კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ შეიძლება მითხარით რით განსხვავდება ერთმანეთისგან „ბრიდ“ და „პეტ“ კლასის ლეკვები და სად შეიძლება მათი შეძენა?

პასუხი: ამ თემაზე დიდხანს შეიძლება საუბარი, თუმცა, ამჯერად შევეცდებით მოკლედ გიპასუხოთ: „ბრიდ“ კლასის ლეკვს აქვს იდეალური გენეტიკა და საუკეთესოა მოსაშენებლად. ასეთი ლეკვი უნდა შეიძინოთ კონკრეტული ჯიშის მომშენებელთან. ასევე, საჭიროა, დარწმუნდეთ, რომ ლეკვის წინაპრები ტიტულოვანი ძაღლები არიან და მათ გამრავლებაში პროფესიონალი კინოლოგების ხელი ურევია. რაც შეეხება „პეტ“ კლასის წარმომადგენლებს, ამ კლასს განეკუთვნება აბსოლუტურად ჯანმრთელი ლეკვი, რომლის ცალკეული გარეგნული ნიშნები ბოლომდე არ შეესაბამება ჯიშისთვის დამახასიათებელ სტანდარტს, რაც, შესაძლოა, მოყვარული თვალისთვის შეუმჩნეველიც კი იყოს. ამიტომაც, ზოგიერთ მყიდველს, შეიძლება, „პეტ“ კლასის ლეკვი უფრო მოეწონოს ვიდრე „ბრიდ“ და „შოუ“ კლასის წარმომადგენელი. „პეტ“ კლასის ლეკვი, სხვა კლასებთან შედარებით, საკმაოდ იაფია. ამიტომ, შეგიძლიათ, სასურველი ლეკვი შედარებით იაფად შეიძინოთ – ეს „პეტ“ კლასის უპირატესობაა.

კითხვა: დაახლოებით ვიცი, რომელი ჯიშის წარმომადგენლები მიეკუთვნებიან პატარა ჯიშის ძაღლებს, მაგრამ, იქნებ, დეტალურად გააკეთოთ ჩამონათვალი? მინდა ერთ-ერთი მათგანი შევიძინო. კარგად ვერ ვერკვევი კინოლოგიაში და ამიტომ არჩევანს თქვენი ჩამონათვალიდან გავაკეთებ.

პასუხი: ძალიან კარგია, რომ ძაღლის შეძენა გსურთ, მაგრამ ის არასდროს არ უნდა შეიძინოთ ასე ზედაპირული შერჩევით. აუცილებელია, კარგად გაერკვათ საკუთარ თავში და მერე გააკეთოთ არჩევანი. თუ საბოლოო პასუხამდე მაინც ვერ მიდიხართ, მაშინ ამ პრობლემის გადაჭრა ძალიან მარტივად შეიძლება – მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ არჩევნის გაკეთებაში. რაც შეეხება ჩამონათვალს, გეტყვით, რომ პატარა ტანის ძაღლებს მიეკუთვნებიან შემდეგი ჯიშები: ამერიკული კოკერ-სპანიელი, პუდელი, პეკინესი, რუსული ტოი-ტერიერი, ტაქსა, ჯეკ რასელ-ტერიერი, ჩიხუახუა, მინიატურული ბულტერიერი, შიბა, მექსიკური შიშველი ძაღლი, ჩინური ქოჩორა ძაღლი, შელტი, ფრანგული ბულდოგი, მოპსი, სკოჩ-ტერიერი, ფოქსტერიერი, ცვერგპინჩერი, ცვერგშნაუცერი, გერმანული იაგდტერიერი; ინგლისური ბულდოგი, იორკშირ-ტერიერი და ლევრეტკა.


скачать dle 11.3