როგორ აგრძელებენ ადამიანები „კამელინთან“ ერთად სიცოცხლეს და რისი პროფილაქტიკისთვის არის მისი გამოყენება ეფექტური
კომპანია „კამელინი“ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ჩვენდა სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კიბოა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე მიმდინარეობს მასთან ბრძოლა. როგორც იცით, ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი“ აქტიურად და ხშირად ძალიან ეფექტურად გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და ამიტომ, მკითხველის თხოვნით, ვესაუბრებით კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელ დირექტორსა და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელს, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ კობა გურიელიძეს.
– ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, რომლებიც შემდგომ ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებით მთავრდება, მეტად რთულია და ცვალებადი. ეს პროცესები მოიცავს როგორც ბიოქიმიურ-გენეტიკურ, ასევე გარეშე ფაქტორების განუწყვეტლივ ზემოქმედებას, რის შედეგადაც აბსოლუტურად ნორმალური უჯრედები გადადის პათოლოგიურ (ანორმალურ) უჯრედებში. შემდგომ კი, უჯრედების პირდაპირი და სწრაფი დაყოფის ხარჯზე, ავთვისებიან სიმსივნედ ყალიბდება. უმრავლეს შემთხვევაში, სიმსივნური უჯრედების ფორმირების პროცესი იწყება მაშინ, როდესაც გენეტიკური პროცესი, რომელიც პასუხისმგებელია ნორმალური უჯრედების წარმოქმნაზე, ხდება დეფექტური. ეს შეიძლება მოხდეს შემთხვევით (როდესაც გენეტიკური მექანიზმი შეფერხდება) ან ორგანიზმში მოხვედრილი (როგორც გარედან, ისე საკუთარი) არასასურველი ნივთიერებების (კანცეროგენების) ზეგავლენით. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი განუწყვეტლივ განიცდის კანცეროგენების „თავდასხმას“: ჰაერიდან (განსაკუთრებით ავტო და სამრეწველო გამონაბოლქვი), თამბაქოსგან, საკვებიდან, სასმელი წყლიდან, უამრავი პათოგენური მიკროორგანიზმისგან (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი შხამები და სხვა) და თვით ჩვენი ორგანიზმიდან, როდესაც, გარკვეულწილად, მოირყევა საჭმლის მომნელებელი სისტემა და ხდება მიღებული საკვების არასრული გარდაქმნა, რის შედეგად ორგანიზმში გროვდება შხამები. ეს კი იწვევს ნორმალურ უჯრედებზე დამანგრეველ ზემოქმედებას. ცნობილია, რომ იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს მრავალი არახელსაყრელი ფაქტორი. დამწვრობის, გადაციების, სისხლის დაკარგვის, ტრავმებისა და განსაკუთრებით, შიმშილობის დროს ირღვევა ორგანიზმის დამცავი ბარიერები და სისხლში მოძრავი ანტისხეულებისა და დაგროვილი შხამების ბალანსი. ეს დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, იმუნიტეტის ხანგრძლივი დაქვეითება მკვეთრად ზრდის კიბოს უჯრედების განვითარების შანსს. დასუსტებული იმუნიტეტის დროს კატასტროფულად იზრდება იმის ალბათობა, რომ ჩვენს იმუნიტეტს „ხელიდან დაუსხლტება“ კიბოს უჯრედები. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ნებისმიერ ადამიანს, პრინციპში, შეუძლია თავიდან აიცილოს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა, მაგრამ ამისთვის მრავალი ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადალახოს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა დიაგნოსტიკური მეთოდები, და კიბოს განვითარება შეიძლება ადრეულ ეტაპზე დაფიქსირდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ადამიანებმა, ერთხელ და სამუდამოდ, ისწავლონ – ყველაზე უტყუარი მეთოდი კიბოს საწინააღმდეგოდ მისი პროფილაქტიკაა.
– რას გულისხმობს კიბოს პროფილაქტიკა?
– კიბო – ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალსაფეხურიანი პროცესი. თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი იმყოფება იმ რისკის ქვეშ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე კიბო განუვითარდეს. ცნობილია, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ფილტვის, კუჭის ან სარძევე ჯირკვლის კიბო, რომლის დიამეტრის ზომაც 1-1,5 სანტიმეტრია, უნდა გავიდეს 5-10 წელიწადი. კიბოს უმრავლესი სახეობის ჩამოსაყალიბებლად „ფუნდამენტი იყრება“ 25-40 წლის ასაკში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – ბავშვობის ასაკშიც კი. აი, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს კიბოს პროფილაქტიკა. რა იგულისხმება ამაში? უპირველესად, სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია, მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), მეტად საჭირო ნივთიერებებს რომ შეიცავს და ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაჯანსაღებას. მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდის იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და შედეგად კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთი შესანიშნავი იმუნომოდულატორია პრეპარატი „კამელინი“ – ინიექციის, კაფსულების, მალამოსა და სანთლების ფორმით. მინდა, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების შესაქმნელად ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიარდები იხარჯება. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ „კამელინის“ სითხისა და კაფსულების ფორმამ უმოკლეს დროში წარმატებით გაიარა მეტად პრესტიჟული და რთულად გადასალახავი ბარიერი, რომელსაც ჰქვია ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო (FDA) და უპრობლემოდ შევიდა ამ ქვეყნისა და ევროპის ბაზარზე. შედეგად, ჩამოყალიბდა ქართული საწარმოს შვილობილი კომპანიები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბერძნეთში, რომლებიც ეწევიან ქართული პრეპარატების რეალიზაციას მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა უამრავი წარმატებული, სამეცნიერო და კლინიკური კვლევების განხორციელება...
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ „კამელინის“ დახმარებით, ძალიან ბევრი მძიმედ დაავადებული ადამიანი განიკურნა, ბევრს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა და ისინი თავად ცდილობენ „კამელინის“ მწარმოებლებთან, ასევე ჩვენს რედაქციაში დაკავშირებას და მადლობის გადახდას.
მარეხ თავდგირიძე: 54 წლის ვარ, ორივე მკერდში მქონდა პრობლემები, კერძოდ, კისტა და ფიბრომატული კვანძები. მარცხენა მკერდზე ოპერაციაც მაქვს გაკეთებული, კისტა ამოვიჭერი. 5 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია. 2 წლის წინ ჩავიტარე გამოკვლევები. მარჯვენა მკერდში მქონდა შვიდი-რვა კისტა, ხოლო მარცხენა ნაოპერაციებ მკერდში – 2. კვანძები ისევ აღმოჩნდა. კისტამ იცის გამეორება. ძალიან მტკიოდა, ისეთი ტკივილები მქონდა, წოლის დროს გადაბრუნება მიჭირდა. მანამდე ჩემი მეგობრის დედა ონკოლოგიურიდან გამოწერეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მომაკვდავი იყო. შემდეგ მას „კამელინით“ უმკურნალეს, ხანდაზმული ქალბატონია, გამოჯანმრთელდა და მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. კარგად არის, დადის. შარშანაც პრობლემები ჰქონდა, ძალიან ცუდად იყო, ისევ დაუწყეს „კამელინით“ მკურნალობა და თავს კარგად გრძნობს. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც მათ გაიგეს ჩემი მდგომარეობის შესახებ, „კამელინით“ მკურნალობა მირჩიეს და მეც დავიწყე მკურნალობა. ერთი კურსი ჩავიტარე – ტაბლეტებს ვსვამდი და მალამოს ვისვამდი მკერდზე. ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ტკივილმა სულ გამიარა. ახლაც იშვიათად შეიძლება ამტკივდეს. სხვა წამლები არ მიმიღია, როგორც კი დავამთავრე ერთი კურსი, მესამე და მეოთხე დღეს გამოკვლევაზე ისევ დამიბარეს. ექოსკოპიის შედეგი ასეთი იყო: ნაოპერაციებ მკერდზე საერთოდ არ მქონდა კისტა და კვანძები, ხოლო მარჯვენა მკერდში, რომელშიც 8 კისტა მქონდა, მხოლოდ ორი იყო დარჩენილი. არაჩვეულებრივი შედეგი იყო. ექოსკოპისტს რომ ვუთხარი, იცით, მე 8 კისტა მაქვს, თქვენ კი ორს მიწერთ-მეთქი, გაუკვირდა. მეც გამიკვირდა, რომ ერთ კურსზე ასეთი საოცარი შედეგი მივიღე. მას შემდეგ ტკივილებიც აღარ მაქვს. კარგად ვარ. სულ რომ გამოვკეთდე, ამისთვის კიდევ უნდა ჩავიტარო მკურნალობის კურსი. უბრალოდ, ახლა რაღაც პრობლემები მაქვს და როდესაც მოვაგვარებ, მერე აუცილებლად გავაგრძელებ მკურნალობას. ყველას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს, ვეუბნები „კამელინის“ შესახებ. თუ მე ასე მიშველა, ასეთი კარგი შედეგი მომცა, სხვებს რატომ არ უნდა შევატყობინო ამის შესახებ?!
P. S. ასეთი მაგალითები კიდევ ბევრი იქნება, უბრალოდ, ყველა პაციენტის ისტორია ჩვენამდე არ აღწევს. ბევრს არ სურს, საკუთარ ავადმყოფობაზე საჯაროდ საუბარი. ვისაც გაქვთ ასეთი ინფორმაცია, ან გსურთ „კამელინის“ შესახებ უფრო ბევრი რამ შეიტყოთ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899-33-10-89, 899-58-09-07, 899-23-03-33, 98-57-78, 71-04-80, 22-26-68, 93-20-87.