კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადამიანებს არ უმართლებთ ცხოვრებაში და რა კავშირშია ამასთან დედის ფიქრები ორსულობის პერიოდში

პარაფსიქოლოგების აზრით, სიკვდილის კოდი იმ ადამიანებშია ჩადებული, ვისი დაბადებაც არ უნდოდათ, მაგრამ სასწაულით მოევლინენ ქვეყანას. ქალბატონი მანანა, ამ კონკრეტული საკითხებით უკვე, დაახლოებით ოცი წელია დაინტერესებულია და უცხოეთში ყოფნის დროს, არაერთი ცნობილი ეზოთერიკოს-მკვლევრისა თუ პარაფსიქოლოგისგან აქვს მიღებული მსგავს საკითხზე ინფორმაცია. როგორც თავად აღიარებს, ეს სრული ჭეშმარიტებაა და თუ წლების განმავლობაში ჩატარებულ კვლევის მასალას გადავხედავთ, ამაში თავადაც დავრწმუნდებით.

მანანა: წლებია, უცხოეთში ვცხოვრობ და არაერთ ცნობილ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთან გავიარე შესაბამისი კურსები. მათთან ერთად კვლევებშიც ვიღებდი მონაწილეობას და დამერწმუნეთ, აბსოლუტურად შემეცვალა შეხედულება ბევრ პარანორმალურ და ამოუცნობ საკითხზე. ძნელია, ვინმეს აუხსნა ის, რისიც არ სჯერა. თავადაც ასე ვიყავი, მაგრამ ერთმა ფაქტმა იმდენად შემიცვალა ფსიქოლოგია, გადავწყვიტე, ეზოთერულ საკითხებში ძირფესვიანად გავრკვეულიყავი და ასეც მოვიქეცი.

– რომელ ფაქტს გულისხმობთ, თუ საიდუმლო არ არის?

– ახლავე მოგახსენებთ. ადრეულ ასაკში დავოჯახდი და შვილი გავაჩინე თუ არა, მალევე გავშორდი ქმარს. ახლა იმის მოყოლას არ დავიწყებ, რატომ და რისთვის დავანგრიე ოჯახი. ეს ძალიან პირადულია. მოკლედ, ჩემს დათუნასთან ერთად, ცალკე ვცხოვრობდი. არადა, ორსულად რომ დავრჩი, სულ იმას ვამბობდი, ახლა შვილი რად მინდა, აბორტს გავიკეთებ-მეთქი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი იმას, რა ზიანს ვაყენებდი საკუთარ სხეულში ჩასახულ სისხლსა და ხორცს. რომ გითხრათ, მიჭირდა-მეთქი, მოგატყუებთ. ასეა თუ ისე, დედობის ღირსი გამხადა განგებამ და მერე აღარც კი გამხსენებია, რომ შვილის დაბადება არ მინდოდა. რომ იცოდნენ მარტოხელა დედა ვიყავი, ყველა, შეძლებისდაგვარად, მეხმარებოდა. არც მე ვიჯექი გულხელდაკრეფილი და შემოსავალს ნამდვილად არ ვუჩიოდი. სამწუხაროდ, დათუნას დაბადების ტრავმა ჰქონდა და ეპილეფსიით იყო დაავადებული. სულ მთხოვდა – დედი, ძაღლი მიყიდე, მოვუვლი, ვასეირნებ და არ შეგაწუხებსო. მაგრამ, მე ცივ უარზე ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, უყიდე რა მოხდაო, მაგრამ ვფიქრობდი, სადაც ბავშვია, იქ ცხოველს რა უნდა-მეთქი. თან, ისე დაღლილი მივდიოდი სახლში, საოჯახო საქმე მეკეთებინა, დათუნასთვის მომევლო, საკუთარი თავისთვის თუ ძაღლისთვის. მოკლედ, ერთ დღეს ბავშვი ძალიან ცუდად გახდა და რეანიმაციაში მოვხვდით. ვიფიქრე, ოღონდ ეს გადარჩეს და აუცილებლად ვუყიდი ძაღლს-მეთქი. რომ გამოჯანმრთელდა, ასეც მოვიქეცი. დათუნა მეცხრე ცაზე იყო სიხარულით. სულ ეთამაშებოდა, უვლიდა, ასეირნებდა. ერთ დღესაც, სასეირნოდ ჩაიყვანა ეზოში. დაახლოებით, ათ წუთში კარზე ძაღლის ფხაჭუნი მომესმა. გამოვვარდი სამზარეულოდან და კარი გავაღე. უნდა გენახათ, რა დღეში იყო – მომვარდა, კბილებით დამებღაუჭა კალთაზე და გარეთ მექაჩებოდა. მივყევი. ეზოში რომ გავედი, რას ვხედავ? დათუნა მიწაზე წევს უგონოდ. თურმე, ეპილეფსიის შეტევა მოსვლია, გადავარდნილა და თავი დაურტყამს ბორდიულზე. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. მაშინ უნდა გენახათ, რა დღეში ჩავარდა ის ძაღლი, იკლებდა იქაურობას ყმუილით, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა და დათუნას დასაფლავებიდან, სულ რაღაც სამ დღეში, მკვდარი ნახეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ბავშვი გადავარდა და თავი დაარტყა. მოდი, ახლა და თქვი, არ არის ეს სასწაული? ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ახლა აგიხსნათ, რატომ დავიჯერე ადამიანში ჩადებული სიკვდილის კოდის დროზე ადრე ამუშავების შესაძლებლობა და საერთოდ, რატომ დავინტერესდი ამ საკითხით. ერთი სიტყვით, როდესაც ქალი ორსულდება და დაიწყებს აბორტზე ფიქრს, ანუ შვილის გაჩენა არ უნდა და მისი მუცლადყოფნის დროს სიკვდილზე ფიქრობს, ასეთ დროს, იმ ბავშვში სიკვდილის კოდი ყალიბდება. თუმცა, ეს შესაძლოა, ყველაზე არ ვრცელდებოდეს. მაგრამ, მერწმუნეთ, უმეტეს შემთხვევაში, ეს ასეა. როცა ორსული საათობით ზის და ფიქრობს – მოიშოროს თუ არა ნაყოფი, ეს ძალიან მოქმედებს ჯერ არდაბადებული ბავშვის ფსიქიკაზე. ის ხომ ყველაფერს გრძნობს და განიცდის.

– ეს კოდი რომ არ ამოქმედდეს და შეჩერდეს, რაიმე მეთოდი არსებობს?

– ეს კოდი ადამიანის ბედზე აისახება და მისი შეჩერება ძალიან რთულია, პრაქტიკულად, შეუძლებელიც კი. ასეთ ადამიანებს გამუდმებით ხელი ეცარებათ, არ უმართლებთ ბედში, მუდმივად წინაღობები და ბარიერები ხვდებათ ცხოვრებაში. ასევე, ამ ტიპის ადამიანები მუდმივად დამფრთხალი და დაბნეულები არიან.

– გარდა ამისა, სხვა ნიშნები არ ახასიათებთ?

– როგორ არა. მაგალითად, მათ უყვართ გარდაცვლილ ადამიანებზე ბევრი საუბარი, მუქი ფერის სამოსის ტარება, კედლებზე მიცვალებული ახლობლების სურათების ჩამოკიდება. სასაფლაოზე, ახლობლის საფლავთან მისულნი კი შვებას გრძნობენ და იქაური გარემო ამშვიდებთ. სხვათა შორის, უყვართ წუწუნი და ბედზე ჩივილი, რაც სიკვდილის კოდის ამუშავებასა და გააქტიურებას უწყობს ხელს. მოკლედ, თუ ადამიანი საკუთარ თავს არ დაეხმარა, რომ იმ პროგრამის ჩართვას შეუშალოს ხელი, რომლისკენაც მიდრეკილია, ისე არაფერი გამოვა და ამაში სხვა ვერავინ დაეხმარება.

– თქვით, ჩემი შვილის სიკვდილი ძაღლმა ძალიან განიცადა, სულ ტიროდა, ადგილს ვერ პოულობდა და იმ ადგილას ნახეს მკვდარი, სადაც ბავშვი წაიქცაო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის უსიტყვო გაგება და განცდა ხდება?

– ამ თემაზე უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემთ. მოკლედ, გარკვეულ სიტუაციაში ადამიანს შესწევს იმის უნარი, რომ აღიქვას ცხოველის ტვინში წარმოქმნილი „ხედვითი” სახეები. როგორც ჩანს, ასეთი უსიტყვო ურთიერთობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა – ოთხფეხა ტელეპათზე რაღაც მოვლენის ძლიერი ზემოქმედება. და, პირიქით, რაც უფრო ნათელია ბრძანებები ადამიანის გონებაში, მით უფრო სარწმუნოა, რომ მათ აღიქვამს ცხოველის ტვინი. ჩემი შვილისა და მისი ძაღლის – „ჩაპას” ურთიერთობისთვის რომ გეყურებინათ, ამას თავად მიხვდებოდით. სწორედ, ამ ურთიერთობის შემდეგ დავიწყე ამ საკითხში ჩაღრმავება და მივხვდი, რომ ისინი ტელეპათიურად, უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. უამრავი ფოლკლორული ნაწარმოები წავიკითხე, სადაც მსგავსი ფაქტებია მოყვანილი და ადრე თუ ისინი ზღაპრად მიმაჩნდა, ახლა მივხვდი, რომ ჭეშმარიტებაა. დავიწყოთ იმით, რომ ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ადამიანი ვიდრე შესცოდავდა და სამოთხიდან განიდევნებოდა, ჰარმონიაში ცხოვრობდა ღვთის ქმნილებებთან, ესე იგი, ცხოველებთან ერთად. მარკოზის სახარებაში ნათქვამია, რომ ნათლობის შემდეგ სულმა იესო ქრისტე წაიყვანა უდაბნოში, სადაც მან ორმოცი დღე მხეცებთან გაატარა. შუა ეგვიპტეში ლომებთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა წმიდა ანტონს, დათვებთან რუსეთში – წმინდა სერგეი რადონეჟელს. ინდოელ იოგებს კი განსაკუთრებით კარგად ესმით ცხოველთა ენა და მათთან საუბრობენ კიდეც. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში საუბარია ურთიერთობაზე, ანუ ინფორმაციის ორმხრივ გაცვლაზე. ამისთვის საჭიროა, ურთიერთობის ისეთი საშუალება, რომელიც გასაგებია როგორც ადამიანების, ასევე ცხოველებისთვის. ზღაპრებში, ლეგენდებში, გადმოცემებში ცნობილია ერთიანი ენის შესახებ, მაგრამ თუ ამაში ვიგულისხმებთ ნიშნების სისტემას, სულერთია როგორს – ბგერითს თუ მხედველობითს, მაშინ გარდაუვალი ანატომიური შეზღუდულობის გამო, ცხოველს ის ვერ ექნება საკმარისად განვითარებული და ვერ შეძლებს ცნობების გადმოცემას გარე სამყაროში მომხდარის შესახებ. მაგრამ, ამისთვის შესანიშნავია „თანამოსაუბრეთა” მიერ ერთმანეთისთვის გაგზავნილი „ხედვითი” სახეები. ადამიანსა და ცხოველს შორის „სურათების” ასეთ უსიტყვო ურთიერთგაცვლას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „ლაპარაკი”, როგორც ეს ზღაპრებსა და ლეგენდებში ხდება. თუმცა, შესაძლოა, იმ უცნობმა ავტორებმა არც იცოდნენ აღნიშნული რთული პროცესის მექანიზმის შესახებ და მხოლოდ თვალნათელ შედეგს აღწერდნენ. როცა ადამიანი და ცხოველი ერთმანეთს რაღაცას აცნობებენ, ანუ „ლაპარაკობენ”, სინამდვილეში მათ შორის მყარდება ტელეპათიური ურთიერთობა. ეზოთერიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ არსებობს კავშირის „ფიზიკური არხი”. ეს არის ეგრეთ წოდებული განივი ელექტრომაგნიტური ტალღები. მოცემული ჰიპოთეზის მიხედვით, სწორედ ეს ტალღები, რომელიც უზარმაზარ სივრცეზე ვრცელდება და ნებისმიერ საგანში აღწევს, შესაძლებელს ხდის, ტელეპათიას, შორს ხედვას, ავადმყოფის შორიდან მკურნალობას და მთელ რიგ სხვა ექსტრასენსულ მოვლენას. ასე რომ, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, სამყაროს აღქმის „არხების” ანუ გრძნობების ხუთი ორგანოს გარდა, ადამიანებსა და ცხოველებს აქვთ კიდევ ერთი, ბიოინფორმაციული „არხი”, რომელსაც ელექტრომაგნიტური ტალღები ემსახურება.


скачать dle 11.3