კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ჰელვეციუსი: ყველაზე უფრო ვაჟკაცური სახელმწიფო ისაა, სადაც ყველაზე უკეთ ასაჩუქრებენ ღირსებას და ყველაზე მკაცრად სჯიან სიმხდალეს.

ზოლა: ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში, ესაა განუწყვეტელი მისწრაფება წინ.

ციცერონი: სოკრატეს სიბრძნე ისაა, რომ არ ამტკიცებდა ვიცი ის, რაც არ ვიციო.

აპულეუსი: სირცხვილი და პატიოსნება ტანისამოსს ემსგავსება, რაც უფრო დიდხანს ვიცვამთ, მით უფრო დაუდევრად ვექცევით.

ნაზონი: საუკეთესოა ის ცხოვრება, როცა არ აკეთებ იმას, რასაც სხვაში გმობ.

ფლიკუსი: საკუთარი ცოდვების დავიწყება უსირცხვილობის დასაწყისია.

დემოკრიტე: ერთი მიზეზის ახსნა უფრო ძვირად მიღირს, ვიდრე სპარსეთის ტახტი.

პითაგორა: აირჩიე მეგობარი, მარტოობაში ბედნიერი არ იქნები. ბედი ორის საქმეა.

საფო: ბევრის ცოდნა გონებას ვერ გაწვრთნის.

სოფოკლე: ბედნიერება არ არის სულმოკლე კაცის მეგზური.

სოკრატე: ვისთანაც სიტყვა უქმია, მასთან ჯოხითაც ვერას გახდები.

არისტოფანე: სხვას თუ მართებს რამე ჩემი, არასოდეს მავიწყდება. მე თუ მმართებს რამე სხვისი არაფერი მაგონდება.

პლატონი: ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდვია, ფიცს არასდროს არ დაარღვევს.

მენანდრე: მამა ისაა, ვინც ზრდის და არა ის, ვინც აჩენს.

კარესი: სამართლიანობა სიბრძნის გარეშეც ნიშნავს რამეს, სიბრძნე კი სამართლიანობის გარეშე არაფერს ნიშნავს.

ფლაკუსი: არასდროს ვარ ასე მოუცლელი, როგორც დასვენების საათებში.

აპულეუსი: ჩემთვის ადამიანის პატივისცემაზე ძვირფასი არაფერია.

გოეთე: სიბერეში ისე არაფერს არ უნდა მოვერიდოთ, როგორც სიზარმაცეს და უსაქმურობას.

სენეკა: ვსწავლობთ არა სკოლისთვის, არამედ ცხოვრებისთვის.

ტაციტი: ბედნიერი დროა, როცა ნება გეძლევა ილაპარაკო ის, რასაც განიცდი.

ავრელიუსი: გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის პატიოსნებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.

ბალზაკი: რამდენადაც არ უნდა სრულყოს ადამიანმა თავისი თავი, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ამით ვერ მოახდენს ზეგავლენას თავის ბედზე.

გრიფიუსი: ხშირად აგდებს გასაჭირში ვაჟკაცს ქალის სამსახური.

ვილანდი: დიდი ადამიანები სანახევროდ არაფერს აკეთებენ.

ლესინგი: გონიერი კაცი სულელის რჩევასაც მიიღებს, თუ ის გონივრულია.

გოლზუორთი: დიდი პიროვნება რომ იცნო, შენ თვითონაც რამეს უნდა წარმოადგენდე.

ფრიდრიხ დიდი: ვინც დედაენის გარდა არც ერთი ენა არ იცის, მან რიგიანად არც დედაენა იცის.

ჰემინგუეი: ბატონობას ადვილად ისწავლი, მართვას – ძნელად.

ბოდლერი: ყოველგვარი რევოლუცია მძაგს, რადგან ერთნაირად სპობს კეთილს და ბოროტს.

ფიხტე: სწავლულმა უნდა დაივიწყოს, რაც გააკეთა და იფიქროს მხოლოდ იმაზე, რომ კიდევ რაიმე გააკეთოს.

ჰეგელი: უხასიათო კაცი ვერასოდეს ვერ მივა გადაწყვეტილებამდე.

შოპენჰაუერი: ჯანმრთელი გლეხი სნეულ მეფეზე ბედნიერია.

სტენდალი: ქალთან ლაპარაკი ხშირად მეტ ცოდნას გვაძლევს, ვიდრე მეცნიერთან ლაპარაკი.


скачать dle 11.3