კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკარგვინებენ მორწმუნე ადამიანები საკუთარ შვილებს სარწმუნოებრივი ცხოვრების სურვილს და რა იწვევს ლოცვებისა და ეკლესიაში სიარულის მიმართ პროტესტს

ადამიანის კარგ პიროვნებად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს კარგი აღზრდა, რაც ქრისტიანულ ცნებებთან, პრინციპებთან ზიარების გარეშე წარმოუდგენელია. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მშობელსა და შვილებს ერთმანეთთან, როგორ უნდა აღზარდონ ისინი, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა ბიკაშვილი:

– აღზრდა, რა თქმა უნდა, ადამიანზე ძალიან დიდ გავლენას ახდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გარემოში იზრდება. აღზრდა, ადამიანს ცვლის, გარდაქმნის და გარკვეულწილად, აყალიბებს მის ზნეობრივ ტემპერამენტს, აზიარებს ისეთ განწყობასთან, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვება. თუ შევადარებთ, დავაკვირდებით ორ განსხვავებულად აღზრდილ ადამიანს, მათ ცხოვრებას, განათლებას, ძალიან დიდ სხვაობას აღმოვაჩენთ. შესახედავად შეიძლება ორივე ერთნაირი იყოს, მაგრამ მათი ქცევა, მოძრაობა, გადაადგილებაც კი, სხვადასხვანაირი იქნება. შინაგან, სულიერ ძალებზე, მიდრეკილებებზე ხომ არაფერს ვამბობ. ის, რომელიც არ არის კარგად აღზრდილი, გარკვეულწილად, გაუნათლებელიც არის – მისი გრძნობები, მოქმედებები უხეში და მოუქნელია, კარგად აღზრდილ და განათლებული ადამიანთან შედარებით. ეს უკანასკნელი, უფრო დახვეწილია. თუმცა, იმის თქმა არ მინდა, რომ განათლებულ ადამიანში არ არის ბრძოლები, ვნებები, მანკიერებები. უბრალოდ, ის ამ ყველაფერს უფრო კარგად ებრძვის, გონებით მოქმედებს. ჯერ ფიქრობს და მერე დგამს ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განსაზღვრავს ადამიანის წარმოდგენებს, მსოფლმხედველობას, ზნეობრიობას, მაგრამ აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი პატარაობიდან როგორც აღიზრდება, მეტი ალბათობაა, მან თავისი ცხოვრებაც ასევე გააგრძელოს. თუ ოჯახში მშობლები არიან მოწოდების დონეზე – ბავშვებს ზრდიან კეთილსინდისიერად, ზნეობრივად, რელიგიაზე უკვე აღარ ვსაუბრობ, რადგან ეს თავისთავად, აუცილებელია, ისინი ბავშვის მომავალი ცხოვრების ფორმირებაში გარკვეულ როლს თამაშობენ. სხვადასხვა რელიგიები მეტ-ნაკლებად ადამიანების კარგ განწყობას ქმნიან, რომ ისინი სხვების მიმართ იყვნენ ლოიალურნი, მიმტევებლები, მოსიყვარულენი, მაგრამ ამას ყველაზე კარგად ქრისტიანობა აკეთებს. კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, სწორედ ქრისტიანობას შეუძლია, ადამიანის სრულყოფილი გარდაქმნა. ჩვენთვის უფრო გასაგები რომ იყოს, ადამიანი მიემსგავსა ადამიანს – დაიბრუნა თავისი ადამიანობა და რაც მთავარია, ისევ იპოვა ღმერთი, საკუთარი თავიც და სხვებიც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, შვილების აღზრდა ქრისტიანული პრინციპებით, ისევე, როგორც ზნეობრივი, ადამიანური პრინციპებით. როდესაც ბავშვი ასე იზრდება, ეს უკვე მის ცხოვრებაში რეალური მაგალითია იმისა, მომავალში თავად გახდეს სამაგალითო ქრისტიანი.

– როგორც ცნობილია, ძველად მშობლები და შვილები ერთად ლოცულობდნენ და ასეთ ლოცვას განსაკუთრებული მადლი და ძალა ჰქონდა.

– ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ძველად, ძალიან ბევრ ოჯახში, მშობელი იწყებდა ლოცვას და გვერდით იყენებდა შვილებს, ვისაც უკვე შეეძლო, ამ ყველაფრის მოსმენა, გააზრება, გაგება, გათავისება. ერთობლივი ლოცვა ტარდებოდა და ალბათ, ამიტომაც გამოირჩეოდნენ ჩვენი წინაპრები ჩვენზე მეტი რწმენით, მონდომებით, სულისკვეთებით, პატრიოტიზმიით და შვილებსაც ასე ზრდიდნენ. რა თქმა უნდა, ეს დღესაც ხდება. არის ოჯახები, სადაც 4-5 წევრია და ყველა მორწმუნეა, ეკლესიურად ცხოვრობს და შეიძლება, მათ ლოცვასაც ასეთი, ერთობლივი სახე ჰქონდეს. მაგრამ, ზოგ ოჯახში, ერთია მორწმუნე, ან ორი, ყველას თავის დრო აქვს ლოცვისთვის. რა თქმა უნდა, კარგია, თუ ერთი პირით ადიდებენ ოჯახის წევრები უფალს. თუ საქართველოში ასეთი ოჯახები ბევრი იქნება, ეს ჩვენს სიძლიერეს წარმოაჩენს უფლის წინაშე და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება. მაგრამ, თუ ეს არ ხერხდება, მაშინ ოჯახში ერთი ადამიანი იქნება მორწმუნე, მლოცველი თუ – ორი, მათ სარწმუნოებრივი მაგალითი უნდა მისცენ ბავშვებს. შეიძლება, შვილმა, მშობლებთან ერთად არ ილოცოს, მაგრამ როდესაც დაინახავს, რომ მამა, დედა ლოცულობს, მისთვის ეს კარგი მაგალითი იქნება და თვითონაც დაიწყებს მომავალში ლოცვას.

– მშობლები ბავშვებს ხშირად აძალებენ ლოცვების წაკითხვას, რაც იწვევს იმას, რომ ბავშვებს აღარ უნდათ ლოცვა და მომავალში საერთოდ უარს ამბობენ ამაზე.

– სამწუხაროდ, მორწმუნე ადამიანებში არსებობს არასწორი, არაჯანსაღი მიდგომა. ისინი შვილებისგან ითხოვენ იმ ყველაფრის შესრულებას, რასაც თავად ასრულებენ. ყველამ ვიცით, რომ მართლმადიდებლობა თავისუფალი საწმუნოებაა. სახარება გვასწავლის, რომ ადამიანი თავისი ნებით უნდა მიეახლოს უფალს. უფალი ღვთისკენ, სარწმუნოებისკენ ნაბიჯის ძალით გადადგმას არ ითხოვს. ის გველოდება, ყველას მოგვიწოდებს, მაგრამ ამ ნაბიჯს ვინ როდის და როგორ გადადგამს, ეს უკვე ადამიანის გადასაწყვეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი შვილები პიროვნებები არიან. რა თქმა უნდა, მათზე გარკვეული უფლებები გვაქვს, რადგან ჩვენი შვილები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ბოლომდე ჩავერიოთ მათ ცხოვრებაში, აზროვნებაში, თავისუფლებაში. თავად უფალი არ აბრკოლებს ადამიანს თავისუფალ არჩევანში. თუმცა, აჩვენებს ორ გზას: ერთი ცხონებისკენ მიდის, მეორე – წარწყმედისკენ. ასე რომ, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, კი არ უნდა დააძალოს შვილს ლოცვა, ეკლესიაში სიარული, არამედ, საკუთარი ქცევით მისცეს მას მაგალითი. მშობელი, რომელიც ბავშვს აძალებს, იმარხულოს, ილოცოს მასთან ერთად, დაესწროს წირვას, მიუხედავად იმისა, შეუძლია და სულიერად მომწიფებულია თუ არა, აქვს თუ არა ამის სურვილი, რა თქმა უნდა, არასწორად იქცევა. ეს შემდეგში გამოიწვევს ამ ადამიანის ჩამოშორებას სარწმუნოებისგან. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი ვიცით, როდესაც უკვე ზრდასრული ადამიანი ამბობს, რომ მშობლები ბავშვობაში აძალებდნენ ლოცვების კითხვას, ყველაფერს მისი ნების წინააღმდეგ აკეთებდნენ და ამან საპირისპირო რეაქცია გამოიწვია – ლოცვებისადმი, ეკლესიაში სიარულისა და ზიარებისადმი ცუდი დამოკიდებულება ჩამოუყალიბა, პროტესტი გამოიწვია მასში. მე ეს არ მინდოდა და ამას ვაკეთებდიო. ლოცვა, მართლმადიდებლობა, ზნეობრივ-ქრისტიანული ცხოვრება კარგია, მაგრამ თუ ეს შენი ნების წინააღმდეგ ხდება, ამას სარწმუნოებისადმი რადიკალური მიდგომა, თავს მოხვევა ჰქვია, რასაც უფალი არ ითხოვს ჩვენგან. უფალი გვეძახის, გვიხმობს, მაგრამ მას კარს გავუღებთ თუ არა, ეს ჩვენი თავისუფალი ნებაა. ჩვენი ნებით ვწყვეტთ საკუთარი ცხონება არცხონების საქმეს.

– ხშირად, მშობლები უკვე ზრდასრული შვილების ცხოვრებაშიც აქტიურ ჩარევას აგრძელებენ. მათგან, ბოლომდე მორჩილებას ითხოვენ, რასაც ხშირად, ძალიან ცუდ შედეგამდე მივყავართ.

– რა თქმა უნდა, ამ საკითხს ეკლესია ცალსახად უდგება. უფალი ძველ აღთქმაში ებრაელ ერს ეუბნებოდა, რომ მშობლების ლოცვით განემტკიცების ოჯახის საფუძველი, ანუ შვილების, მათი შთამომავლების ოჯახების საფუძველი. ასევე, აფრთხილებდა შვილებსაც, ვინც მშობლებს არ დაემორჩილებოდა, მათ შეურაცხყოფას მიაყენებდა, ეს მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ასეთი ურჩი შვილები ჩაქოლვით ისჯებოდნენ. მშობელი უნდა ზრუნავდეს საკუთარ შვილზე, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში. შვილისგან არ უნდა მოითხოვოს სრული დამორჩილება, ის არ უნდა ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში, არ შეზღუდოს მისი თავისუფალი ნება. აღზრდის დროს, მთავარია, ბავშვი გაიზარდოს დამოუკიდებელ ადამიანად. ის უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებას და გადაწყვეტილებების მიღებას, დამოუკიდებელ ცხოვრებას. ვინც მშობლებზე ბოლომდე დამორჩილებულნი გაიზარდნენ, უკვე გაზრდილნი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ იღებენ და საზოგადოების სრულყოფილი წევრებიც ვეღარ ხდებიან. ყველა შვილი პატივს უნდა მიაგებდეს მშობელს, ისევე, როგორც მშობელი შვილს, მაგრამ დამოუკიდებლობა და ინდივიდუალიზმი, ყველამ საკუთარ თავში უნდა განავითაროს.


скачать dle 11.3