სპეციალურად ცნობისმოყვარეებისთვის
იცით, რომ დედამიწაზე გიგანტები ჯერ კიდევ ბინადრობენ? მაგალითად, გიგანტური კუ, რომლის ნახვაც კუნძულ პრიზონზე შეგიძლიათ. ეს კუნძული ზანზიბართან ახლოს მდებარეობს. ადრე იქ არაბები განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს მალავდნენ, ახლა კი მთელი ის ტერიტორია ნაკრძალია. ეს გიგანტური კუ იმითაც არის გამორჩეული, რომ ხმელეთის მოყვარულია და წყალში საერთოდ არ შედის.
ზანზიბარი არქიპელაგია ინდოეთის ოკეანეში. ტანზანიის სანაპიროდან 35 კილომეტრის დაშორებით. ის საუკუნეების განმავლობაში ხან არაბების, ხან პორტუგალიელების და ხანაც ინგლისელების მფლობელობაშია. იქ შერეული კულტურაა და ეს არქიტექტურაშიც იგრძნობა. კუნძულის ისტორიული ცენტრია ქვის ქალაქი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. ზანზიბარის პლაჟები მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების ხუთეულშია შესული. წყლის ტემპერატურა იქ 27 გრადუსზე ქვემოთ არასდროს ჩამოდის.
ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელიც ზანზიბარზე დაიბადა 1946 წლის 5 სექტემბერს, არის ფარუჰ ბალსარა – როკ-ჯგუფ „ქუინის” ცნობილი სახე და მსოფლიო ვარსკვლავი ფრედი მერკური.