კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სუსტი – ძლიერში

ისინი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანან ძლიერები, სინამდვილეში კი უამრავი ისეთი სისუსტე აქვთ, ქალბატონების უმრავლესობას რომ გაეღიმება. მაგრამ ისინი ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ და განიცდიან კიდეც. მაგალითად, მამაკაცების ინსტინქტი ძალიან პირობითია და ის პირველყოფილ დონეზეა დარჩენილი. მათში თვითგადარჩენის ინსტინქტი და ფიზიოლოგია მძლავრობს. ძალიანაც უნდათ და ცოლების მთელ ჰარემზეც არ იტყოდნენ უარს, მაგრამ ესეც ინსტინქტიდან გამომდინარეა. რა ქნან, თუ პროგრესი ჯერ კიდევ გვერდს უვლის მამრებს?!

იცით, რომ მამაკაცი დღის განმავლობაში, სამჯერ უფრო ნაკლებ სიტყვას ამბობს, ვიდრე ქალი? სამაგიეროდ, სამჯერ უფრო ხშირად იტყუებიან. როდის ასწრებენო, – იფიქრებთ ალბათ, მაგრამ, თუ სხვა ყველაფერი ეზარებათ, „საქმისთვის” ტყუილი, მათთვის „წმიდათა წმინდაა”.

მამაკაცები ქალებზე სუსტები არიან – ვირუსები მათ უფრო ერევათ. თან, ნაკლებად ოპერატიულები და ნაკლებად აქტიურები ბრძანდებიან დიდი ამბიციებით, რომ ძალიან ძლიერები არიან. სინამდვილეში კი სწრაფად ვარდებიან დეპრესიაში. ხელსაც ისე ჩაიქნევენ ხოლმე, რომ აშკარად გადაწურული აქვთ იმედი. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით. თუ გააცნობიერებთ საკუთარ უპირატესობებს მათთან შედარებით, ყველაფერს გაცილებით მარტივად შეხედავთ, ნაკლებად გაღიზიანდებით და ადვილადაც აპატიებთ.


скачать dle 11.3