კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სახეზე გატყობთ კმაყოფილებას“

საბანგაუწვდენელები

ისე ხდება, რომ უცხოური თუ ადგილობრივი სოციოლოგიების მიერ ჩატარებული, მაინცდამაინც ყველა კვლევა არ ხვდება ჩვენი მედიის მახვილი მზერის ქვეშ. ხვდება თუ ვერა, „გელაპის“ მიერ ჩატარებული კვლევით, ამ ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ცხოვრებით მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტია კმაყოფილი. მეტიც, ამ ჩვენი პოსტრევოლუციური ქვეყნის შვილებს ჰგონიათ, რომ უფრო ცუდად ცხოვრობენ, ვიდრე იემენში, ტუნისსა და ავღანეთში, თუმცა უკეთ, ვიდრე ტაჯიკეთში, კამბოჯასა და კამერუნში. თუ გავითვალისწინებთ, რომ, ამავე კვლევით, 124 ქვეყნიდან მხოლოდ 19-ში გრძნობენ მოქალაქეები თავს ბედნიერად, ჩვენ მიერ დაკავებული ნიშა – „ღარიბი ქვეყნები“ (სადაც 38 ჩვენნაირი გაჭირვებული მოხვდა) – არც ისეთია, ორი აგური რომ გვქონდეს საძებნელი. თუმცა, თუ უფრო გამოწვლილვით გავეცნობით „გელაპის“ კვლევის შედეგებს, აღმოვაჩენთ, რომ იქნებ არც მთლად უაგურობა გვჭირს.

კერძოდ, „განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნების“ კატეგორიაში მოხვდნენ: იემენი, ეგვიპტე, ჩინეთი, ავღანეთი და სომხეთი (იქ მოსახლეობის 12 პროცენტია კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით), უფრო ქვემოთ, 10-პროცენტიანებში კი მოვხვდით: საქართველო, აზერბაიჯანი და მაკედონია, ხოლო, რაკი ჩვენ ქვემოთ ისეთებიც არიან (ტაჯიკეთი, კამბოჯა, კამერუნი, სუდანი, ზიმბაბვე, უგანდა, ჩადი), სადაც მხოლოდ ერთი პროცენტი გამოთქვამს საკუთარი ყოფით კმაყოფილებას, ალბათ, მაინც ჯობია, რომ აგურები მოშორებით შევინახოთ.

ადგილობრივი სოციოლოგები ჩვენს 10-პროცენტიან მაჩვენებელს შემდეგნაირად ხსნიან: ჯერ ერთი, თითქოს საქართველოში მაინცდამაინც კარგ ტონადაც არ ითვლება საკუთარ კმაყოფილებაზე ლაპარაკი და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა ცხოვრების მაღალ დონეს ყოფილა შეჩვეული. ხოლო, რაკი „შეჩვეულს ნუ გადააჩვევ, მიუჩვეველს ნუ შეაჩვევო“, სავარაუდოა, რომ რამდენიმე წელიწადში ისე „შევეჩვევით“ („გადავეჩვევის“პარალელურად), რომ საკუთარი ცხოვრების დონით მთლად ათი თუ არა, ორი-სამი იმდენი მაინც ვიქნებით კმაყოფილი.


скачать dle 11.3