კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ხორცი გასაღდა ძეხვებისა და სოსისების დამზადებაში და რა ნიშნით უნდა გავარჩიოთ ნატურალური და ახალი პროდუქტი

არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც, ჯერ კიდევ ვერ მივიდნენ იმ შეგნებამდე, რომ ვადაგადაცილებული პროდუქტის რეალიზაცია კატეგორიულად დაუშვებელია. შიდა ბაზარზე ისედაც სრული ქაოსია – რას ვჭამთ, რას ვსვამთ, კაცმა არ იცის. რეალიზატორები ყველანაირად ცდილობენ, უვარგისი პროდუქტი უკან არ დაიბრუნონ, არ იზარალონ და საქონელი ბოლომდე გაყიდონ ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. გადაშლილია ძველი და ახალი ვადებია მიწერილი ან საერთოდ, მითითებული არ არის პროდუქციაზე ვადა, ეს ყოველივე კვლავ აქტუალურია და მთავარ საფრთხედ რჩება. არსებობს თუ არა რაიმე დაცვითი მექანიზმი ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ამაზე კვების პროდუქტების ექსპერტი ქალბატონი ეთერ სარჯველაძე გვესაუბრება.

ეთერ სარჯველაძე: მომხმარებელმა, უპირველესად, ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ რა ტემპერატურაზე ინახება პროდუქტი. შეიძლება, სულაც არ იყოს ვადაგასული, მაგრამ ისეთ პირობებში იდოს, რომ ადუღდეს და გაფუჭდეს. ამიტომ, ეს შეიძლება მომხმარებლის ბრალიც იყოს. ხშირად ვამბობ, როგორიც არის მოთხოვნა, ისეთივეა მიწოდება. მომხმარებელი რომ უფრო მეტად ყურადღებიანი იყოს, ვერ მოატყუებენ. აუცილებელია, სამომხმარებლო განათლება. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხალხს ეს განათლება აქვს, ამიტომ, შეძენის დროს არ ცდებიან. ჩვენი უფლებები თვითონვე უნდა დავიცვათ.

– გეთანხმებით, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ჩქარი ტემპიდან გამომდინარე, არ შეგვიძლია ოცი, ოცდახუთი წუთით ზედმეტად ვიდგეთ მაღაზიაში და ბოლომდე ჩავიკითხოთ მასზე მითითებული შემადგენლობა და ვადები.

– როცა საქმე, ჩვენს ჯანმრთელობას ეხება, იქ სიჩქარე არ ვარგა. მაღაზიებში დგას დახლ-მაცივრები, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ჩართული არ იყოს. ვცდილობ, ხელი მივადო და ვიგრძნო, არის თუ არა ჩართული. ეყიდებათ და ყიდიან! აბა, იყოს მომხმარებელი მომთხოვნი?! რა თქმა უნდა, გამყიდველი არავითარ შემთხვევაში, არ გადააგდებს ვადაგასულ პროდუქტს, თუ თქვენ არ მიუთითეთ. უცხოეთში აქვთ ასეთი გამოთქმა – მყეფარე მომხმარებელი. ვცდილობ კორექტულად, მაგრამ აუცილებლად ვთქვა, რაც არ მომწონს. გამყიდველს არ აქვს უფლება, მიყვიროს და შეურაცხყოფა მომაყენოს, რადგან მასთან სამართლიანი პრეტენზია მაქვს. აი, ახლა მზადდება ცხელი ხაზი და ყველა შეტყობინებას მსგავს ფაქტებზე მწვავე რეაქცია მოჰყვება. პროტესტი უნდა გამოვუცხადოთ იმ მაღაზიებს, სადაც ცუდად გვექცევიან. ბოლოს და ბოლოს ყოველ ფეხის ნაბიჯზეა მაღაზიები. არის ქვეყნები, სადაც მომხმარებელს ეფერებიან. ჩვენთან ეს ეტიკეტი არ არსებობს. სამი მხარე მონაწილეობს ამ პროცესში – მომხმარებელი (თუ მომხმარებელი არ იქნება, არ იქნება მიმწოდებელი), მეწარმე და სახელმწიფო. მე ვნახე, მაღაზიაში შემოვიდა ადამიანი, ორი თითი ნერწყვით დაისველა, რომ ცელოფანი გაეხსნა, მერე ერთ პურს მოკიდა ხელი, მეორეს, მესამეს... რომ მეთქვა რამე, თქვენზე მეტი ვიცითო და შეიძლებოდა, თავში ჩაერტყათ. ეს ნორმალურად მიიღეს, ჩადეს ცელოფანში, ასე ვთქვათ, ნაფურთხი პური და წაიღეს. სახელმძღვანელოში ერთი ასეთი ამერიკული მაგალითია მოყვანილი: ერთი პენსიონერი ქალი შევიდა მაღაზიაში. პრეტენზია გამოთქვა, ეს რატომ არ გაქვთ, ის რატომ არ გაქვთო. იფიქრეს, ეს ერთი ქალი თუ არ შემოვიდა მაღაზიაში, რა მოხდებაო და გამოაგდეს. ის ქალი ისეთი წიოკით გამოვიდა მაღაზიიდან, იმ დღიდან იქ აღარავინ შესულა. ხალხის რისხვა გამოიწვია, რომ ასე უტაქტოდ მოექცნენ ამ ხნიერ ქალს. როცა ვხედავ, რომ ვადაგასულია, პირდაპირ ვეუბნები: ასე არ შეიძლება, ახლა მოვა ინსპექტორი, დაგაჯარიმებს და გაცილებით ძვირი დაგიჯდება, ან ნუ მაძლევ პურს შიშველი ხელებით. რატომ უნდა ვიფიქრო იმაზე, ხელები დაიბანა თუ არა. ნორმალურ მაღაზიებში ძალიან კარგად იციან, როგორც უნდა მოიქცნენ. ყველაზე არაორგანიზებული და არაკონტროლირებადი მაინც ბაზრობებია. ასეთ პირობებში, მაგალითად, გერმანელი არაფერს იყიდის.

– თბილისში რამდენიმე სერიოზული სავაჭრო ცენტრია გახსნილი, სადაც ეჭვები არ გაგიჩნდება – შეხვალ და იყიდი. მე საუბარი მაქვს იმ პატარა ჯიხურებსა და მაღაზიებზე, სადაც ყველა სიკეთესთან ერთად, საშინელი ანტისანიტარიაა. მოდი, ისევ პროდუქტებზე ვისაუბროთ, მაგალითად, ხორცზე, ყველზე, პურზე, ჩაიზე, იოგურტზე, შოკოლადის თუ ჩვეულებრივ კარაქზე, ბანანზე, ეგრეთ წოდებულ, ნატურალურ წვენებზე, რომლის მომხმარებლები უფრო ბავშვები არიან. აქ რა ხდება?

– იოგურტი არის ორი სახის – მაწონი და დასალევი. მას ზედ აწერია, რა არის გამოყენებული. საერთოდ, კარგი იქნება, თუ ბავშვი კონსერვატებს არ მიიღებს. თვითონაც, ჩემი შვილისთვის ყოველთვის ვყიდულობდი ნატურალურ რძეს და მაწონს ვადედებდი. ახლა შემოვიდა ეტიკეტირება, რომელზეც აწერია, ის აღდგენილი რძით ანუ რძის ფხვნილით არის დამზადებული თუ ნატურალური რძით. ყოველთვის ვარ იმის მომხრე, რასაც კანონი მოითხოვს ევროკავშირში. იქ ადამიანების უფლებები მაქსიმალურადაა დაცული. ბიოქსინის, ტოქსინების შემთხვევა იყო, მაგრამ სწრაფი შეტყობინება, მიკვლევა მოხდა. ბანანი მეორე პრობლემაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ მას სპეციალურ აეროზოლში ინახავენ. ფერშეცვლილი არ უნდა იყიდოთ. საქმე დოზაშია. ათასში ერთხელ რომ შეჭამო, რაღა მაინცდამაინც გაფუჭებული უნდა იყიდო. ჩვენი დიდი ძალისხმევით კარაქზე შეიცვალა ეტიკეტი. მასზე მითითებულია სპრედი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველურსაც შეიცავს და მცენარეულსაც. თუ მხოლოდ მცენარეულია, ესე იგი მარგარინია.

– საკმაოდ აქტუალურია სწრაფი კვება. რას გვეტყვით, მაგალითად, ძალიან მადისაღმძვრელ, ეგრეთ წოდებულ, თურქულ შაურმაზე, რომელიც სინამდვილეში რადიკალურად განსხვავდება თურქული შაურმისგან?

– ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, გარკვეულწილად, სწორედ სწრაფი ცხოვრების წესმა გამოიწვია, როცა გზად უნდა აიღო რაღაც ისეთი სწრაფი კვების ობიექტებიდან, რომელიც ცხიმებით არის გაჯერებული. ეს არის დაუბალანსებელი კვება, როცა ცილების ნაცვლად ისევ ცხიმებს იღებ. ადამიანს სჭირდება ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები. სიჭარბის შემთხვევაში, ნახშირწყლებიც გადადის ცხიმებში, ამას ვუმატებთ ცივ „კოკა-კოლას“. ამ ყველაფრის ერთად მიღება კი არაფრით არ შეიძლება – ორგანიზმის გადაწვას იწვევს. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითვისებს. იქ კიდევ სხვა პროცესები მიდის და ორგანიზმს სტრესის ქვეშ აგდებს. შაურმის შემთხვევაში, არის განსაკუთრებული პირობები, რომელიც თუ დაცული არ იქნება, არ უნდა შეიძინოთ.

– აშკარაა, რომ ჩანგალზე, რაზეც ხორცია ჩამოცმული და ტრიალებს, ხორცის მხოლოდ მესამედი ნაწილი იწვება, დანარჩენი უმია. ჩემი აზრით, ეს არის აბსოლუტურად არაჯანსაღი საკვები.

– თუ ტრიალებს, მაშინ კიდევ არა უშავს. გეთანხმებით, ყველაზე არაჯანსაღი პროდუქტია. მე, მაგალითად, არასდროს გამიჩნდება სურვილი, შაურმა ვიყიდო. თბილისში არსებობს რამდენიმე ნორმალური სწრაფი კვების ობიექტი, სადაც შეიძლება, თავისუფლად შევიდეს ადამიანი და მიირთვას. სტუდენტებსაც კი ვეუბნები ლექციაზე, სახლიდან რომ წამოხვალთ, გირჩევნიათ, ყველი და პური ჩადოთ და წამოიღოთ, ვიდრე ქუჩაში ჭამოთ-მეთქი. პირადად მე, წყალიც კი ბოთლით დამაქვს.

– ყველამ ვიცით, რომ ერთჯერადი ჩაი ქიმიურ დანამატებს შეიცავს, მაგრამ მას მაინც მეტი მომხმარებელი ჰყავს. რატომ?

– ჩაი თუ იღებება, მისი გარჩევა ძალიან ადვილია, თუ ფერი გარკვეული დროის გასვლამდე წამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეღებილია. ნამდვილი ჩაის ფერის გამოყოფას მინიმუმ, სამი წუთი მაინც სჭირდება. ჩვენ თვითონ უნდა ვაიძულოთ შემომტანები, ჩვენამდე კარგი პროდუქტი მოვიდეს.

– გაყინულ ხინკალზე, პელმენზე, კატლეტებზე, ძეხვზე როგორია თქვენი დასკვნები?

– უკვე ერთი წელია, ლაბორატორია დაიშალა და სამწუხაროდ, ვეღარ ვამოწმებ. როცა ვამოწმებდი, გარკვეულწილად, ბაზრის სურათი ვიცოდი. კიდევ ვიმეორებ, მაცივარი არამცთუ არ უნდა გამოითიშოს, არამედ, მას აწერია შენახვის ტემპერატურა და ყველა პროდუქტი ვარგა მხოლოდ მისი შენახვის ტემპერატურაზე. იყო სიგნალი, რომელიც მერე დადასტურდა კიდეც. საცავში შემოვიდა დიდი რაოდენობით დაბალი სასაქონლო თვისებების, ანუ ვადაგასული ხორცი, რომელიც სამაცივრო წარმოებიდან გაიყიდა. გადამუშავებაში წავიდა ძეხვსა და სოსისზე. სწორედ ამიტომ, არსებობს უვნებლობის სამსახური, რომ პერიოდულად მოხდეს ბაზრის გადამოწმება.

– ამ ბოლო დროს განგაში ატყდა რუხ პურზე, აღმოჩნდა, რომ კოლერით იღებება.

– მეწარმეებმაც აღიარეს, რომ ფქვილი, რომელსაც იღებენ მთლიანად არ კონტროლდება. მოზელვის დროს ნახეს, რომ მას ემატებოდა კოლერი. ეს ნივთიერება არც ისე მავნებელია, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. როცა შავ პურზეა საუბარი, მას უნდა ჰქონდეს მეტი უჯრედანა და არა საღებავი. ამას ხარისხული დაფქვა, ცეხვილი პური ჰქვია.


скачать dle 11.3