კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ შეიძლება ანემონას ყვავილობა და როგორ ეგუება ლემა დაბალ ტემპერატურას



საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერთან, თენგიზ პაპავასთან ერთად ვისაუბრებთ თქვენი ბინისთვის შესაფერ მცენარეებზე. ალბათ, ზოგიერთი თქვენგანი მცენარეებს სახლში სივიწროვის გამო არ ახარებს. ჩვენ გაგიადვილებთ საქმეს და ვისაუბრებთ, როგორც დიდ ბინაში გასახარებელ მცენარეებზე, ასევე პატარა ფართისთვის განკუთვნილ ყვავილებზე.



თენგიზ პაპავა: ანემონა მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც სიმაღლეში მაინცდამაინც არ იზრდება და თუ ბინაში დიდი სივრცე არ გაქვთ, შეგიძლიათ, სწორედ ეს მცენარე გაახაროთ კომპაქტურობის გამო. თანამედროვე ჰოლანდიურ სელექციაში ამ მცენარის მრავალი სახეობა არსებობს: ადმირალი, როზეტა, მონალიზა. ყველა მათგანს ერთნაირი მოვლის პირობები აკმაყოფილებს.

– როგორ გავამრავლოთ ეს მცენარე?

– ანემონა მრავლდება თესლით ან ვეგეტაციით – ჩითილებით და მათი დაყოფით. თუ თესლი უკვე გაქვთ, დათესვამდე მას სტრატიფიცირება სჭირდება. უნდა დათესოთ გაზაფხულზე – თებერვლიდან აპრილის ბოლომდე, ან შეგიძლიათ, დათესოთ ზაფხულში, როგორც კი მცენარისგან თესლს აიღებთ, თესლი დათესეთ ყუთში ან სათბურში მსუბუქ ნოყიერ სუბსტრატში. სასურველია, თუ ამ დროს მისი მიწა იქნება ფოთლოვანი და გადამწვარი ნაკელით გაზავებული. დათესვის შემდეგ ზემოდან მოაყარეთ სილა. მცენარეს ზომიერი დანოტივება სჭირდება. ოპტიმალური ტემპერატურის პირობებში (15-18 გრადუსი) 3-4 თვეში მცენარე მიწიდან თავს ამოყოფს. შემდეგ ტემპერატურა 12-15 გრადუსამდე უნდა შეამციროთ. ვეგეტაციის გზით გამრავლების პირობებში მცენარეს ხშირი მორწყვა არ სჭირდება და კვებაც სასურველია 0,1-პროცენტიანი მინერალური სასუქის ხსნარით. გახსოვდეთ, გაზაფხულისა და ზაფხულის ამონაყრებს თავზე დახურვა არ სჭირდება. შეგიძლიათ, ისინი მალევე გადარგოთ მუდმივ ქოთანში. სრულყოფილი მცენარის მისაღებად, გირჩევთ, პირველივე წელს არ დაუშვათ მცენარის ყვავილობა. ამიტომ, ბუტონები დასაწყისშივე მოაჭერით. დაყოფით გამრავლებისას, აუცილებელია, იცოდეთ გადაჭრის დრო და სპეციფიკა. უმჯობესია, დაყოფა მოხდეს გაზაფხულზე. სანამ ამ პროცესს დაიწყებთ, ერთი ღამით მცენარე თბილ წყალში დაალბეთ და შემდეგ დაჭერით ნაწილებად. ყოველ ნაწილს ორი ფესურა უნდა ჰქონდეს, რომელზეც ნახშირი უნდა წაუსვათ და ჩარგოთ ყუთში. სუბსტრატი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც თესლისთვის: მსუბუქი, ნაყოფიერი და წყალგამტარი. რეკომენდებული არ არის ახალი ნაკელი.

– როგორ მოვუაროთ უკვე ზრდასრულ მცენარეს ყვავილობის შემდეგ?

– ყვავილობის დამთავრებისთანავე, ნიადაგის კვება შეწყვიტეთ. მორწყვა და განათება კი ზომიერად მიაწოდეთ. აგვისტოსა და სექტემბერში ჩარგვისას, მცენარე დეკემბერ-იანვარში ყვავილობს, ხოლო იანვარში ჩარგვისას – მცენარე ივნისში აყვავდება. თუ ანემონა ქოთანში იზრდება, შეგიძლიათ გარეთაც გაიტანოთ ხოლმე.

– როგორი პირობები მოსწონს გახარებულ ანემონას?

– მცენარეს უყვარს რეგულარული, მაგრამ არა უხვი მორწყვა. მოსწონს ზომიერი განათება. ყოველკვირეულად, სასურველია, ნიადაგის მინერალური სასუქით განოყიერება, ჰაერის განიავება და ტემპერატურის დარეგულირება. ზამთარში უმჯობესია 6-8 გრადუსი, ხოლო ზაფხულში – 16-20 გრადუსი.

– მალე ზამთარი დადგება, ეს საშიში ხომ არ არის მცენარისთვის და რას გვირჩევთ ამ დროისთვის?

– მთავარია, ამ დროს სითბო შეინარჩუნოთ. დაზამთრებისა და დასვენების პერიოდში ერთნაირი ტემპერატურის შენარჩუნების შემთხვევაში, ანემონა კარგად გამოიზამთრებს და ადრე გაზაფხულზევე დაიწყებს ყვავილობას. შეგიძლიათ, მცენარე სათბურში გამოაზამთროთ. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სათბური გაანიავოთ. სათბურის მცენარე უნდა დაიცვათ თაგვებისგან, ორანჟერეაში კი – ლოქორასგან. საუკეთესო დაცვა დაავადებებისგან სწორი რწყვაა, სინათლე და ტემპერატურის რეჟიმი. გირჩევთ, გადარგვამდე, იმ ჭურჭელს, სადაც მცენარე უნდა ჩარგოთ, დეზინფექცია გაუკეთოთ. ასე უფრო დაცული იქნებით მავნებლებისგან.

– რას გვეტყვით მეორე მცენარის შესახებ?

– ამ მცენარეს ლემა ჰქვია, თუმცა ბრუგმანსიასაც ეძახიან. ეს მცენარე ანემონასგან იმით განსხვავდება, რომ მას პატარა ბინა ვერ დაიტევს. ეს დიდი ფართობისთვის გათვლილი მცენარეა და საკმაოდ ეფექტურია ზამთრის ბაღებშიც. მას ულამაზესი ყვავილები აქვს, რომლებიც ტკბილ სურნელს აფრქვევს და ძლიერი არომატი აქვს.

– როგორ გარემოში უნდა ვამყოფოთ მცენარე?

– უყვარს სინათლე. ზაფხულში ეცადეთ, მიწა ტენიანი ჰქონდეს, რომ მწველმა მზემ ზიანი არ მიაყენოს მცენარეს. ამ დროს მოზრდილ მცენარეს ყოველდღიურად სჭირდება მორწყვა. ზამთარში კი შედარებით შეამცირეთ წყლის მიწოდება. გაზაფხულამდე, სანამ ლემა ზრდას დაიწყებს, საკმარისია მხოლოდ ტენიანი მიწა. გრილ ოთახში მცენარეს იშვიათად სჭირდება მორწყვა, ხოლო ნათელსა და თბილ ოთახში – რეგულარულად. ასეთ პირობებში მცენარეს ახალი ყლორტები მალევე ამოსდის. ზაფხულობით მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით.

– რაც შეეხება ტემპერატურას...

– ზამთრის დაბალი ტემპერატურის ნუ შეგეშინდებათ. ეს მცენარე 4 გრადუსსაც აიტანს. მთელი წლის განმავლობაში კი იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 16-24 გრადუსი სითბო.

– როგორ მოვიქცეთ, თუ მცენარემ ჩვენი ბინის ძალიან დიდი ტერიტორია გადაფარა?

– ასეთ დროს შეგიძლიათ, გადაჭრათ, რომ მეტისმეტად მაღალი არ გაიზარდოს. მისი გადაჭრის შესაფერისი დრო გვიანი შემოდგომაა. საერთოდ, ამ მცენარის ნორმალური სიმაღლე 70 სანტიმეტრია. თუ ამაზე მაღალი გაიზარდა, მაშინ გადაჭერით.

ბინაში სად გვირჩევთ ამ მცენარის დადგმას და რომელიმე მწერი ხომ არ ემტერება?

– ბინაში მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია. მას ნამდვილად ემტერებიან მწერები, მათგან განსაკუთრებით წითელი ტკიპა. ამიტომ, ყურადღებით იყავით და ხშირად დაათვალიერეთ ხოლმე თქვენი მცენარე.


скачать dle 11.3