კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უტოვებს თავის ორმილიარდიან კაპიტალს სიკვდილის შემდეგ ნიკოლას ბერგრუენი და რის გამო გაყიდა მან აპარტამენტები ნიუ-იორკში და დარჩა უსახლკაროდ

ჩვენს დროში მილიარდიანი კაპიტალით ძნელად თუ გააკვირვებ ვინმეს. პლანეტის ყველა მილიარდერი თუ მილიონერი დიდი ხანია, დათვლილია და ერთ სიაში არის მოთავსებული, რომელსაც გავლენიანი ამერიკული ჟურნალი „ფორბსი” აქვეყნებს და წლიდან წლამდე ადგილებს უცვლის თავის რეიტინგში, ეს უკანასკნელები კი პოპულარობით არ ჩამოუვარდებიან კინოსა და პოპვარსკვლავებს. თუმცა, მილიარდერებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი და საზოგადოებას ისინი თავს, მხოლოდ რეიტინგში მოხვედრით ახსენებენ. ერთ-ერთი მათგანია, ამერიკელი ფილანტროპი ნიკოლას ბერგრუენი „სოციალური ინვესტირების” იდეით შეპყრობილი მილიარდერი, რომელმაც გაყიდა მთელი თავისი უძრავი ქონება და სასტუმროებში ცხოვრობს, რადგან ის არის ერთადერთი მილიარდერი მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი სახლი არ აქვს და ოფიციალურად უსახლკაროდ ითვლება. 2011 წლის რეიტინგში „უსახლკარო მილიარდერს” 2,2 მილიარდი დოლარით 540-ე პოზიცია უკავია.

ბერგრუენი პრესასთან ურთიერთობას მუდამ გაურბის. ამბობენ, რომ წლების წინ მის შესახებ ერთ-ერთ ჰოლანდიურ გაზეთში სტატია დაიწერა, რის გამოც ნიკოლასმა იმ ნომრის მთლიანი ტირაჟი შეიძინა და გაანადგურა.

ნიკოლასის ჩვევების არსი, მისი მეგობრებისთვისაც კი, ხშირ შემთხვევაში გაუგებარი რჩება. მისი სამუშაო დღე 12-14 საათს გრძელდება, თუმცა იგი პროექტებს არა კომპანიის ოფისიდან ხელმძღვანელობს, არამედ ხან სასტუმროს ნომრიდან, ხან კი, სულაც რომელიმე რესტორნიდან უძღვება საქმეს. ნიუ-იორკში ყოფნის პერიოდში ბერგრუენს საქმის კეთებაში კომუნიკატორი „ბლექბერი” ეხმარება, ხოლო სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს იგი ცენტრალურ პარკში სეირნობაში ატარებს. ბერგრუენი კვებაშიც გამორჩეულია: ის დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამს, თანაც, პირველ ჯერზე მხოლოდ შოკოლადის ნამცხვრით კმაყოფილდება.

ნიკოლას ბერგრუენის ცხოვრება საკმაოდ არატიპურია. ის 1961 წელს პარიზში დაიბადა. მამამისი, ცნობილი გერმანელი კოლექციონერი, პაბლო პიკასოს, ხუან მიროსა და მაქს ერნსტის მეგობარი, ჰაინც ბერგრუენი იყო. ბავშვობის წლები ნიკოლასს საფრანგეთსა და ჰოლანდიაში ჰქონდა გატარებული. ამბობენ, რომ იგი მწერლობაზე ოცნებობდა და მასზე დიდ გავლენას ახდენდნენ ალბერ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი და სხვა ექზისტენციალისტები. მაგრამ 17 წლის ასაკში ნიკოლასი ნიუ-იორკში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა ფინანსებისა და საერთაშორისო ბიზნესის სპეციალობაზე. სტუდენტობის წლებში ბერგრუენს უკვე ჰქონდა სოლიდური თანხები, რომ საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. თავდაპირველად იგი ინვესტიციებით დაკავდა და, ასევე ფულს ფასიან ობლიგაციებში დებდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ნიკოლასი არა მარტო ინვესტიციებით, არამედ რიგი კომპანიების შეძენითაც დაინტერესდა. ასე მაგალითად, მის მიერ ნაყიდი ოფთალმოლოგიური კომპანია FGX ყიდვის მომენტში არასახარბიელო, თითქმის გაბანკროტებულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბერგრუენმა გაატარა რეფორმები: შეამცირა თანამშრომლების რიცხვი, გაზარდა კომპანიის საპროდუქციო ხაზი და გააძლიერა კომპანიის მართვის მენეჯმენტი. რამდენიმე ხანში FGX ბერგრუენის ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან კაპიტალდაბანდებად იქცა. ბერგრუენის კიდევ ერთი კაპიტალდაბანდება მედია-ბიზნესს უკავშირდება. რამდენიმე გაზეთის, რადიოსადგურის, ტელეარხისა და ინტერნეტ-პროვაიდერის შეძენის შემდეგ ჰოლდინგი „მედია კაპიტალი” ჩამოაყალიბა, რომელიც მოგვიანებით სარფიანად გაყიდა.

ამბობენ, რომ მილიარდერის სტატუსის მოპოვების შემდეგ ბერგრუენმა სრულად დაკარგა ინტერესი მატერიალური ფასეულობების მიმართ. უძრავი ქონება, ავტომობილები, ძვირფასეულობა, ხელოვნების ნიმუშები – ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს მისთვის უინტერესო გახდა და მან ყველაფრის გაყიდვა დაიწყო: აპარტამენტები ნიუ-იორკში, ვილა ფლორიდაში, ავტომობილების პარკი – ბერგრუენმა აბსოლუტურად ყველაფერი გაყიდა, ხოლო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მის პირად კოლექციაში ინახებოდა, ბერლინის მუზეუმს გადასცა. ბერგრუენს არც ცოლი ჰყავს და არც შვილები, სიკვდილის შემდეგ კი, მისი ანდერძის მიხედვით, მისი მთლიანი კაპიტალი ქველმოქმედებას მოხმარდება. საინტერესოა, რომ სხვა მილიარდერებს ბერგრუენი, მოუწოდებს, რომ მას არ მიჰბაძონ, რადგან ცხოვრების ასეთი რიტმი დამღლელია.

ნიკოლას ბერგრუენის ამჟამინდელი ინვესტიციებიდან, რომელთაც იგი „ფასეულ ინვესტიციებს” უწოდებს, აღსანიშნავია კამბოჯაში მდებარე ბრინჯის მინდვრები, თურქული ფერმები, რომლებიც აღჭურვილია ქარის წისქვილებით და სპირტის მწარმოებელი საწარმო ორეგონის შტატში. „მე ვდებ ფულს მიწაში, რომელიც ჩემი სიკვდილის შემდეგაც კი გააუმჯობესებს მსოფლიოს სოციალურ მდგომარეობას”, – ასე ხსნის ბერგრუენი თავისი ბიზნეს-ინტერესების აუცილებლობას, რომლებმაც უნდა მოაგვაროს სოციალური პრობლემები.

სოციალური ინვესტირების სფეროში გადასვლა ბერგრუენმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. როდესაც ნავთობის ფასმა მომატება დაიწყო, ბერგრუენი ალტერნატიული ენერგიის წყაროთი დიანტერესდა. ამ მიზნით მან ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე არსებული ყველაზე დიდი ეთანოლის საწარმო შეიძინა. გარდა ენერგეტიკის პრობლემებისა, სასოფლო ინდუსტრიითაც დაინტერესდა და თავის გარშემო ამ სფეროს ექსპერტები შემოიკრიბა, რომლებმაც მას ინვესტიციების განხორციელება მიწათმოქმედებასა და სოფლის მეურნეობაში ურჩიეს. მისი ერთ-ერთი პირველი შენაძენი ამ სფეროში ავსტრალიაში მდებარე ასეულობით აკრ მიწაზე გაშენებული ფერმები იყო. ბერგრუენის აზრით: „ყველა სოციალური პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ სწორი ინვესტიციის განხორციელებით”.

ნიკოლას ბერგრუენის, როგორც „უსახლკარო მილიარდერის” ფენომენის შესწავლით ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკავებული იყო კომპანია „პრინს ენდ ესოსიეითსი”, რომლის პრეზიდენტმა ალან პრინსმა კვლევის დასრულების შემდეგ განაცხადა: „არსებობენ მილიარდერები, რომლებიც ფიქრობენ იმაზე, თუ რით დაამახსოვრონ მსოფლიოს თავი სიკვდილის შემდეგ, ხოლო ზოგიერთ მილიარდერი უკვე დაკავებულია იმ საქმით, რითაც იგი სამუდამოდ დაამახსოვრდება მსოფლიოს. ამის მაგალითა ნიკოლას ბერგრუენი”.

ნიკოლას ბერგრუენის სერიოზულ გატაცებად ითვლება არქიტექტურა. იგი დიდ დროს ატარებს ამ დარგის ცნობილ სპეციალისტებთან: დავიდ აჯაისთან, შიგერ ბანისთან და რიჩარდ მაიერთან ერთად, რომლებთან ერთადაც განიხილავს ახალ პროექტებს. რომელთა უმეტესობა უკავშირდება ღარიბ ქვეყნებში რიგი ქალაქების რაიონების კეთილმოწყობას და ახალი შენობების აგებას, რის სრულ დაფინანსებას ახორციელებს ბერგრუენი. გარდა ამისა, ბერგრუენი ლონდონის ტეიტისა და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმების დირექტორთა საბჭოში შედის.

P.S. 2010 წლის ბოლოს ნიკოლას ბერგრუენმა გერმანული სუპერმარკეტების ქსელი „კარშტადტი” შეიძინა. ექსპერტების ვარაუდით, სუპერმარკეტების ქსელი სერიოზულ ინვესტიციებს საჭიროებს, რათა მოდერნიზაცია განიცადოს ტექნიკამ, რისი საშუალებითაც სუპერმარკეტმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ბაზარზე არსებულ მოწინავე კომპანიებს. ამ მიზნით, ბერგრუენი 65-მილიონ ევროიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს ქსელში და ვარაუდობს, რომ ახლო მომავალში „კარშტადტი” საუკეთესო სუპერმარკეტად იქცევა დასავლეთ ევროპაში.


скачать dle 11.3