მელისა და ვიერი დაშორდნენ
„სკუადრა აძურას” ექსთავდამსხმელი კრისტიან ვიერი და მომხიბვლელი მოდელი მელისა სატო საბოლოოდ დაშორდნენ, რის ოფიციალურ მიზეზადაც მათი მუდმივი განცალკევება დასახელდა – სატო ამერიკაში მუშაობს, ხოლო ვიერი კარიერის დასრულების შემდეგ იტალიაში ცხოვრებას ამჯობინებს. თუმცა, იტალიელი ჟურნალისტების აზრით, დაშორების მთავარი მიზეზი ვიერის მორიგი ღალატია. მექალთანის სახელით ცნობილი ფეხბურთელი ამჯერად მოცეკვავე სარა ტომაზისთან კავშირში გამოიჭირეს, რაც შეუმჩნეველი არ დარჩა მელისას, რომელიც აცხადებს რომ, მიუხედავად დაშორებისა, ვიერის მაინც ყველაზე სასურველ მამაკაცად მიიჩნევს. ფეხბურთელის კარიერის დატოვების შემდეგ ვიერი ბიზნესში ჩაერთო, მას და პაოლო მალდინის აქვთ საერთო ბიზნესი – ტანსაცმლის ბრენდი „სუით იერს” და, გარდა ამისა, ვიერი ფლობს საკუთარ რესტორანსა და ბარს მილანში.