კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუ გამოფიტავთ ორგანიზმს

ყველაზე ხშირად ჰიპოვიტამინოზს არასწორი კვება იწვევს. ბევრი სალათებს რაციონის დამატებად მიიჩნევს და არა ძირითად კერძად, ხილს კი მხოლოდ დესერტად მიირთმევს. არადა, სწორედ ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლის მჟავას, ბეტა-კაროტინსა და P ვიტამინს.

გადამეტებული კვება ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. ჭარბცხიმიანობა ხელს უწყობს გულის იშემიურ დაავადების, ჰიპერტონიისა და სხვა სერიოზული ავადმყოფობების განვითარებას. ბევრი ადამიანი კი მკაცრი დიეტებით ორგანიზმის გამოფიტვას უწყობს ხელს.

ორგანიზმის თითოეულ ცოცხალ უჯრედში ცხოველმოქმედებისას უამრავი ბიოქიმიური პროცესი მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ეს ბიოლოგიური პროცესი არ შეფერხდეს, გარკვეული დამაჩქარებლებია საჭირო. ასეთი კატალიზატორები ფერმენტებია, რომელთა „სამშენებლო მასალა“ ვიტამინებია.

ადამიანისთვის აუცილებელია A, B1, B2, B6, B12, C, D, E, K, PP ვიტამინები. ასევე, ფოლის მჟავა, პანტოტენის მჟავა და ბიოტენი. მაგალითად, ვიტამინი A პასუხს აგებს მხედველობაზე, D ვიტამინი ძვლების სიმკვრივისთვის არის აუცილებელი, E ვიტამინი ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე აგებს პასუხს, მისი უკმარისობა კი სისუსტესა და ანემიას იწვევს. K ვიტამინის ნაკლებობის დროს ოსტეოპოროზი იჩენს თავს, C ვიტამინი კი ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ბაქტერიებს ანადგურებს, ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნას და აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის შეთვისებას.

საკვები არა მარტო ენერგიის, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელი უამრავი ნივთიერების წყაროა. ხილი და ბოსტნეული ნივთიერებათა ცვლისთვის საჭირო ყველა ვიტამინსა და მიკროელემენტს არ შეიცავს. მენიუში სალათების შეტანით ასკორბინსა და P ვიტამინის საჭირო რაოდენობას მიიღებთ. B2 ვიტამინი მხოლოდ რძესა და მის პროდუქტებშია, A ვიტამინი კი – კარაქში. E ვიტამინს მცენარეული ზეთი შეიცავს. არადა, თითოეული მათგანი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. იმისთვის, რომ საჭირო რაოდენობით ვიტამინები მიიღოთ და წონაში არ მოიმატოთ, პოლივიტამინები უნდა დალიოთ. ეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად უსიამოვნო სიმპტომებისგანაც გიხსნით.


скачать dle 11.3