კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს „ბეემვე 540”, მართვის მექანიკური კოლოფით. ავტომობილს საკმაოდ აგრესიულად ვმართავდი – ადგილიდან ძალიან სწრაფი დაძვრა იქნებოდა ეს თუ სხვა. ერთ-ერთი მორიგი დაძვრის შემდეგაც, აღმოჩნდა, რომ მოდებას ფეხი გავუშვი, მაგრამ ავტომობილი არ დაიძრა. როგორც მეუბნებიან, სიჩქარეების კოლოფი დაზიანდაო, მაგრამ არც ერთ სიჩქარეში არ ვარდება და ყველა ერთად როგორ გაფუჭდებოდა?! იქნებ, სხვა რამეა მიზეზი, თუ უკვე გამოვცვალო სიჩქარეების კოლოფი?

პასუხი: აგრესიული მართვით და მით უმეტეს, ადგილიდან სწრაფი დაძვრით, უპირველესად, მოდების ქურო ზიანდება და არა სიჩქარეების კოლოფი. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ „ბეემვეს” სიჩქარეების კოლოფზე, რომელიც ძალიან ძლიერია. ერთ-ერთი რითაც შეიძლება, „ბეემვემ” დაიტრაბახოს, ეს სიჩქარეების კოლოფია. ის კარგად არის აწყობილი და გათვლილი სხვადასხვა სიტუაციაზე. სხვა მოდელზე რომ ყოფილიყო საუბარი, შეიძლებოდა, ეს სიჩქარეთა კოლოფის ეგრეთ წოდებული „კულისა”, ანუ რიჩაგი ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ ზემოდან მოძრაობს და სინამდვილეში სიჩქარეში არ ვარდება. მაგრამ, ამას ძალიან იოლად მივხვდებოდით. რაც შეეხება თქვენს პრობლემას, დაზიანდა მოდების რომელიმე ფენა – შიდა ან გარეთა. თუ ამ მდგომარეობაში „ცეპლენია” დიდხანს აწვალეთ, ის უკვე აღარ მუშაობდა კარგად და მაინც ვაწვალეთ, ჯამში, თქვენ მის დანარჩენ დეტალებსაც დაწვავდით და ამ შემთხვევაში, გამოსაცვლელი იქნება არა მხოლოდ ქურო, არამედ კალათა – „ცეპლენიის” ეგრეთ წოდებული „პლიტა”. აუცილებლად გამოსაცვლელი იქნება, აგრეთვე ეგრეთ წოდებული, „მახავიკი”. თუ ქუროს ერთი ფენა აძვრა და ის მაინც დაატრიალეთ, თქვენი ავტომობილის ძრავა იმდენად მძლავრია, ეს დატრიალება გამოიწვევ და მის სრიალს და დაწვავდა „მახავიკს” ანუ დეტალს, რომელზეც ქუროა მიბჯენილი და შემდეგ მას კალათა ებჯინება. ანუ, პრობლემის მოგვარება დაიწყეთ ამით. დააშლევინეთ ხელოსანს მოდება და შეამოწმეთ დაზიანებულია თუ არა ის. თუ ის მთელია, მხოლოდ ამის შემდეგ მოხსენით სიჩქარეთა კოლოფი. მაგალითად მოგიყვანთ, სულ ცოტა ხნის წინ, „ბეემვე ემ5-ის” ასეთ შემთხვევას, რომელიც იგივე პრობლემით სერვისცენტრში დაშალეს. „ემ5-ს” ყველაზე ძლიერი სიჩქარეთა კოლოფი აქვს და ამიტომ სასწაულად მდგრადი დეტალია. ანუ, ეს არის სისტემა, რომელიც არც მექანიკაში გადის და არც „ავტომატიკაში”, მაგრამ ისეთი დონის „ავტომატია”, რომელიც მექანიკას სჯობია. ეგრეთ წოდებული „ესემჯის” სისტემაა დამონტაჟებული. ხელოსნებმა არასწორი დიაგნოზის შედეგად სიჩქარეთა კოლოფი მოხსნეს და ახალი კოლოფი აყიდვინეს პატრონს, რომელიც ძალიან დიდი თანხა ღირს, მინიმუმ ორი საშუალო დონის ავტომობილის ფასი მაინც. დააყენეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ავტომობილი არ დაიძრა. ხელოსნებმა მანამდე „ცეპლენიის” ორი დეტალიც შეცვალეს – დისკი და „პლიტა”. მაგრამ, არ შეცვალეს „მახავიკი”, რომელზეც ეს ორი დეტალი მაგრდება. სინამდვილეში კი ისიც დამწვარი იყო და ამან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იჩინა თავი.


скачать dle 11.3