კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირველი ლაზერული ქვემეხი, რომელსაც გემის განადგურება შეუძლია

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა წარმატებით ჩაატარეს საომარი ლაზერის გამოცდა, რომლითაც პირველად გაანადგურეს სამიზნე – გემი. ადრე მსგავსი ლაზერული დანადგარების გამოცდა მხოლოდ ხმელეთზე ტარდებოდა, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ ზღვის ტენიანი ჰაერი ლაზერული იმპულსის ენერგიის შემცირებას გამოიწვევდა. ახლა კი სწავლულებმა გამოიყენეს მაღალენერგეტიკული აგზნების ლაზერი, რათა დაეწვათ გემის ამძრავი დანადგარი კალიფორნიის ნაპირებთან. ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ ლაზერულ დანადგარებს დააყენებენ ამერიკის კრეისერებზე და ესმინებზე.

ლაზერული ქვემეხების გამოყენება შეიძლება გემების დასაცავად მომცრო ტორპედული და რაკეტული კატერების თავდასხმისგან, აგრეთვე, ფრთოსანი რაკეტებისა და ბალისტიკური რაკეტებისგანაც კი. ამის გარდა, ნაკლები სიმძლავრის საომარი ლაზერი გამოიყენება ზღვის პირატებთან, ტერორისტებთან და კონტრაბანდისტებთან ბრძოლაში.

ბევრმა საზღვაოსნო კომპანიამ უკვე გამოთქვა მისადმი ინტერესი. ამერიკელმა მკვლევრებმა ინტერნეტში განათავსეს გამოცდის ვიდეო- მასალა. მასზე ჩანს, თავდაპირველად როგორ აალდება გემის ერთი ძრავა, ხოლო შემდეგ, თანდათან იწვის მთელი გემი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, კონტრ-ადმირალმა ნევილ კარმა განაცხადა, სურათიდან სპეციალურად ამოიღეს ფრაგმენტები, რომელზეც ჩანს, თუ რა მანძილიდან მოხდა გასროლა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს მანძილი იზომება კილომეტრებით და არა მეტრებით.


скачать dle 11.3