ქმარი ნადირობიდან დაბრუნდა. მიეგება ცოლი და ქმარმაც ამაყად დაულაგა წინ ორი ტომარა.
– აი‚ ჩაიბარე, ეს გარეული ტახია‚ ეს კიდევ – იხვი. მომკლა ამ უპატრონომ‚ მთელი გზა ყიყინით ამიკლო. სულ ახლახან დადუმდა...
ცოლმა გახსნა ტომარა:
– ეს იხვი კი არა, ყვავია... და იმიტომ დადუმდა‚ რომ გაგუდულა.
– აა... ახლა გასაგებია‚ ეგ ტახი რატომ აღარ იგინება...
***
„ჩვენი მაკარონი ახლა უკვე იტალიაში ექსპორტირდება,“ ეს სანქცია სულ ახლახან დაადო ევროპარლამენტმა იტალიას.
***
ქალის აზრს დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა, მამაკაცის თავში მოხვედრილიყო და, აი‚ ერთხელაც მოახერხა და შეფრინდა კიდეც. ხედავს – თავი ცარიელია; იხედება აქეთ-იქით, აზრის ნასახიც არაა. უცბად თვალი მოჰკრა, მამაკაცის აზრმა ჩაიქროლა. დაუძახა და, როგორც იქნა, გააგონა.
– როგორ მინდოდა აქ მოსვლა‚ მაგრამ, აქ, თურმე, სიცარიელე ყოფილა.
– სულელო‚ საკმარისია თქვენი სიახლოვე და ჩვენი თავშეყრის ადგილი ქვემოთ ინაცვლებს.
***
– იმ დროს‚ როდესაც ზოგიერთები „სიცოცხლის პარტიაში“ ერთიანდებიან‚ მოსახლეობის ძირითადი მასა, კარგა ხანია‚ „გადარჩენის პარტიაშია“ დაფუძნებული.
***
– რომელ მანქანასთან ასოცირდება თქვენი ქმარი?
– „ფერარისთან“ – სწრაფია და წითელი სახე აქვს.
***
შავი ხიზილალა – ეს ასობით ჯერ დაუბადებელი თავკომბალაა‚ უფრო სწორად‚ დაყრილი კვერცხი. ბადრიჯნის ხიზილალა კი დახოცილი‚ ზრდასრული ბადრიჯნებია. მე‚ როგორც ჰუმანური ადამიანი‚ ნაკლებ ბოროტებას ვირჩევ.
***
– რამდენი ხანია‚ რაც ამ გოგონას იცნობთ?
– ისე‚ რა‚ ორჯერ...
***
– პირადობის მოწმობას არასდროს ვატარებ. სამაგიეროდ, ჯიბეში ყოველთვის მიდევს წერილი‚ მისამართით.
– და მაინც‚ რას წერ წერილში?
– მისამართს – თუ სიმთვრალეში გავითიშე‚ სახლში რომ მიმიყვანონ: პარიზი‚ მონმარტრის ბულვარი...
– კი მაგრამ‚ თქვენ ხომ აქ ცხოვრობთ და არა პარიზში?
– სწორედ მაგაშია საქმე‚ პარიზში არასდროს ვყოფილვარ.
***
– ექიმო‚ ყველა მე რატომ მაჯდება და გაჭენებას მთხოვს?
– მოიხსენი‚ შე კაცო‚ ეგ უნაგირი.
***
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: „მსუბუქი სიგარეტი იწვევს მსუბუქ დაავადებებს და, ასევე, მსუბუქ სიკვდილს“.
***
ოფისში ტელეფონის ზარი გაისმა:
– ეს მე მირეკავენ! – წამოხტა ერთი.
– რა იცი?
– ასე საშინლად მხოლოდ ჩემს ცოლს შეუძლია დარეკოს!
***
ემანსიპირებული ქალის ქორწინების პირველი ღამე: ქმარი შედის საწოლ ოთახში და ხედავს‚ ცოლის გვერდით უცნობი მამაკაცი წევს...
– რაშია საქმე?! – აღშფოთდა ქმარი.
– ნუთუ შენ შეგიძლია, წარმოიდგინო‚ რომ შენთან ადვოკატის გარეშე დავწვები?
***
მაიონეზი „იდუმალება“. გამოყენების ვადა მითითებულია ქილის ძირზე‚ შიგნიდან.
***
ჩანაწერი ავტომოპასუხეზე: „თუ თქვენ ცუდი ამბავი გაქვთ სათქმელი‚ თქვით ახლავე. თუ კარგი – დაელოდეთ ხმოვან სიგნალს“.
***
– ოფიციანტო‚ ოფიციანტო! ნახეთ, ჩემს ჭიქაში რაღაც დაცურავს!
– მერე‚ ჩემი მოსვლა რა საჭიროა‚ თვითონ არ შეგიძლიათ, ამოიყვანოთ‚ სანამ დაიხრჩობა?
***
სვანები აეროპორტში:
– ვერ გამიგია‚ ამხელა თვითმფრინავს როგორ იტაცებენ ტერორისტები.
– მაგდენი არ იცი? თვითმფრინავი აქ არის დიდი‚ თორემ ჰაერში‚ სადაც ტერორისტები იტაცებენ‚ ნახე რა პატარაა?!
***
„ჰიდრომეტცენტრი გაფრთხილებთ: ჩვენს პროგნოზზე დაყრდნობა საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის“.
***
– ჩვენი ძროხები დღეში 25 ლიტრს გვაძლევენ.
– ჩვენებიც გვაძლევენ‚ ოღონდ, აი რძეზე, პრობლემები აქვთ.
***
– დილა მშვიდობისა! ვიწყებთ ჩვენს გადაცემებს. დღეს 22 აპრილია‚ დილის 6 საათი‚ 15 გრადუსი სითბო... ახლა, ჩვენი კალენდარი: რომელი ცნობილი ადამიანი დაიბადა დღევანდელ დღეს... ვინც დაიბადა, ყველამ იცის... და თუ არ იცის‚ ჯობია‚ არც გაიგოს.
***
ორი მეგობარი შეხვდა ერთმანეთს:
– აბა‚ რა გეგმები გაქვს ხვალ?
– შვილმა შემიკლა ხელში... ლისის ტბაზე მიმყავს‚ საჰაერო გველები უნდა გავუშვათ.
– ო‚ მეც დაახლოებით ეგ ვარიანტი მაქვს – ხვალ აეროპორტში მივდივარ‚ სიდედრი უნდა გავაცილო.
***
– სამწუხაროდ‚ ჩვენ არ შეგვიძლია, მოგიმატოთ ხელფასი‚ მაგრამ, დაგეხმარებით თქვენი მოთხოვნილებების შემცირებაში.
***
სამ ახალგაზრდას გზა აებნა‚ სადღაც უცნობ‚ დაუსახლებელ ადგილზე მოხვდნენ და უკან ვეღარ ბრუნდებიან.
– მოდი‚ სანამ მობილური დამჯდარა‚ ჩემს შეყვარებულს დავურეკავ‚ ისე ვუყვარვარ‚ მთელ ქვეყანას გადაატრიალებს და გვიპოვის.
– არა‚ ჯობია‚ მამაჩემს დავურეკო‚ ბევრს იცნობს‚ ყველას შეაწრიალებს და გვიპოვის.
– არა‚ ჯობია, ვინმეს დავურეკოთ მთავრობაში და ვუთხრათ‚ რომ ნავთობი აღმოვაჩინეთ‚ რამდენიმე წუთში აქ გაჩნდებიან.
***
სვანმა გადაწყვიტა, თავისი ბიზნესი წამოიწყოს – ავტოსარემონტო სახელოსნო. ისესხა ფული‚ იყიდა უახლესი დანადგარები და მოწყობილობები. იჯარით აიღო ადგილი თითქმის ქალაქის ცენტრში‚ დაკიდა რეკლამები. ელოდება‚ კლიენტი კი არა და არ მოდის‚ არც ერთი მანქანა. მივიდა თბილისელ მეგობართან და უამბო თავისი გაჭირვების ამბავი.
– ჰო‚ უბანი მაგარია‚ მოწყობილობა – კარგი... მაგრამ, ერთი ვერ გამიგია – რატომ გააკეთე ეს ყველაფერი მეოთხე სართულზე?