზი გასახდელშივე დააწებეს. „დავოსის” ჰოკეისტების წვეულებისა და პრიზის გატეხვის ვიდეო დიდი პოპულარობით სარგებლობს პორტალ „იუთუბიზე”.