სახსრების ტკივილს კალანჰოეს ნაყენი დაგიამებთ
კალანჰოე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. ის აჩქარებს ანთებითი ექსუდატის გაწოვას ქსოვილებიდან, სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს წვენი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მის სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს დადებითი ეფექტი აქვს. ასეთ ექსტრაქტს დიფუზიურობა ახასიათებს, ანუ ქსოვილებში გაიწოვება და მისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ვრცელდება სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე, ასევე, თვით სახსრის სტრუქტურებზეც.
კალანჰოეს ნაყენი შემდეგი წესით მზადდება: წვრილად დაჭერით მისი ფოთლები, ჩაყარეთ ლიტრიან ბოთლში ნახევრამდე. ბოთლი აავსეთ სპირტით ან არყით და დადგით ბნელ ადგილას, დაახლოებით 4-5 დღის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ ნაყენი და გამოიყენეთ სახსრების დასაზელად. ეს ნაყენი სახსრების ტკივილის დროს უებარია.
მკურნალობის კურსი 3 თვეა. ნაყენი ყოველ საღამოს, ძილის წინ შეიზილეთ.