კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მართებულია თუ არა ნაკურთხ სახლში ძაღლის, კატისა და ფრინველების ყოფნა?

პასუხი: ნაკურთხ სახლში ცხოველებისა და ფრინველების ყოფნა არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ტრადიციებს. თუმცა, დაუშვებელია მათი ხატებთან მიახლოება. გარდა ამისა, შეიძლება, ზოგიერთ ადამიანს ცხოველი გაფეტიშებული ჰყავდეს და საათობით დაუთმოს მას დრო, მაშინ როცა გაჭირვებული ადამიანისთვის ერთი წუთითაც ვერ იცლის. ეს კი დანაშაულის ტოლფასია.

კითხვა: მქონდა ახლობლის ვალი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. გაუსტუმრებელი ვალი ძალიან მაწუხებს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ვალი დაუბრუნეთ მისი ოჯახის წევრებს ან ახლობლებს. ხოლო, თუ ისეთი სიტუაციაა, რომ გარდაცვლილს არ ჰყავს ოჯახის წევრები, შეგიძლიათ, ეს ფული დაურიგოთ გაჭირვებულებს ან ეკლესიას შესწიროთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ხატების კუთხეში მოვათავსო გარდაცვლილი ახლობლის ფოტო, რომელზეც ცოცხალი ადამიანიცაა აღბეჭდილი?

პასუხი: ხატების კუთხეში მხოლოდ ხატები მოათავსეთ. სასურველი არ არის ხატების კუთხეში მოათავსოთ გარდაცვლილი ადამიანის ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ერთად არის ის ფოტოზე. თქვენ, ალბათ, გაშფოთებთ ის საკითხი, ხომ არ შეექმნება რამე საფრთხე ფოტოზე გამოსახულ ცოცხალ ადამიანსაც, ამ მხრივ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, ეს ცრურწმენაა.

კითხვა: ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ერთი შეხედვით მორწმუნე ადამიანი, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს და ყველა ქრისტიანულ წესს იცავს, უხეში და უსიყვარულოა. როგორ შეიწირავს უფალი მის ლოცვას?

პასუხი: დავიწყოთ იმით, რომ სხვისი განკითხვის უფლება არავის აქვს, ყველას ცოდვას თვითონ მოჰკითხავს უფალი. რაც შეეხება უმადლო ვითომ ქრისტიანს, ამგვარი ადამიანის ეკლესიურობა და მხოლოდ წესების დაცვა ფუჭი და უნაყოფოა. ქრისტიანობა მხოლოდ რიტუალების შესრულებას არ ნიშნავს, მთავარია, ადამიანი თვითონ იყოს სიკეთით სავსე, უყვარდეს მოყვასი და, რა თქმა უნდა – უფალი.


скачать dle 11.3