კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ მარგალიტს სამკურნალო თვისებები აქვს და კოსმეტიკაშიც გამოიყენება. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: მარგალიტი მართლაც ბუნებრივი მკვებავია. თუ მარგალიტის მძივს მუდმივად ატარებთ, ის მიგანიშნებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: თუ ბურთულები გაფერმკრთალდა და გაიცრიცა, ესე იგი, რაღაც გაწუხებთ. ჯერ კიდევ ავიცენა აღნიშნავდა მარგალიტის სამკურნალო თვისებებს. იაპონიასა და ჩინეთში კი დღესაც იყიდება აფთიაქებში დაფქული მარგალიტი სხვადასხვა დანიშნულებით: ის აჩქარებს ორგანიზმში აღდგენით პროცესებს, შველის ჰიპერტონიას, დიაბეტს, ქალურ პრობლემებს და გამოიყენება კანის გაჯანსაღების მიზნით.

კითხვა: პერიოდულად მიჩნდება ფერისმჭამელები. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე მცენარეული და ადვილად მოსამზადებელი რეცეპტი, რომელიც სასურველ შედეგს მომცემს.

პასუხი: 2 სადილის კოვზი ახალგამოწურული ალოეს წვენი გახსენით 200 მილილიტრ გადადუღებულ, თბილ წყალში და პრობლემური ადგილები ამ ხსნარით გაიწმინდეთ.

კითხვა: ქალების უმრავლესობა სიგამხდრეზე ოცნებობს, მე კი ისეთი გამხდარი ვარ, ალბათ, 10 კილოგრამიც რომ მოვიმატო, დიდად არ შემეტყობა, მით უმეტეს, რომ მაღალიც ვარ. ძალიან მინდა, ცოტათი მაინც გავსუქდე, მაგრამ, გაძლიერებული კვებაც არ მშველის. როგორ მოვიქცე?

პასუხი: პირველ ყოვლისა, აუცილებლად სრულყოფილად გამოიკვლიეთ თქვენი ჯანმრთელობა (გაიკეთეთ ანალიზი ჭიებზეც) და შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს. ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც მხოლოდ კონკრეტული კვების დანიშვნით ვერ გადაწყვეტთ.

კითხვა: რომელი მცენარეული პროდუქტი შეიცავს ბეტა-კაროტინს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით?

პასუხი: ბეტა-კაროტინი, იგივე ვიტამინი A განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის: წითელ წიწაკაში, სტაფილოში, მანგოში, გოგრაში, პომიდორში. ანუ, ძირითადად, იმ მცენარე-პროდუქტებში, რომლებსაც წითელი ან მოყვითალო-ნარინჯისფერი შეფერილობა აქვს.

კითხვა: რა სახის კოსმეტიკა უნდა გამოვიყენო გამომშრალი, გახუნებული და გამოფიტული თმის აღსადგენად?

პასუხი: ასეთ დროს უნდა შეიძინოთ მაღალი ხარისხის აღმდგენი ნიღბები და ბალზამები, რომლებიც დაუბრუნებს თმას ელასტიკურობას, ბზინვარებას და, თან, ქერტლსაც გააქრობს.

კითხვა: დიეტის დაცვის დროს როდის ჯობია ხილის წვენის დალევა: ჭამის წინ, ჭამის დროს თუ ჭამის შემდეგ?

პასუხი: ხილის წვენის დალევა, როგორც დიეტის დროს, ისე ჩვეულებრივი კვებისას, მიზანშეწონილია, დალიოთ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. თუ არ ფიქრობთ მხოლოდ სიამოვნებაზე და წვენის სასარგებლო გავლენაც გაინტერესებთ, გახსოვდეთ, ვიტამინებს ახალგამოწურული ხილის წვენი მხოლოდ 20-25 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ბრენდის წვენი, რომელიც მარკეტებში იყიდება, დაკონსერვებულია (რომ აღარაფერი ვთქვათ კონსერვანტებსა და ემულგატორებზე) და არანაირად არ არგებს თქვენს ორგანიზმს.


скачать dle 11.3