კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იბრალებს ანუნა მდივნიშვილის შეყვარებულობას და რა ურთიერთობას არ გადაჰყვება ის არასდროს

„ჯეოსტარელი” ანუნა მდივნიშვილი, რომელიც ჯერ ისევ სკოლაში დადის, ახლახან მაყურებლის წინაშე ახალი ამპლუით წარდგა – ის ყოველ შაბათს ახალ გადაცემას უძღვება „იმედის“ არხზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოსდის. პარალელურად, მშვენიერი ანუნა ისევ განაგრძობს სიმღერას, მოდელობას და მოდის კვირეულებშიც აქტიურად მონაწილეობს.

ანუნა მდივნიშვილი: ყველაფერი მაინც „ჯეოსტარის” დამსახურებაა, რადგან ამ კონკურსში გამოსვლის შემდეგ მნახეს და დაინტერესდნენ ჩემით. გარდა ამისა, ყველა ჯეოსტარელმა ერთად ჩავწერეთ სიმღერა, ასევე, ერთი სიმღერა ჯგუფთან „თბილისი”. „ჯეოსტარი” რომ დამთავრდა, შემომთავაზეს ამ გადაცემაში მონაწილეობა. რადგან „რუსთავი 2-თან” მქონდა კონტრაქტი დადებული, ამიტომ, შევხვდი დირექტორს და უპრობლემოდ გამიშვა.

– თავიდან, ალბათ, შენი გარეგნობა მოეწონათ.

– დიახ, თავიდან გარეგნობა მოეწონათ, მერე დამიბარეს, გამესაუბრნენ, მოიხიბლნენ და გადაწყდა, რომ გადაცემა „ფეი ლესი” ანუ, „გადაიხადე ნაკლები” მე უნდა წამეყვანა. მომწონს ეს გადაცემა, ჩემს ასაკში უკვე წამყვანი ვარ, ჩემი ხელფასი მაქვს, თან, მომავალში ჟურნალისტობას ვაპირებ და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, ორმაგად სასიამოვნო. ვნახოთ, მერე რა იქნება.

– შენი პირველი გადაცემა ვნახე და ძალიან მომეწონა, კარგად მიგყავდა.

– მადლობა. იმდენად მონდომებული ვარ, რომ ჩაწერის დროს საკუთარ თავში ეჭვი არ შემპარვია. თან, ბავშვობიდან სულ მიკროფონებით დავრბოდი, ვითომ ინტერვიუებს ვიღებდი, ანუ სახლის დონეზე ამ საქმეში გამოცდილი ვიყავი. რაც მთავარია, ყველა კმაყოფილია, მითხრეს, არ იგრძნობა, რომ პირველი გადაცემა იყოო. ძალიან საინტერესოა: ბევრგან დავდივარ, ახალ-ახალ ადამიანებს ვეცნობი, ყველა სფეროს ვედები, არ არის ერთფეროვანი. მაყურებელსაც აინტერესებს, თან სასარგებლოა – ადამიანებს ფულის ეკონომიურად ხარჯვას ვასწავლი.

– შენ ხარჯავ ფულს ეკონომიურად?

– აქამდე ჩემი შემოსავალი, ძირითადად, სამოდელო საქმიანობიდან მქონდა, თუმცა, ამ მხრივ, ხომ იცი, რა ხდება საქართველოში. ამიტომ, შემოსავალს ვერც დავარქმევდი. როცა ფული მაქვს, სულ ვცდილობ, ეკონომიურად დავხარჯო, მაგრამ, ვერ ვახერხებ, ვერ ვისვენებ, ფულს ვერ ვიჩერებ. შევაჭრებაც მეხერხება, მიყვარს, როდესაც ბაზარში მივდივარ ან სადმე და ვეუბნები, ცოტა დამიკელი-მეთქი. სხვათა შორის, ეს ჭრის, ბევრჯერ ისეც მოუციათ, უჩუქებიათ. პატარა რომ ვიყავი, კარგი სწავლისთვის ჩემები მასაჩუქრებდნენ და მერე იმ ფულით ოცნებებს ვისრულებდი ხოლმე.

– მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანი ხარ, შენი ცხოვრების სტილი, ალბათ, შეიცვალა – უფრო დატვირთული იქნები.

– ბევრად უფრო დატვირთული ვარ, მაგრამ სასიამოვნოდ ვიღლები. ძალიან კარგია, როდესაც იმას აკეთებ, რაც მოგწონს. „ჯეოსტარის” მერე, რაც მთავარია, ხალხს შევუყვარდი – მცნობენ და თბილად მხვდებიან. პოპულარობა რაღაცეებში მეხმარება, მაგრამ ხანდახან, ხელს მიშლის და ეს არ არის კარგი.

– ბიჭები ხომ არ გაწუხებენ?

– იციან, რომ არ უნდა შემაწუხონ, უარესი იქნება მათთვის. როცა ბიჭი არ მომწონს, არაფერს არ აქვს აზრი. საჩუქრები მაინცდამაინც არ მხიბლავს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ამით ვერ მოვიხიბლები. თუ ბიჭი, არ მომწონს, ყირაზეც რომ გადავიდეს, მაინც არაფერი გამოუვა. თუმცა, ზოგს ამას ვერ შეაგნებინებ და მაინც თავისას აგრძელებს, მაგრამ, ბოლოს, გაჩერდება, აბა რას იზამს?

– რამდენი რამით ხარ დაკავებული: მღერი, მოდელობ, სკოლაში დადიხარ და, კიდევ, გადაცემა მიგყავს.

– მოდელობით უფრო ვერთობი, სიმღერა ძალიან მიყვარს, ჟურნალისტობაც. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გამომდის, რომ არ გამომდიოდეს, არც გავაკეთებდი.

– შენს ცხოვრებაში ხშირად ხდება მოულოდნელი სიურპრიზები?

– კი, როგორ არა. ბევრჯერ მიფიქრია, ეს არ გამოვა-მეთქი, მაგრამ, მერე გამოსულა და, ძალიან გამხარებია. ჯერჯერობით იღბლიანი ვარ – ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, იღბლის დამსახურებაა. ძალიან მიყვარს სიახლეები, თავგადასავლები და ხშირად ვეხვევი სასაცილო სიტუაციებში, ძირითადად, მეგობრებთან ერთად – გოგოები ჩვენთვის, რაღაცეებს ვმაიმუნობთ ხოლმე. უბრალოდ, როცა პოპულარული ხარ, ხალხი გიცნობს, ისე ვეღარ იქცევი. მაგალითად, ქუჩაში ისე ვეღარ ვმაიმუნობ, ვცდილობ, ვერ შემამჩნიონ, რადგან, გცნობენ და გაკვირდებიან და ამიტომ ცოტა შეზღუდული ხარ.

– მას შემდეგ, რაც გადაცემა მიგყავს, საკუთარი შემოსავალი გაქვს, ალბათ, უფრო დამოუკიდებელი გახდი.

– ადრეც დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ ახლა, ორმაგად დამოუკიდებელი ვარ. თუმცა, როცა საქმე სერიოზულ გადაწყვეტილებას ეხება, დედას ვეკითხები აზრს, რადგან მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თან, მე ჯერ არ მაქვს იმის უფლება, რომ რაღაც სერიოზული დამოუკიდებლად გადავწყვიტო.

– ეს, რაც საქმეს ეხება. ახლა მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, შეყვარებული ხომ არ ხარ?

– ამჟამად არ მყავს შეყვარებული და ამის დროც არ მაქვს. არც არის აუცილებელი, რომ ახლა, შეყვარებული მყავდეს. ალბათ, მოვა დრო და ვინმე დამაინტერესებს. ზოგი იცი, როგორ ფიქრობს? შეყვარებული მყავს, მაგრამ ცოტა ხნით და მერე დავშორდებიო. თუ შეყვარებული გყავს, სერიოზულად უნდა იფიქრო და მასთან ერთად უნდა იყო მთელი ცხოვრება. ერთჯერადი ურთიერთობები არ მიყვარს.

– როგორი ადამიანი დაგაინტერესებს?

– ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველ წელს მეცვლება აზრი, გემოვნება, შეხედულებები. ერთი რამ ვიცი: უნდა იყოს პატიოსანი, ყურადღებიანი, ოღონდ, ზედმეტად არა. უნდა იცოდეს გოგონას ფასი, სიმპათიურიც უნდა იყოს, განათლებულიც. რაც შეეხება ასაკს, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ასაკის ბიჭები მომწონს. თუმცა, შეიძლება, იყოს ისეთი პიროვნება, რომ საერთოდ არ ემჩნეოდეს ასაკი, უფრო დიდს ჰგავდეს, ჩამოყალიბებული აზროვნება ჰქონდეს და ასეთი უფრო მომეწონოს. არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

– ბიჭის მხრიდან ყურადღება, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია. აქ, მგონი, შენი გადაცემის სლოგანი უფრო უნდა იყოს – „გადაიხადე მეტი”...

– დიახ, მამაკაცი სულ უნდა გაქცევდეს ყურადღებას, მაგრამ, ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს, გადაჭარბებული არაფერი მომწონს. სიყვარული, შეიძლება, გადაჭარბებული იყოს, მაგრამ ძალიან – არა, ყველაფერი კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს: არც მეტი და არც ნაკლები.

– გსმენია საკუთარ თავზე ჭორები?

– ძირითადად, ვიღაცეები იბრალებენ, თითქოს, მათი შეყვარებული ვარ. მაგალითად, ვიღაც გოგო მოსულა ჩემთან და უთქვამს – შენ იმის შეყვარებული არ ხარო? არადა, საერთოდ არ ვიცნობ, ვისზეც მეუბნება.

– როგორია შეყვარებული ანუნა?

– ამ დროს სულ ბედნიერი ვარ, ყველაფერი მიხარია და დიდი სტიმული მაქვს, სიცოცხლით ვივსები; თუმცა, მთავარია, ეს სიყვარული კარგად წარიმართოს, რადგან, როცა ცუდად მთავრდება, ეს ძალიან ძნელია. მაგრამ, არაფერს არ უნდა გადაჰყვე, მით უმეტეს, თუ ეს ურთიერთობა, სიყვარული არ არის იმის ღირსი, რომ ზედმეტად იფიქრო. ზედმეტი ნერვიულობა არაფერზე არ ღირს.

– საკუთარი ემოციების კონტროლი შეგიძლია?

– ემოციური ვარ, ძალიან მიყვარს ფილმები სიყვარულზე და სულ მეტირება ხოლმე. თუმცა, სხვა შემთხვევაში, შემიძლია ემოციების კონტროლი, მხიარული ადამიანი ვარ, არ მიყვარს ცუდ ხასიათზე ყოფნა და სხვისთვის ცუდი განწყობის გადაცემა. საერთოდ, ძალიან ვარ ამინდზე დამოკიდებული. მზე მიყვარს და როცა მზე არ არის, თავი მტკივა, საშინლად ვარ, სულ მინდა, სახლში ვიყო და მეძინოს. სამაგიეროდ, მზე რომ გამოჩნდება, მაშინვე გიჟივით გავრბივარ სახლიდან.


скачать dle 11.3