კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ავარჯიშებს ტუჩის კუნთებს გიორგი ცხვარიაშვილი და რისთვის გააკეთა მან თვითნაკეთი მაყუჩი



„რუსთავი 2-ზე“ მუსიკალური პროექტი „ჯეოსტარი“ უკვე დაიწყო, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი მონაწილეებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის ერთ-ერთი, კახეთის წარმომადგენელი, 20 წლის გიორგი ცხვარიაშვილია, რომელიც ძალიან სასიამოვნო ადამიანია – ცოტა სიტყვაძუნწი, თბილი, ჯიუტი და იუმორის ნიჭით დაჯილდოებული.



გიორგი ცხვარიაშვილი: ბავშვობიდან ვმღერი, დავდიოდი რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში. იქ გავიზარდე და შეიძლება ითქვას, რომ მაშინ შემიყვარდა სიმღერა, მაყურებლის აპლოდისმენტები, ღიმილი. არა, ადამიანების ღიმილი მანამდეც მიყვარდა, მაგრამ დარბაზში მყოფი ხალხის ღიმილიანი სახეები შემიყვარდა. ამჟამად ჯგუფში „თბილი-სი“ საყვირზე ვუკრავ. ახლა ვიწყებთ სიმღერებზე მუშაობას და შევეცდებით, მსმენელს შევთავაზოთ გემოვნებიანი მუსიკა, ძირითადად იქნება „რიტმენ-ბლუზი“.

– „ჯეოსტარამდე“ სხვა კონკურსებშიც თუ მიგიღია მონაწილეობა?

– როგორც სოლო შემსრულებელმა, პირველად მივიღე კონკურსში მონაწილეობა და ძალიან ვნერვიულობდი. „ჯეოსტარი“ თავის გამოვლენის ძალიან კარგი საშუალებაა, ამიტომაც გადავწყვიტე მასში მონაწილეობის მიღება. თუმცა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან მიყვარს სიმღერა. ყველა ქასთინგზე ვნერვიულობდი, განსაკუთრებით კი ფინალურ ქასთინგზე, პირველი გავედი და ბოლო დამასახელეს. სულ ნერვიულობა მიწევს. განსაკუთრებით მაშინ ვინერვიულე, როდესაც ორი გიორგი დავრჩით და სანამ გვარი თქვეს, დავიტანჯე. ეს საკმაოდ ცუდი შეგრძნება ყოფილა.

– როგორც ვიცი, საავიაციო ფაკულტეტზე სწავლობ.

– კი და რაც მთავარია, ვისწავლე ჩემი სპეციალობის სახელწოდებაც: „საჰაერო ხომალდების რადიოელექტრონული მოწყობილობებისა და საპილოტაჟო, სანავიგაციო სისტემის ტექნიკური ექსპლუატაცია“. თავიდან, სპეციალობას რომ ვირჩევდი, დედაჩემმა მკითხა, რა აირჩიეო და ორი დღე კითხულობდნენ სახელწოდებას. სამაგიეროდ, მეც ორი წელი მოვუნდი მის დამახსოვრებას.

– ჩხირკედელაც ხომ არ ხარ?

– სახლში ყველა ჩამრთველი ჩემი დამწვარია. ძალიან მიყვარს ჩხირკედელაობა, თუმცა ბავშვობაში უფრო მიყვარდა. ახლა მაგისთვის აღარ მცალია, ძირითადად სიმღერაზე ვარ გადართული. ისე, მშობლებისთვის ვახერხებდი რაღაცეების დამალავას, თანაც ძალიან წყნარი ვიყავი, ანუ, როგორც მეუბნებიან, რობოტივით იყავიო. სადაც დამსვამდნენ იქ ვიჯექი და არ ვდგებოდი. გარდატეხის ასაკში შევიცვალე, ადრე ლაპარაკიც არ მიყვარდა, თუმცა არც ახლა ვგიჟდები ლაპარაკზე. ბავშვობაში ყველაფერს ვშლიდი და მერე ვეღარ ვაწყობდი, ან ვაწყობდი და რაღაც ნაწილებს ვაკლებდი. ფეთქდებოდა, ან იწვებოდა, ძალიან ბევრი რამ მაქვს გაფუჭებული. რაც მთავარია, როდესაც რაღაცის აწყობა არ გამოდიოდა, ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე და არ ვეშვებოდი.

– ახლაც ასე იქცევი?

– კი, ახლაც ასე ვარ, რის გაკეთებასაც დავისახავ მიზნად, ბოლომდე არ ვეშვები. ჯერჯერობით რა მიზანიც მქონდა, ყველაფერს მივაღწიე, მინდოდა და ჩავაბარე ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში, მერე, როცა მკითხეს კონსერვატორიაში აპირებ სწავლის გაგრძელებასო, მე ვუპასუხე, არა საავიაციოში-მეთქი და ყველას გაუკვირდა. ჯერჯერობით ყველაფერი, ღვთის ნებით, კარგად მიდის.

– ანუ, როგორც მივხვდი, სხვადასხვა სფეროები გიტაცებს.

– კი, ჟარგონულად და მეგობრების ენაზე რომ გითხრა, „დაქნეული“ ვარ. ანუ რაღაცეებში ვარ „დაქნეული“, რაღაცეებში – არა. ხშირად ვიღებ სხვებისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს. თუნდაც, საავიაციოზე რომ ჩავაბარე. მაგრად მინდოდა და მორჩა, თან ხომ იცი, კახელები როგორი ჯიუტები ვართ.

– ესე იგი, ჯიუტიც ხარ.

– ძალიან ჯიუტი ვარ, ყველაფერზე შემიძლია გავჯიუტდე. ვინმემ, რომ მითხრას რაღაცაზე თეთრიაო და მართლაც თეთრი იყოს, მე გავჯიუტდები შავია-მეთქი და ბოლომდე გავყვები.

– საყვირზე დაკვრით აწუხებ არა მეზობლებს?

– თვითნაკეთი მაყუჩი მაქვს, თუმცა მაინც ისმის ხმა, მაგრამ – არა ისე. მაყუჩის გარეშე ძალიან დიდი ხმა აქვს. დილით, რომ ვმეცადინეობ, თავად ვწუხდები და წარმოიდგინე, რა დღეში იქნებიან მეზობლები. როდესაც საყვირზე დაკვრას ვსწავლობდი, მაშინ მითხრეს, დილით ერთსა და იმავე პერიოდში სისტემატურად დაუკარი, რომ ტუჩის კუნთები გაავარჯიშოო და რა საშინელებაა, დილის 8 საათზე გემრიელად გძინავს და უცებ ვიღაც საყვირზე გამებს უკრავს. არ მგონია, ეს კარგი მოსასმენი იყოს. დიდი მადლობა ჩემს მეზობლებს ჩემი ატანისთვის. ამ ყველაფერს ვაჟკაცურად, რომ უძლებენ და თან მგულშემატკივრობენ. მინდა ჩემს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და შევეცდები, ძალიან ბევრჯერ გაგახაროთ და გასიამოვნოთ ჩემი სიმღერით.

– როგორი ხასიათი გაქვს?

– მშვენიერი ხასიათი მაქვს, ცუდი ნამდვილად – არა. მეგობრებისთვის კარგი მეგობარი ვარ, ბრაზიანი არ ვარ, პირიქით სულ მინდა, რომ ყველას მოვეფერო, გესიყვარულოთ. მგონი, ეს გამომდის. ნახევრად რაჭველი ვარ, სანამ მოვიფიქრებ, რომ უნდა გავბრაზდე, გადამივლის ხოლმე. სამაგიეროდ რაჭველის ხასიათი სიჯიუტის დროს არის ცუდი. სანამ მოვიფიქრებ, რომ გეყოფა სიჯიუტე-მეთქი, უკვე გვიანია. ანუ რაღაც საკითხებში ცუდი ვარ.

– ქეიფი, დროსტარება ნადვილად გეყვარება.

– ქართველი, კახელი კაცი ვარ და ძალიან მიყვარს. მეგობრებთან ერთად ყველგან ვახერხებ გართობას. მთავარია მეგობრები, კარგი ხალხი ვიყოთ ერთად, ნორმალური სიტუაცია იყოს, კარგი მუსიკა და ალკოჰოლური სასმელი.

– რომელი სასმელი გიყვარს?

– იცი, რამდენნაირი სასმელი მიყვარს?! თუმცა, განსაკუთრებულად მიყვარს ვისკი და კონიაკი, ღვინოზე აღარაფერს ვამბობ, კახელი ვარ და ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს. სიმთვრალეც გადასარევი მაქვს. ბავშვობაში, პირველად რომ დავთვერი, ჩემები იმით მიხვდნენ, რომ გიტარა ავიღე და ჩემთვის დავიწყე სიმღერა. 12 წლის ვიყავი, ეს ამბავი რომ ჩავიდინე. სიმთვრალეში ხასიათი არ მეცვლება, მაგრამ ძალიან მოსიყვარულე, თბილი ვხდები – სულ ვმღერი, ვიცინი და ბევრს ვლაპარაკობ.

– მოდი, მითხარი, როგორი გოგონები მოგწონს, ალბათ პირველად გარეგნობას აქცევ ყურადღებას?

– პირველ ეტაპზე კი არა, სულ გარეგნობას ვაქცევ ყურადღებას. ძირითადად სხვადასხვანაირი ტიპაჟები მომწონს: ცისფერი თვალებით, ლამაზი ტუჩებით; კიდევ შავგვრემანი, მწვანე თვალებით, კიდევ მაღალი, გამხდარი, ლამაზი, საყვარელი. რაც შეეხება ხასიათს, კარგი ხასიათი უნდა ჰქონდეს და არა „სიდედრის“.

– როდესაც გოგონა მოგწონს, მისი დანახვისას იბნევი, თუ შეგიძლია, ჯიქურ მიხვიდე, გაიცნო, უთხრა, რომ მოგწონს?

– თუ ძალიან ლამაზია, დავიბნევი, აბა, რა მომივა?! მაგრამ თუ მომეწონება, ჩემსას მაინც ბოლომდე შევეცდები.

– როგორია შეყვარებული გიორგი, შემთხვევით თავს ხომ არ კარგავს?

– ამხელა თავს, როგორ დავკარგავ?! ძალიან ყურადღებიანი ვარ, ყოველთვის ვცდილობ ვასიამოვნო. ერთხელ მახსოვს, შორს იყო და მესამე თაობის მობილურით სერენადა ვუმღერეთ. სანთლებითაც შემიძლია მივიდე, გიტარით და ფანჯრებთან ვუმღერო. მხიბლავს რომანტიკული რაღაცეები და ხშირად ვაკეთებთ, ვიღაც-ვიღაცეების დახმარებითა და მხარდაჭერით. გული არასდროს, არავისთვის დამინთია – ვაღიარებ.

– ისარგაყრილ გულს დაუნთებ, თუ ისრის გარეშე?

– დამსახურებაზეა, თუ გულში ისრის გაყრას მოახერხებს, რა პრობლემაა.

– რას აკეთებ, როდესაც უარს გეუბნებიან?

– მითხრეს უარი და ორწელიწად-ნახევარი ვიბრძოლე, მაგრამ ჩემთვის კრახით დასრულდა, იმისთვის – არა, თავს ბედნიერად გრძნობს.

– ამ დროს როგორი ხარ, დეპრესიული ხომ არ ხდები?

– რატომ უნდა ვიყო დეპრესიაში, ძალიან მხიარული ადამიანი ვარ და ყველას ბედნიერება მიხარია. უბრალოდ, იმაზე ვბრაზდები, რომ მინდა ყველაფერი გამომივიდეს და რაღაც არ გამომდის. მერე მიზეზებს ვეძებ, დავჯდები და ვფიქრობ, რა მოხდა. ჩემს თავს ხომ არ დავადანაშაულებ და შესაბამისად, სუფთად გამოვდივარ.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3