კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის სურვილი უქრება ნინიკო იაშვილთან ურთიერთობისას მამაკაცს



მომხიბლავი ნინიკო იაშვილი ცხოვრებაში ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას სწავლას ანდომებს. მან თეატრალურ უნივერსიტეტში ტელე-კინო-ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში – საბანკო საქმე და აუდიტი. ნინიკო, საკუთარი გარეგნობიდან გამომდინარე, ხანდახან მოდელის პროფესიაზეც არ ამბობს უარს და სხვადასხვა ჩვენებებსა თუ ფოტო-სესიებში იღებს მონაწილეობას.



ნინიკო: შინაგანად სხვადასხვანაირი ადამიანი ვარ. ყველაფერი მაინტერესებს, განსაკუთრებით ის, რაც ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. რაც მთავარია, ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველაფერი ეხერხება, გამოსდის და ეს დიდ სტიმულს მაძლევს. ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება, უსაქმოდ ჯდომა არ შემიძლია.

– მაინც, რისი კეთება განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?

– გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ და რას ვაკეთებ, ანუ ბევრი რამის კეთება მსიამოვნებს. მაგალითად, თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ხატვას მოვყავარ დადებით და კარგ ენერგიაზე.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– ხასიათიც ძალიან მრავალფეროვანი მაქვს. ასევე, ვარ ძალიან პრეტენზიული და კრიტიკული თითქმის ყველაფერში, განსაკუთრებით – სამსახურის არჩევაში.

– თბილი ადამიანი ხარ?

– არა, ძალიან უყურადღებო და ცივი ადამიანი ვარ.

– მამაკაცების მიმართ არ ხარ კრიტიკული?

– მამაკაცების მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. ერთი შეხედვით ადამიანის გარეგნობაში ყველა დეტალს ვერ ვამჩნევ, რაც შემდეგ უკვირთ ხოლმე. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ვაქცევ ხასიათს – ჯდება თუ არ ის ჩემს გემოვნებაში, როგორ შევეწყობით ერთმანეთს. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება დრო, კარგად გაცნობა, თუმცა ხანდახან მამაკაცის გაცნობის სურვილიც არ მაქვს, იქნებ, ჩემი შესაფერისია, შევეწყობით თუ არა ერთმანეთს – ანუ, აქამდე არ მიმყავს საქმე. მართალია, ერთი შეხედვით ვერ მიხვდები, ადამიანი როგორია, მაგრამ მაინც შემიძლია, გამოვიცნო, მამაკაცი და, ზოგადად, ადამიანი, რა კატეგორიას მიეკუთვნება. საერთოდ, კატეგორიის მიხედვით ვარჩევ მეგობრებსაც. არ შემიძლია, ადამიანების ყველანაირ კატეგორიასთან ვიმეგობრო. თუმცა, ისეთი კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, რომ შემიძლია, ადამიანს ერთი საათი ველაპარაკო და ბოლომდე ამოვიღო მისგან ის ინფორმაცია, რაც მიმახვედრებს ვინ არის და რას წარმოადგენს. ბევრი ლაპარაკი მიყვარს, მე რომ ვლაპარაკობ, ის ადამიანი იხსნება, ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან გახსნილი და თავისუფალი ვარ. არასდროს მქონია ისეთი შემთხვევა, რომ რაღაც მეთქვას და მერე მენანოს, მოკლედ რომ ვთქვა, დასამალი არაფერი მაქვს.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ღამის ცხოვრება და კლუბებში გართობა არ მიყვარს, ხშირ შემთხვევაში ისეთი დაღლილი ვარ, რომ ღამის ცხოვრებისთვის, უბრალოდ, ენერგია აღარ მყოფნის. ძირითადად ვერთობი მეგობრებთან ერთად, ოღონდ, კლუბების გარეშე. ადრეულ ასაკში მიყვარდა ასეთი გართობა, ხმაური, ხალხმრავლობა. ახლაც მიზიდავს ხალხთან ყოფნა, მაგრამ არა ხმაურიან ადგილებში. საშინლად არ მიყვარს მარტოობა. ასაკიდან გამომდინარე, თინეიჯერული რაღაცეები ჩემში აღარ ზის.

– როგორ რეაგრებ კომპლიმენტებზე, განსაკუთრებით, როდესაც ის უხეშია?

– ჩემი მისამართით ძალიან უხეში კომპლიმენტი არასდროს გამიგია. ქუჩაში, თუ შორიდან გავიგებ უხეშ კომპლიმენტს, გავიხედავ და ის ადამიანი უკვე აღარ რეაგირებს, მაშინ „ვატარებ“. ზოგადად კი კომპლიმენტის მოსმენა ყველას ძალიან სიამოვნებს და არც მე ვარ გამონაკლისი.

– აბეზარი თაყვანისმცემლები გყავს?

– ჩემი თაყვანისმცემლები მიცნობენ და, შესაბამისად, არ მაბეზრებენ თავს. აბეზარი თაყვანისმცემელი ჩემთვის კატასტროფაა. ადამიანი, რომელიც ვერ გაიგებს პასუხს, თან, არაერთხელ, ძალიან ამაზრზენი ხდება. შეიძლება, ვიღაცამ თავი არ მოგაბეზროს, ის გაუშვა შენი ცხოვრებიდან, მაგრამ არ გქონდეს მის მიმართ აგრესია. მაგრამ, როდესაც ადამიანს არ ესმის ნათქვამი, ის ჩემს თვალში უთავმოყვარეოა და ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. მამაკაცი ცოტა ამბიციური უნდა იყოს, ქალთან ურთიერთობაში დიპლომატია უნდა გამოიყენოს, ანუ, მამაკაცმა უნდა იბრძოლოს, მაგრამ ეს ისე დიპლომატიურად უნდა გააკეთოს, რომ არ მოგაბეზროს თავი. არიან ასეთი მამაკაცები, როგორ არა!

– გარეგნობით როგორი მამაკაცები მოგწონს?

– ყოველწლიურად მეცვლება გემოვნება, მაგრამ, ვერ ვიტყვი, ქერა მომწონს ან შავგვრემანი-მეთქი. მთავარი ჩემთვის მაინც მამაკაცის ხასიათია – როგორ შევეწყობით ერთმანეთს. მარტო სილამაზით ვერ იცხოვრებ, თუმცა დიდ როლს თამაშობს ისიც, რამდენად სიმპათიურია მამაკაცი. პირადად მე ძალიან რთული ხასიათი მაქვს, ზედმეტად კრიტიკული, პრეტენზიული ვარ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდ პატივს უნდა მცემდეს. რაც ყველაზე მეტად არ მომწონს მამაკაცში, ეს არის ზედმეტი ეჭვიანობა. თუმცა, არც ისეთი მამაკაცი მომწონს, საერთოდ რომ არ ეჭვიანობს. ზომიერების ფარგლებში მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს ეჭვიანი, რადგან, როდესაც მამაკაცი ეჭვიანობს, გრძნობ, რომ ის ადამიანი შენზე ნერვიულობს, განიცდის. მაგრამ ზედმეტად ეჭვიან და მატყუარა კაცს ვერასდროს გავუგებ. თან, მე საერთოდ არ ვარ ეჭვიანი.

– საყვარელი მამაკაცის მხრიდან კონტროლი მოგეწონება?

– ოჯახში არასდროს ვყოფილვარ კონტროლისა და ტერორის ქვეშ. მკაცრი და მაღალი ტონით არ დამლაპარაკებიან და ამიტომ ეს ძალიან მაღიზიანებს. თუ რამე არ მოსწონდათ ჩემს მშობლებს, ვსხდებოდით და ვსაუბრობდით. თუმცა, ძალიან მკაცრი არა, მაგრამ პატარა კონტროლის ქვეშ ყოველთვის ვიყავი და ეს ზოგჯერ ძალიან მიშლიდა ნერვებს. ისეთი ადამიანი ვარ, რომ მამაკაცი ვერ მოითხოვს ჩემგან ვერაფერს, რადგან თვითონ ვლაპარაკობ ყველაფერს და, შესაბამისად, ზედმეტი კონტროლი არ დამჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ვარ და ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ, აზიატობისკენ ვიხრები. ამიტომ, ძალიან თავისუფალი არ ვარ და, აქედან გამომდინარე, მამაკაცსაც არ უნდა ჰქონდეს ჩემი გაკონტროლების სურვილი. ქალმაც არ უნდა გააკონტროლოს, რადგან, როგორც ვიცი, ეს ძალიან აღიზიანებთ მამაკაცებს. თუ ოდესმე მომინდება ვინმეს გაკონტროლება, ამას მალულად არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ჩუმად გაკეთებულს ვერაფერს ვერ ვიტან, არ არსებობს, რამე დაიმალოს. მალულად კონტროლს, ჯობია, მამაკაცი პირდაპირ გააკონტროლო. თანაც, როგორც ჩემი მეგობრებისგან გამიგია, მამაკაცები კონტროლს ძალიან აგრესიულად იღებენ. წესით, მამაკაცს არ უნდა დასჭირდეს კონტროლი, მაგრამ, თუ ვიგრძენი, ის ჩემ მიმართ გაცივდა, იქვე ყველაფერს ძალიან წყანარად დავამთავრებ.

ტატა დევდარიანი


скачать dle 11.3