კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაგამამოუდებელი

იცინის და ხუმრობს ელჩი

მას შემდეგ, რაც ჩვენმა რეინტეგრაციის ყოფილმა მინისტრმა ოკეანის გაღმა გადაინაცვლა, თვალსაც მოგვეფარა და მისი ენაკვიმატობაც მოგვანატრა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე არც მთლად უიმედოდ ყოფილა (ხსენებული მონატრება მაქვს ამჯერად მხედველობაში). გასულ კვირას „საქართველოს გზამ“ (რომელიც, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე საერთაშორისო დონეზე დაუწინაურეს, ცოტა ფრთამოტეხილივითაა) გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოითხოვს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ „დაუყოვნებლივ უნდა გამოიწვიოს ამერიკიდან საქართველოს ელჩი თემურ იაკობაშვილი და მოუბოდიშოს დასავლელ პარტნიორებს ელჩის მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და არადიპლომატიური განცხადებების გაკეთების გამო“. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ, თუკი ხელისუფლება ელჩ იაკობაშვილის პათოსს იზიარებს, ნურც ამას დაგვიმალავს.

მთელი ეს ორომტრიალი „საქართველოს გზაში“ ბ-ნი იაკობაშვილის შემდეგმა გამონათქვამმა გამოიწვია. კერძოდ, ბ-ნმა ელჩმა ბრძანა, რომ ჩვენ სასტიკ დათვთან ერთად ვართ გალიაში, რომელიც მზადაა, ნებისმიერ წამს გაგვგლიჯოს, „ჩვენი დასავლელი პარტნიორები კი გვეუბნებიან, იყავით მასთან მოსიყვარულე, გაუღიმეთ და მოხიბლეთო.“

მეორე მხრივ, უდავოა, რომ დასავლეთის მუდმივი ოლიმპიურად მშვიდი შეშფოთება იოტისოდენადაც ვერ აიძულებს რფ-ს, ან 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს, ან რომელიმე სხვა, როგორც ის, რომ ოფიციალური განცხადებების დონეზე თბილისი თითქოს მზადაა, რფ-ს მოელაპარაკოს (მოლაპარაკებას კი, მოგეხსენებათ, ცოტა მოსიყვარულება ისევე უხდება, როგორც ხინკალს – შავი პილპილი). ამ ფონზე აშკარაა, რომ აშშ-ში ჩვენი ელჩისა და ჩვენივე ხელისუფლების განცხადებები ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში ვერ თავსდება. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე (როდესაც სერგო ბაღაფში და ედუარდ-ჯაყო კოკოევი დიმიტრი მედვედევთან რაღაც-რაღაც დოკუმენტებზე აწერდნენ ხელს) ბ-ნი იაკობაშვილი ენამოსწრებულად შენიშნავდა, გინდამც ხელი მოუწერიათო, „ეს კა კას“ კი იმ „კაკას“ სთავაზობდა (თუმცა, კიდევ საკითხავია, ჩვენ რა „კაკა“ გვერგო), ბუნებრივია, თუკი განვითარებად საქართველოში ალაღებდა ენას, დემოკრატიის აკვანში დავანებულს ლაგამს რაღა ამოსდებდა?!


скачать dle 11.3