კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: რა არის პარკინსონის დაავადება, როგორ ვუმკურნალოთ მას და გადადის თუ არა ის შთამომავლობით?

პასუხი: პარკინსონის დაავადება ტვინის ნაწილში აქტიური ნივთიერებების წარმოქმნის ნაკლოვანებასთან არის დაკავშირებული, რის გამოც კუნთებს არასწორი ბრძანებები გადაეცემა (შებოჭილობა, კიდურების კანკალი). ზოგ შემთხვევაში ეს ტრავმის ან ძლიერი სტრესის შედეგია. მკურნალობა ჩანაცვლებითია მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მხოლოდ აჩერებს დაავადების პროგრესირებას. არ არის თანდაყოლილი.

კითხვა: რა არის ახალი ბრონქიალური ასთმის მკურნალობაში?

პასუხი: ხშირად ბრონქულ ასთმას ფილტვების ქრონიკული ინფექციის კერები იწვევს (ქლამიდიები, მიკოპლაზმა, პნევმოციტები). შეგიძლიათ, ჩააბაროთ სისხლი ამ ინფექციებისადმი ანტისხეულებზე, მათი აღმოჩენის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთერაპია და იმუნოკორექცია საგრძნობლად აუმჯობესებს ავადმყოფის მდგომარეობას ან, განკურნავს კიდეც.

კითხვა: ვარ 21 წლის. 3 კვირაა, დამეწყო თმის ცვენა (ვიზუალურად ჯანსაღია). რას მირჩევთ?

პასუხი: ალოპეციის (თმის ცვენის) მიზეზი მრავალნაირია: გენეტიკური მიდრეკილება, ჰორმონალური დარღვევა, თავის კანის მიკრობული დაზიანება, სეზონური ავიტამინოზი, სტრესი და სხვა. თქვენს შემთხვევაში, რადგან თმა და თავის კანი ჯანმრთელია, ალბათ, საქმე ავიტამინოზთან გვაქვს. ამიტომ, დერმატოლოგის კონსულტაცია ზედმეტი არ იქნებოდა.

კითხვა: როგორ ვუმკურნალო მუხლის სახსრის ანთებას, თუ ექიმის დანიშნული პრეპარატები საშინელ გვერდით მოვლენებს იწვევს (ალბათ, ასთმის გამო)?

პასუხი: ადგილობრივი ანესთეზიით სახსარში შეჰყავთ კარტიკოსტეროიდული პრეპარატები (დიპროსპანი, კენალოგი), რომლებიც, ფაქტობრივად, არ იწვევს სისტემურ გვერდით მოვლენებს. ეფექტი კი, რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს.

კითხვა: რა არის ეროზიული გასტრიტი და რა სიმპტომები აქვს მას?

პასუხი: გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლის დროსაც მკვრივი საკვებიც კი აზიანებს მას. გასტროსკოპიის დროს ლორწოვანზე ნაკაწრების მაგვარი დაზიანებები აისახება – ეროზიები. სიმპტომები, დამახასიათებელი გასტრიტისთვის: ტკივილი ეპიგასტრიუმის (ჭიპის ზემოთ) არეში, გულის რევის შეგრძნება და სხვა.

კითხვა: იღუპება თუ არა შიდსისა და ჰეპატიტის ვირუსები ინსტრუმენტების დუღილის დროს?

პასუხი: შიდსის ვირუსი ადვილად იღუპება 56 გრადუსზეც კი, ხოლო ჰეპატიტის ვირუსი უფრო მდგრადია. ინსტრუმენტის სტერილიზაციისთვის მთელი არსენალი არსებობს (ხსნარები, მაღალი ტემპერატურა, ორთქლი, წნევა, სხივები), რომელიც უვნებელყოფს ვირუსებს და ინსტრუმენტებს სამუშაო თვისებებს უნარჩუნებს.

კითხვა: გადამდებია თუ არა ჰეპატიტი ფიზიკური კონტაქტის დროს, ვთქვათ, ხელის ჩამორთმევისას?

პასუხი: A, B, C, D ვირუსული ჰეპატიტები ხელის ჩამორთმევით გადამდები არ არის.


скачать dle 11.3