კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სითხეებია შესაცვლელი ავტომობილში სისტემატურად

რამდენიმე ნომრის წინ, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სერვისია აუცილებელი რომ ავტომობილი რაც შეიძლება დიდხანს და კარგად გვემსახუროს, რადგან ზედმეტი თავსატეხი საკმაოდ დიდ ხარჯებში გადაგვაგდებს. მევლუდ მელაძესთან უკვე ვისაუბრეთ ზეთისა და კბილებიანი ღვედების შეცვლაზე, კიდევ რა არ უნდა გამოგვეპაროს, ამას ახლა შევიტყობთ.

მევლუდ მელაძე: ზეთისა და კბილებიანი ღვედის შემდეგ, მივედით კოლოფის ზეთამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არა ავტომატური კოლოფის ზეთებია. თანამედროვე ავტომობილებში ისეა ყველაფერი მოწყობილი, ერთ მოდელს ქარხნული კოლოფის ზეთი მთელი სიცოცხლე ჰყოფნის. ავტომობილში ისეა მოწყობილი ყველაფერი და ისეთი ხარისხის ზეთი ასხია, სანამ ყველა დანარჩენ დეტალს რესურსი არ ამოეწურება, მასაც არ დასჭირდება შეცვლა. მაგრამ, აქაც შეიძლება, თუნდაც უმნიშვნელო ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაიღვაროს ან იმის მიხედვით თუ როგორ ვუფრთხილდებით და მოვიხმართ კოლოფს, ზეთი მაინც წავიდეს „ჭამაში“ და დასჭირდეს დამატება. იმ შემთხვევაში, თუ კოლოფს ზეთის დამატება დასჭირდა, ავტომობილი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ცენტრში, რადგან ის ზეთი ოდნავ განსხვავებულსაც კი ვერ გაირევს.

– როგორ უნდა გავიგოთ, რომელია მისი ზეთი?

– კარგ ცენტრებში აქვთ სპეციალური კატალოგები, სადაც მითითებულია, ამა თუ იმ მოდელს რა ზეთი უსხია. თუ ინტერნეტთან მიგიწვდებათ ხელი, ამ ინფორმაციის გადამოწმება იქაც შეიძლება, მით უმეტეს ისეთ მარკებსა და მოდელებზე, რომელთა სერვისცეტრებიც ჩვენთან არ არის. სხვა მინარევს ვერაფრით აიტანს. თანამედროვე ავტომობილებში ისეთი კოლოფებიც არის, რომლებსაც საზომიც არ აქვს, რომ გაიგო ზეთი იკლებს თუ არა. ის გარანტირებულად არც კი იკლებს ზეთს. თუ ზეთი დარტყმამ დააქცია, სპეციალური ადგილიდან იქ ზეთი ჩაისხმება.

– ძველ მოდელებში რა ხდება?

– ძველ მოდელებში, ვგულისხმობ 2005 წელს ქვემოთ და მით უმეტეს, 2000 წლამდე გამოსულ ავტომობილებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ უმეტესი მათგანი ზეთის შეცვლას საჭიროებს. ყველა ავტომობილს მოჰყვება თავისი სერვისწიგნი. თუ ეს წიგნი აღარ გაქვთ, მაშინ სერვისცენტრში იკითხეთ ამ კონკრეტულ მოდელს როდის უწევს კოლოფში ზეთის შეცვლა, ან ისევ ინტერნეტს მიმართეთ. იმასაც დააკვირდით, ხომ არ არის თქვენი ავტომობილი ის მოდელი, რომელიც შეიძლება ზეთის შეცვლას არ საჭიროებდეს. ასეთებიც არის ძველ ავტომობილებში და რეკომენდაცია მოჰყვება. მაგრამ, მხოლოდ კოლოფის ზეთი არ არის პრობლემა. ავტომობილის რომელი ნაწილიც კი კბილანური სისტემით მუშაობს, ყველაფერში არის ზეთი – იქნება ეს ხიდები, გამაძლიერებლები, მით უმეტეს, ორხიდიანებში, რომელსაც დამატებითი დატვირთვა აქვს და ეს გადაცემები დამატებით აფუჭებს ზეთს. გარკვეული კილომეტრის გავლის შემდეგ, ასეთ სისტემებში აუცილებელია ზეთის შეცვლა. თუ სერვისცენტრში ვერ მიხვალთ, რომელიმე ზეთის შემომტან მსხვილ კომპანიას, მაგალითად, „თეგეტა მოტორსს”, მიაკითხეთ და იქ იკითხეთ თქვენს ავტომობილს როდის რა ზეთის შეცვლა უწევს. გააკეთეთ პატარა კატალოგი, რომელიც ავტომობილში გექნებათ და აკონტროლეთ, როდის რისი შეცვლა უწევს. ინტერნეტშიც ძალიან მარტივი მოსაძებნია ეს ყველაფერი. ძებნაში მიუთითეთ, რომ გჭირდებათ ამა და ამ მოდელის „სერვისმანუალი”. ნუსხაში მითითებული იქნება, ყველა რეკომენდაცია კონკრეტულ ავტომობილზე – რის შეცვლის ვადას შეიძლება გადააჭარბო და რისას – არა. გარდა ამისა, სულ უნდა აკონტროლოთ სამუხრუჭე სისტემის ცვეთა. როგორც კი შენიშნავთ, რომ „კალოდკები” დამუხრუჭებისას ახმაურდა, უკვე ყურადღებით უნდა იყოთ. „კალოდკების” ხმაურს ორი მიმართულება აქვს – თუ, თუნდაც დაღმართზე ან ჩქარა სიარულისას, ძალიან დიდი ინტენსივობით მოგიწიათ დამუხრუჭება, ის წივილს იწყებს. წივილი, მით უმეტეს, თუ სისტემა გახურებულია, არ ნიშნავს, რომ ის გამოსაცვლელია. გამოსაცვლელი „კალოდკები” სხვანაირად ხმაურობს – ბრუნავ ლითონს რომ რაიმე ლითონის ნაჭერი მივადოთ. ანუ, ლითონის ლითონთან შეხების ყურისწამღები ხმა ნიშნავს, რომ „კალოდკები” უნდა გამოიცვალოს. თუ არ შევცვლით, დაუმუხრუჭებლადაც დაიწყებს წივილს. ინდიკატორი, რომელიც „კალოდკებთანაა”, ხელსაწყოების დაფაზე არ აჩვენებს, რომ შესაცვლელია ხუნდები, ამას მხოლოდ ხმით მიანიშნებს. თანამედროვე ავტომობილებში კი, უკვე სალონშიც იწერება მუხრუჭების ავკარგიანობის შესახებ.


скачать dle 11.3