ოხრახუში ორგანიზმს წმენდს
ოხრახუში, თავისი უნიკალური თვისებების გამო, ოდითგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სამკურნალო მცენარე. ის ეხმარება სისხლის შედედებას; მისი მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას.
შეშუპების დროს, 1 ჭიქა ოხრახუშის დაჭრილ ფოთლებსა და ფესვებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში მთელი ღამით, დილით კი გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლიმონის წვენი. დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 5-6-ჯერ. ორი დღის შემდეგ შეისვენეთ და 3 დღის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
ჰემოგლობინის ასამაღლებლად საჭიროა ოხრახუშის ქორფა ფოთლებისა და ფესვების მიღება. ის მოქმედებს, როგორც უებარი საშუალება.
ოხრახუშის წვენს არაერთი დაავადების დროს იღებენ. მათ შორის: თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად.
200 გრამ ოხრახუშს დაასხით 2 ბოთლი ბორჯომი და წამოადუღეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ათი დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ოხრახუშს ჭამენ კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენ საშუალებას. ასევე, ისეთი ინფექციური დაავადებებისას, როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.
თუ გსურთ, თირკმელები გაიწმინდოთ, 1-2 სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით. სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა მოგწყურდებათ.