კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„შავი“” ფაფის დიეტა

თუ გაქვთ ნებისყოფა, უფრო მეტი კი – სწრაფად გახდომის სურვილი, ანუ, თუ გსურთ, ერთ კვირაში 10 კილოგრამი ისე დაიკლოთ, თქვენს ჯანმრთელობას არაფერი დაუშავდეს, დაიცავით ეს დიეტა. გვერწმუნეთ, კმაყოფილი დარჩებით.

რაც შეეხება თავად დიეტას, არც ძვირი დაგიჯდებათ და არც განსაკუთრებული კულინარიული ნიჭის გამოვლენა მოგიწევთ: ერთი დღის განმავლობაში დაგჭირდებათ 2 ჩაის ჭიქა წიწიბურა, 1 ლიტრი უცხიმო კეფირი (ან მაწონი), 1 ლიტრი გაზგასული მინერალური წყალი, მწვანე ჩაი ან ჩირის კომპოტი (ორივე უშაქროდ) და, რაც მთავარია, 19 საათის შემდეგ – არც ერთი ლუკმა!

2 ჩაის ჭიქა წიწიბურას დაასხით 3 ჩაის ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ მთელი ღამით. დილით, მარცვლები გაფუებული დაგხვდებათ. მარილი და ცხიმი გამორიცხეთ. თვალის ზომით გაყავით 5-6 ტოლ ნაწილად და თითოეული ჯერი მიირთვით დაახლოებით ორსაათიანი შუალედებით. მონაცვლეობით დააყოლეთ კეფირი, მინერალური წყალი, ჩაი ან კომპოტი. თუ ძალიან გიჭირთ ყავის გარეშე ცხოვრება, შეგიძლიათ, მხოლოდ დილით დალიოთ 1 პატარა ფინჯანი ნალექიანი ყავა (უშაქროდ).

გთავაზობთ წიწიბურაში შემავალი მიკროელემენტებისა და ვიტამინების ჩამონათვალს (მონაცემები გათვლილია 100 გრამ წიწიბურაზე).

კალორიულობა – 310 კილოკალორია,

ცილები – 12,6 გრამი,

ცხიმები – 3,3 გრამი,

ნახშირწყლები – 62,1 გრამი,

ვიტამინი B1 – 0,4 მილიგრამი,

ვიტამინი B2 – 0,2 მილიგრამი,

ვიტამინი B6 – 0,4 მილიგრამი,

ვიტამინი E – 6,7 მილიგრამი,

რკინა – 6,7 მილიგრამი,

კალიუმი – 380 მილიგრამი,

მაგნიუმი – 200 მილიგრამი,

ფოსფორი – 296 მილიგრამი,

კვებითი ბოჭკოები – 1,3 გრამი.


скачать dle 11.3