კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მართვის ამღებები

ანუ, ექსკრემენტების სურნელში

მართალია, საკრებულოს ოპოზიციური ფრთა წინააღმდეგია, მაგრამ, რაკი საკრებულოურ უმრავლესობას (საპარლამენტოსი არ იყოს) სრულიად დამოუკიდებლადაც შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, საქმეს იმთავითვე ეტყობოდა, რომ თბილისის მიერ გუდაურის მართვაში აღებას წინ ვერაფერი დაუდგება. არც დაუდგა და გასულ კვირას ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყდა, რომ თბილისი გუდაურისთვის ორ-ნახევარ მილიონს გაიღებს. ოპოზიციონერთა არგუმენტებით, რაკი ბევრი თბილისელისთვის ჯანდაცვა ხელმიუწვდომელია, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხის სხვა მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარებისთვის ასე ხელაღებით ხარჯვა თბილისელთა წინაშე უსამართლობააო. სახელდობრ, ზაზა გაბუნია შენიშნავს, რომ ის ორ-ნახევარი მილიონი ლარი მოაკლდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, როგორებიცაა: კეთილმოწყობა, სანიაღვრე ქსელის ექსპლუატაცია, მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა (რაც მართალია, მართალია, თბილისური მიწისქვეშა გადასასვლელების სავიზიტო ბარათად კვლავაც რჩება ექსკრემენტების სუნი), გამწვანება და ავარიული შენობების რეაბილიტაციაო.

უმრავლესობის ლოგიკით, საქმე საპირისპიროდაა. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბ-ნი ახვლედიანი შენიშნავს, რომ თბილისის მიერ „გუდაურის განვითარების ფონდისთვის” თანხა თბილისის მერიაში 2011 წლის ტენდერების ჩატარების შემდეგ მიღებული ეკონომიებიდან გამოიყო და პირობასაც დებს, რომ დედაქალაქის არც ერთ პროგრამას ერთი თეთრიც არ მოაკლდება (სავარაუდოდ, დედაქალაქის მესვეურები იმ ზღაპრული ობოლი მწყემსივით არიან, დედინაცვლის მიერ მიცემულ შავ პურს თვითონაც რომ ჭამენ, გამვლელ-გამომვლელსაც უწილადებენ და სახლშიც ხელუხლებელი მოაქვთ). მეტიც, ბ-ნი ახვლედიანი (მისი ბაგეებით კი – სრულიად დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობა) ირწმუნება, რომ, რაკი თბილისის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი გამოცდილება აქვს, „ეს იქნება წარმატებული პროექტი, რაც თბილისსა და გუდაურში ტურისტების ნაკადების მოზღვავებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.“ მაგალითად, საკრებულოს წევრი ბ-ნი იონათამიშვილი ამტკიცებს, რომ თბილისი სწორედ ევროპული დედაქალაქების გამოცდილებას მიჰყვება (თუმცა, აღარ აზუსტებს, აი, იმ დედაქალაქების გადასასვლელებშიც თუა გამეფებული ექსკრემენტების სურნელი) და განმარტავს, რომ, შესაძლოა, თბილისელების დიდი ნაწილი არც ყოფილა გუდაურში და არც მომავალში მოხვდეს იქ, მაგრამ, თბილისის მიერ გუდაურის მართვაში აღება მათთვის დიდად სასარგებლოაო (ოღონდ, მე არ მკითხოთ, ეგ როგორო). პირადად მე ეჭვი არ მეპარება, რომ დედაქალაქის მესვეურები გუდაურის მართვას ლაზათიანად შეძლებენ, თუმცა, ის კი მიკვირს, ამდენი ხანია, რით ვერ შეძლეს, რომ აწ უკვე ფერშეცვლილ ნაგვის მანქანებს, მაინცდამაინც, გადატვირთულ მოძრაობაში არ გაჰქონდეთ ნარჩენები?!


скачать dle 11.3