კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრძნობების იმპერია

ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. ყველაზე მყარ და მტკიცე ოჯახებშიც კი ხდება ისე, რომ მეუღლეებიდან ერთ-ერთს შემთხვევითი გატაცება უჩნდება. უმეტეს შემთხვევაში, ასეთ დროს ისინი ფიქრობენ, რომ ფლირტი არ არის ტრაგედია და, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, გაჩერდნენ. ფლირტი არ არის სიყვარული, მაგრამ ის ცხოვრებას ნათელი ფერებით ავსებს და ახალისებს – ასეთია მოსაზრება. ფლირტი არ არის ღალატი – დიახ, ეს ასეა, მაგრამ, მას აქვს თავისი წესები, რომელთა არგათვალისწინებას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.

მთავარია, არ გადალახო ზღვარი. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ, რაც უფრო შორს წავა ურთიერთობა, მით რთული იქნება მისი დამთავრება. მსუბუქი გატაცება ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ გრძნობაში. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება და გამწვავდება. ამიტომ, აუცილებელია, გაჩერდე, როცა ხედავ, რომ ემოციურად სუსტი ადამიანი ხარ. აუცილებელია, უარი თქვა „ნათელ ფერებზე” და ფლირტით ისევ საკუთარ პარტნიორთან გაერთო, როცა იცი, რომ ის შენი ცხოვრების ადამიანია.

ფლირტი არ არის რეკომენდებული ყველასთვის, ზოგჯერ კი ის აკრძალულიც არის. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი, გამიჯნონ გრძნობა და გონება. თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ, დაკმაყოფილდით იმით, რაც გაქვთ, ანუ, მოახერხეთ ისე, რომ ახალი „ფერები” საკუთარ პარტნიორში აღმოაჩინოთ და არ ეძებოთ ისინი სხვაში.


скачать dle 11.3