რა მოხდა ამ დღეს
25 აპრილი
1719 – ლონდონში გამოიცა დანიელ დეფოს მოთხრობა „რობინზონ კრუზო“.
1792 – პარიზში, გრევის მოედანზე, საზეიმოდ დადგეს ჟოზეფ გილიოტენის გამოგონება – გილიოტინა – „ჰუმანური“ მოწყობილობა სიკვდილის დასჯისთვის. მომდევნო წლებში მას ბევრი ცნობილი ადამიანი ემსხვერპლა.
1859 – ეგვიპტეში სუეცის არხის მშენებლობა დაიწყო.
1926 – „ლა სკალაში“ პუჩინის ოპერის „ტურანდოტის“ პრემიერა გაიმართა.
1931 – შტუდგარდტში ფერდინანდ პორშემ დააარსა საავტომობილო ქარხანა „პორშე“.
1966 – ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ტაშკენტი (უზბეკეთი).
26 აპრილი
1792 – კომპოზიტორმა რუჟე დე ლილმა დაწერა „მარსელიეზა“.
1933 – გერმანიაში დაარსდა საიდუმლო პოლიცია „გესტაპო“.
1937 – გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა ესპანური ქალაქი გერნიკა (ეს მოვლენა უკვდავყო პიკასომ თავის შედევრში „გერნიკა“).
1986 – ჩერნობილის კატასტროფა.
27 აპრილი
1667 – ჯონ მილტონმა დაასრულა თავისი პიესა „დაკარგული სამოთხე“.
1828 – გაიხსნა ლონდონის ზოოპარკი.
1940 – დაარსდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც 1944 წლამდე 4 მილიონი ადამიანი მოკლეს.
28 აპრილი
1220 – დაიწყო ინგლისში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სოლსბერის კათედრალური ტაძრის მშენებლობა.
1920 – წითელმა არმიამ აიღო ქალაქი ბაქო – აზერბაიჯანის გასაბჭოება.
1923 – ლონდონში გაიხსნა „უემბლის“ სტადიონი.
1955 – დაიწყო კოსმოდრომ „ბაიკანურის“ მშენებლობა.
1965 – ეკრანებზე გამოვიდა „ანჟელიკას“ პირველი სერია.
29 აპრილი
1913 – შვედმა გიდეონ სუინდბეკმა გამოიგონა ელვაშესაკრავი.
1933 – საფეხბურთო მოედანზე პირველად გამოვიდნენ ფეხბურთელები ზურგზე დაწერილი ნომრებით.
1993 – ლონდონში ტურისტებისთვის გაიხსნა ბუკინგემის სასახლე.
30 აპრილი
1722 – ერთ-ერთ ლონდონურ გაზეთში პირველადაა მოხსენიებული თამაში – ბილიარდი.
1789 – ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა ჯორჯ ვაშინგტონი.
1945 – ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის თვითმკვლელობა ბერლინის ბუნკერში.
1975 – ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა.
1 მაისი
1786 – ვენაში შედგა მოცარტის ოპერის, „ფიგაროს ქორწინების“ პრემიერა.
1836 – პეტერბურგში პირველად დაიდგა გოგოლის ცნობილი პიესა „რევიზორი“.
1840 – ინგლისში გამოჩნდა მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკები. მათზე გამოსახული იყო დედოფალი ვიქტორია.
1851 – ლონდონში გაიხსნა პირველი მსოფლიო გამოფენა. დღეს ასეთ გამოფენებს „ექსპო“ ეწოდება.
1978 – იაპონელი ნაომი უნემურა გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მარტომ მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.