კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ნიუ-იორკი დააარსა ჰოლანდიის კომპანიამ 1625 წელს. ინგლისელთა მიერ მის დასაკუთრებამდე, ანუ 1664 წლამდე, მას „ახალი ამსტერდამი“ ერქვა.

* ძველი რომაელი გურმანები ქათამს კი არ კლავდნენ, არამედ ღვინოში ახრჩობდნენ, რომ მისი ხორცისთვის ნაზი და პიკანტური გემო მიეცათ.

* ტაილანდში განიხილება კანონპროექტი, რომლითაც უცხოეთიდან ქვეყანაში ბენზოხერხის შეტანა დაისჯება ისე, როგორც ჩვეულებრივი იარაღის შეტანა. ტაილანდელები მას მათი ეროვნული ფასეულობის – ტყის გასანადგურებელ იარაღად მიიჩნევენ.

* ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა შერიმ თავისი ტანის სილამაზეს ორი ნეკნი შესწირა.

* მეოცე საუკუნის ბოლოს ავსტრალიაში გამოცხადდა ტრადიციული სააღდგომო სიმბოლოს – შოკოლადის კურდღლის საწინააღმდეგო კამპანია. საქმე ისაა, რომ ავსტრალიაში კურდღელი ყველაზე მავნებელ ცხოველად მიაჩნიათ.

* ჰოლანდიელი მხატვარი ვოუერმანი ცხენების შეუდარებელი მხატვარი იყო, მაგრამ მის ნახატებს ხალხი დიდხანს არ აღიარებდა და დიდოსტატი ვალებში ჩაეფლო. სულიერმა მოძღვარმა, რომელსაც მხატვარმა გული გადაუშალა, მას 600 გულდენი ასესხა და დაარიგა, ნახატებისთვის მეტი ფასი დაედო. ვოუერმანმა ყურად იღო რჩევა, გამდიდრდა და მოამაგე მოძღვარს თავისი ნახატი – „წმიდა ჰუბერტი და ცხენი“ უძღვნა.

* ევროპაში პოპულარულია ლოკოკინების რბოლები, მაგრამ მათი მართვა რთულია, რადგან ისინი პირდაპირ, სწორ ხაზზე არ დაცოცავენ. ამიტომ, ბოლო ხანებში ისინი წითელი ჭიაყელებით შეცვალეს, რომლებიც ადვილად იტანენ ტყვეობას, ჭამენ კომბოსტოსა და შოკოლადის ნამცეცებს და, რა მთავარია, გვერდზე არ უხვევენ.

* ჰოლანდიელებს მიაჩნიათ, რომ პირველი სტამბა მათმა თანამემამულემ, კოსტერმა შექმნა, იდეა კი მას თავისმა შეგირდმა – გუტენბერგმა მოჰპარა და მაინცში გაიქცა.

* 1735 წელს ინგლისის პარლამენტმა მოსახლეობის აღწერა მტრებისთვის ინფორმაციის მიღების საშუალებად ჩათვალა და აკრძალა. ეს კანონი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოქმედებდა.

* ლეოპოლდ შარლ რიშარ პიერ ლაფალი პიერ რიშარის სრული სახელია.


скачать dle 11.3